13

362 46 10
                                    

-თუ ერთი თვის განმავლობაში თავს ვერ შეგაყვარებ, აქედან გაგიშვებ. გპირდები-მითხრა იუნგიმ მთელი სერიოზულობით.
გამეცინა. რატომ იყო დარწმუნებული, რომ ასეთ მცირე ხანში ამ ტირანს შევიყვარებდი.
-ვიცი, სასაცილოდ ჟღერს, თუმცა მე მაინც მჯერა, რომ სასურველ მიზანს მივაღწევ. ჯერ არ შემხვედრია შენნაირი ადამიანი, რომელსაც არ ვდომებივარ. ეს უფრო ჟინს მიჩენს, რომ ჩემი გაგხადო-სახეზე თითები ჩამომისვა და ქვედა ტუჩს ვნებიანად უკბინა. თვალები ავარიდე. არ მინდოდა ეფიქრა, რომ მისი ასეთი ჟესტები აღმაგზნებდა.
-გულს მირევ- ვუთხარი და თავი გავწიე-შენი შეხება და საერთოდ, შენი ასეთი ქცევა გულს მირევს. ძმას გინდა საცოლე წაართვა?
-საცოლე, რომელიც არც მას უნდა და არც თვითონ საცოლეს უნდა ის.
-ასეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები.
-შეგიძლია იმდენი მომატყუო, რამდენიც გინდა. მაგრამ შენი თვალები ყოველთვის გაგცემენ! ისე ვერასდროს შეხედავ ნიკოლასს(ჯიმინი), როგორც რაფაელს(ჯინი) უყურებდი. ის ფაქტი, რომ ჩემი ძმა გიყვარს, არ მომწონს, მაგრამ დარწმუნებული ვარ , ამასაც ეშველება.
ავდექი. გაკვირვებული თვალებით შემომხედა. უსიტყვოდ გავტრიალდი და ასევე უსიტყვოდ გავედი ოთახიდან. დავტოვე მეფე და შავი როიალი თეთრ ცარიელ ოთახში.

მეორე დღეს უკვე სასადილო დარბაზისკენ მივემართებოდი. ვიცოდი, რომ იქ მხოლოდ ჯიმინი დამხვდებოდა. მასთან უნდა მელაპარაკა ,პირადად. დარბაზში შევდივარ და ჩემდა გასაკვირად ჯიმინის მაგივრად ცეცხლის პრინცესას, კატერინას ვხედავ, რომელიც უზარმაზარ მაგიდასთან უსუსურად იჯდა და მადა დაკარგული ნელ-ნელა შეექცეოდა საკვებს, თან ერთ წერტილს მისჩერებოდა კედელზე.
-გამარჯობა-ჩუმად წარმოვთქვი და თავი დავუკარი, თუმცა მისგან პასუხად მხოლოდ დუმილი მივიღე. სკამი გამოვწიე და სასაუზმოდ მოვემზადე.
კარები შეიხსნა და დარბაზში მეფე და ჯიმინი შემოვიდნენ. სებასტიანს პირველად ვხედავდი აქ.ცოტა მეუცნაურა.მეფე მაგიდის თავისკენ დაიძრა, მე კიდევ ჯიმინს ხელით ვანიშნე, რომ ჩემს გვერდით დამჯდარიყო, რითაც იუნგი დიდად ნასიამოვნები არ დარჩენილა.
-გამარჯობა-გამიღიმა ჯიმინმა და ჩემს გვერდით მოთავსდა.
-გამარჯობა-ვუპასუხე და ლოყაზე ვაკოცე მოწყვეტით. მაგიდაზე მსხდომთაგან ეს მხოლოდ იუნგის არ გამოპარვია, რომელმაც გაფართოვებული თვალებით გამოგვხედა, პრინცესა კი ახლაც იმ ერთ წერტილს მისჩერებოდა და ნელა მიირთმევდა საჭმელს.
-რას აკეთებ..-ჩურჩულით მითხრა ჯიმინმა და უხერხულად დაიწყო საჭმლის გადაღება.
-უბრალოდ ამყევი-მეც ჩურჩულითვე ვუპასუხე.
თავი დამიქნია და ჭამა დაიწყო.
-იცი,გუშინ საქორწინო კაბებს ვარჩევდი და რამდენიმე მომეწონა- დავიწყე ვითომ ძალიან ბედნიერმა ლაპარაკი.
-მართლა? როდის მანახებ?-კმაყოფილმა გამომხედა.
-რას ამბობ! არ იცი, რომ კაბის ნახვის უფლება მხოლოდ ქორწილის დღეს გაქვს!
-აჰ, ბოდიში. პირველად გავიგე. იცი, შენსავით აქამდე არავინ მყვარებია, რომ ცოლად შერთვა მომდომებოდა-მითხრა და გამიღიმა.
იდეალური პასუხი იყო! ეს მჭირდებოდა. გამეცინა, ვითომ ჯიმინის სიტყვების გამო, და მეტი რომანტიულობისთვის თავი დავხარე. მეფემ ჭიქა ხმაურიანად დადგა მაგიდაზე. აშკარად ჩვენი ლაპარაკი აღიზიანებდა და ეს იყო ჩემი მიზანიც.
-თაფლობის თვეს სად გავატარებთ?-რამდენიმე წუთის შემდეგ ვკითხე.
-არ ვიცი ჯერ. თუ გინდა ჩემი ძმის, მარკის( ნამჯუნი) ქალაქში წავიდეთ, რავალინში, ან რომელიმე მეზობელ ქვეყანაში წავიდეთ...
-ცეცხლის სამეფოში წადით, კარგად გაგართობენ-ამ ხნის განმავლობაში ჩუმათ მჯდარმა იუნგიმ ახლა ამოიღო პირველად ხმა და თავისი გესლიც გადმოანთხია.
მის სიტყვებზე კატერინა წამოდგა და ჩქარი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან.
-სებასტიან, გაყევი!-უთხრა მეფეს ჯიმინმა.
-რატომ?-ჰკითხა გაკვირვებულმა იუნგიმ.
-შენი სიტყვების გამო გავიდა ოთახიდან. ის ხომ შენი საცოლეა! ამ ქვეყნის მომავალი დედოფალი!
-მერე რა! ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ვალდებული ვარ მასზე ვიზრუნო. ის არაფერს წარმოადგენს ჩემთვის-ლაპარაკობდა ისე, რომ ჭამას არ წყვეტდა, ეს კიდევ უფრო უსვამდა ხაზს იმ ფაქტს, რომ მას მართლა არ აინტერესებდა კატერინა-და სხვათაშორის, შენსავით ორ დღეში არ მიყვარდება ადამიანები , ნიკოლას- თქვა და ჯიმინს ცინიკურად გაუღიმა.
ამის შემდეგ არცერთ ჩვენგანს ამოგვიღია ხმა. პირველმა იუნგიმ დატოვა ოთახი, შემდეგ კი მე და ჯიმინმა.

𝘈 𝘴𝘰𝘯𝘨 𝘰𝘧 𝘪𝘤𝘦 𝘢𝘯𝘥 𝘧𝘪𝘳𝘦 (დასრულებული)Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz