12

332 61 3
                                    

დაძაბული ვბრუნდები ჩემს ოთახში. რას უნდა ნიშნავდეს ეს ყოველივე. ხელზე დავიხედე. უმნიშვნელო ხალები, თითქოს არაფრით გამორჩეული. ასე რატომ აღელდა ცეცხლის პრინცი მის დანახვისას. ჩამეცინა. მან ხომ არ იცოდა, რომ მე სხვა სამყაროს ვეკუთვნოდი. შეუძელებელია ეს ხალები რამე კავშირში ყოფილიყოს მასთან. არავის არ გაუმახვილებია ყურადღება, არც დედას უთქვამს მასზე რამე. ფიქრებში გართული ავედი საძინებელ ოთახში, საწოლზე დავესვენე და თვალის დახამხამებაში ჩამეძინა...

დილის 8 საათი იქნებოდა, მსახურებმა რომ გამაღვიძეს. აქ ასეთი წესია, 8 საათზე უკვე გაღვიძებული უნდა იყო, რათა ყველა მზად იყოს 10-ისთვის სასაუზმოდ. ამ წესის დარღვევა მხოლოდ მეფეს შეუძლია. როგორც მსახურებისგან გავიგე, მეფე სებასტიანმა  წესში ცვლილება შეიტანა, რადგან მას ძალიან უყვარს ძილი და თავს ვალდებულად არ თვლის, რომ გამთენიისას გაიღვიძოს სასაუზმოდ. ჩამეცინა. როგორ შეიძლება ასეთმა ბავშვურმა ადამიანმა შეგაშინოს... მაგრამ აშკარაა, რომ ძალაუფლება ჰქონდა და ამას კარგადაც იყენებდა.
10 საათისთვის უკვე მზად ვიყავი და სასაუზმოდ ჩავედი. უზარმაზარ მაგიდასთან მხოლოდ მე და ჯიმინი ვისხედით პირისპირ. მეფეს რა თქმა უნდა ეძინა. ნაირ-ნაირი კერძები ელაგა ჩემს წინ და ვერა და ვერ გადამეწყვიტა,რომელი მეჭამა.
-ჩვენი ქორწილი ერთ თვეში იქნება-სიმშვიდე ჯიმინმა დაარღვია.
ვიგრძენი როგორ ამიწითლა ლოყები სირცხვილისგან.
-ნუ ნერვიულობ. ერთი თვე საკმაოდ დიდი დროა იმისთვის,რომ რაიმე გეგმა შევიმუშავოთ და აქედან გაგაქროთ. ამიტომაც გავწელე ასე, რომ დრო გვქონოდა. თანაც, ერთი თვე არც ბევრია და არც ცოტა, რომ სებასტიანმა რამე იეჭვოს.
-კიდევ ერთხელ მადლობა ჯიმინ, რომ მეხმარები-ვუთხარი და გავუღიმე.
-არაფერს. ჯობია შენს მომავალ ვითომ საწორწინო კაბაზე იფიქრო-და თვალი ჩამიკრა.
საუზმობას მოვრჩით. ჯიმინი დროებით დამემშვიდობა, მე კი საძინებლისკენ ავიღე გეზი, როცა ბაღში მომხდარი გუშინდელი ამბავი გამახსენდა. რაც შეიძლებოდა მეტი ინფორმაცია უნდა მომეპოვებინა ცეცხლის სამეფო ოჯახზე.მსახურებმა ბიბლიოთეკისკენ წამიყვანეს და კარებთან დამტოვეს. კარები შევაღე და უზარმაზარ ბიბლიოთეკაში აღმოვჩნდი.
მონუსხული ვიდექი ერთ ადგილას და ირგვლივ ყველა დეტალს ვიმახსოვრებდი. უამრავი წიგნი, ნახატები, სხვადასხვა ნივთები, მაგიდები...უზარმაზარი დარბაზი სულ სავსე იყო, როცა ერთ-ერთ ნათელ ადგილას მაგიდასთან მჯდარი ბიჭი შევნიშნე, რომელიც მთელი ინტერესით ჩაკირკიტებდა წიგნს. მივუახლოვდი და წინ ჩამოვუჯექი. იუნგი ასეთი გატაცებული არასდროს მინახავს. პირველად არ მაქცევდა ყურადღებას და ცოტა მეუცნაურა. წიგნიდან თავს არ იღებდა. წარბები ოდნავ შეეკრა და ტუჩები წინ გამოეწია. ჩავახველე. მაინტერესებდა, გუშინდელის მერე იქცეოდა ასე , თუ მართლა დაკავებული იყო.
-რა გინდა-მითხრა ისე, რომ წიგნიდან თავი არ ამოუწევია. ახლა დავწრმუნდი, რომ არანაირი მორცხვობა და სინანული. ის უბრალოდ კითხულობდა.
-არაფერი.მეც რაღაცის საძებნელად შემოვედი.
-და რატომ გადაწყვიტე, რომ მე რამეს ვეძებ? ბიბლიოთეკაში უმეტესობა საკითხავად შემოდის-თქვა და წიგნი შემდგე გვერდზე გადაშალა.
რატომ ხდება ყოველთვის ასე. ყველასთან ყოველთვის კარგი ტიპი ვარ , იუნგისთან კი სულელი და ქარაფშუტა გოგოსავით ვიქცევი.
-ვიცი. უბრალოდ მე წიგნები ჩემს ოთახში მიმაქვს ხოლმე და იქ ვკითხულობ.
-საძინებელი ოთახი იმისთვისაა, რომ დაიძინო.
-მარტო დასაძინებლად არ არის- ჩემს ნათქვამზე ჩაეცინა და წარბები აზიდა-იმას ვგულისხმობ, რომ წიგნის წაკითხვაც და ჭამაც შეგიძლია ერთდროულად.
-ნიკოლასზე(ჯიმინი) ქორწინება მართლა გინდა?- თავი აწია და მკითხა უეცრად. ისეთ განსხვავებულ თემაზე ვსაუბრობდით, რომ წამით ვერ გავიაზრე, როგორ გადაუხვია თემიდან.
-რომ არ მინდოდეს არ დავთანხმდებოდი-ვუთხარი და გულზე ხელები დავიკრიფე.
-აი მე კი მგონია, რომ საერთოდ არ გსურს.
-გეგონოს. ერთი თვის შემდეგაც ეგრე იფიქრებ?- და თვალებში ჩავხედე.
ნერწყვი გადაყლაპა და მითხრა:
-მაშინ შეგიძლია დამტოვო, მომავალო რძალო.
-როგორც ინებებთ, მომავალო მაზლო!-ვუთხარი და სკამიდან წამოვვარდი.
ნახევარი საათი ვეძებდი იმ წიგნებს, რაც მსურდა. ბოლოს მივაგენი და ბიბლიოთეკიდან გასვლა დავაპირე. ბოლოჯერ გავაპარე თვალი მეფისკენ, რომელიც ზუსტად იგივე პოზაში კითხულობდა წიგნს და გამოვედი.

𝘈 𝘴𝘰𝘯𝘨 𝘰𝘧 𝘪𝘤𝘦 𝘢𝘯𝘥 𝘧𝘪𝘳𝘦 (დასრულებული)Where stories live. Discover now