3

423 61 3
                                    

ჩუმად მივყვებოდი ჯინს უკან. მართალია ბორკილები ამხსნეს, მაგრამ გვერდი-გვერდ ის უშნო მცველები ისევ მოგვყვებოდნენ, თუმცა არ მეხებოდნენ. ირგვლივ მიმოვიხედე.
უსასრულო დარბაზში მივდიოდით.
ულამაზესი ჭაღებითა და ვერცხლით გაწყობილი სასახლე იყო. უზარმაზარი შუშის ფანჯრებიდან ცივი, მაღალი მთები მოჩანდა, რომელთა წვერებიც ნისლს დაეფარა.
-აქ მზე არასდროს ამოდის?- ვკითხე ჯინს.
-არა- მოწყვეტით მიპასუხა.
-ყოველთვის ასე ცივა?- გვერდით ამოვუდექი.
-რა თქმა უნდა, ეს ხომ ყინულის სამეფოა.
-და შენ ყოველთვის ასეთი უჟმური ხარ?
ჯინი დაიძაბა, ამოიხვნეშა და გაჩერდა.
-მოვედით-და კარებისკენ მიმითითა- ამიერიდან ეს შენი ოთახი იქნება. მალე მოსამსახურეებსაც მიგიჩენენ, რომლებიც ოთახის დალაგებასა და მოწესრიგებაში მოგეხმარებიან.- კარები შემიღო და მანიშნა შიგნით შევსულიყავი.
ოთახი ულამაზესი იყო. იმაზე დიდი, ვიდრე საკუთარ სახლში მაქვს. ყველაფერი ვერცხლისფერ ორნამენტებში იყო გაწყობილი. ფანჯრიდან ის ტყე მოჩანდა, საიდანაც მე მოვედი.
თვალიერებას მოვრჩი და ჯინისკენ წავედი:
-მეგონა ისევ გისოსებს შიგნით აღმოვჩნდებოდი.
-დიდი სიამოვნებით, მაგრამ 1 კვირაში მეფის ტახტზე ასვლა აღინიშნება, სადაც ოთხივე სამეფოდან მმართველები უნდა ჩამოვიდნენ, მათ შორის შენი მბრძანებელიც, რომელიც არ გახსოვს, მაგრამ მას ემახსოვრები და დარწმუნებული ვარ, დიდად არ ესმიაოვნება ის ფაქტი, თუ როგორი მასპინძლობა გავუწიეთ სტუმარს. ახლა კი ნორა და სოფია მოგემსახურებიან. 1 საათში მოგაკითხავ და მზად იყავი. ლორდს უნდა,რომ მანამ სანამ მეფე გნახავს, ყველაფერი მოგიყვე,იქნებ ამასობაში რამე გაგახსენდეს კიდევაც- მითხრა და ოთახიდან გავიდა.
-კი, კი როგორ არა,გამახსენდება- ვთქვი ჩემთვის და საწოლზე დავხტი. ძალიან რბილი იყო და გადავწექი. ჭერს მივაშტერდი.
ნეტავ ახალ ჩემები რას ფიქრობენ, თუმცა მათ ხო იციან, რომ სოფელში ტელეფონი არ იჭერს.
ნეტავ ჯეიმსი რას შვრება? ჩემზე ფიქრობს? ნეტავ მეძებს?- ჯეიმსის გახსენებაზე ცრემლები მომადგა თვალებზე , ამიტომ მასზე ფიქრი უკუვაგდე.
ახლა უკვე მეფეზე ვფიქრობდი. ამ ჩახლართულ ქვეყნებზე. როგორც ჩანს ,ცეცხლისა და თოვლის გარდა კიდევ ორი სამეფო არსებობდა. არა, არ მინდა ამაზე ფიქრი. ისედაც მთელი დარჩენილი ცხოვრება აქ გატარება მომიწევს თუ აქედან ვერ გავაღწევ.
ფიქრებში ვიყავი ჩაფლული, როცა ორი ახალგაზრდა მოსამსახურე შემოვიდა. ჩემი დანახვისას სახეები დაუმკაცრდათ და ცდილობდნენ, ზიზღი სახეზე არ დასტყობოდათ.
-რა გაცვია, არ მეგონა ცეცხლის სამეფოში თუ ასეთი უცნაური მოდა იყო- დამცინავად მითხრა ერთ-ერთმა და მეორეს სიცილით გადახედა.
მხოლოდ ახლა გამახსენდა ჩემი ტანსაცმელი, ჯინსის შავი შარვალი მეცვა , გრძელი თეთრი ზედა, რომელიც უკვე თეთრი აღარ იყო, და ბოტასები.
ჩემდა გასაკვირად ცხელ წყალში მაბანავეს. მეგონა ყინულებიან აბაზანას მივიღებდი, თუმცა ვარდის ფურცლების თბილი წყალი დამხვდა ულამაზეს აბაზანაში.
-საზიზღარი და საშინელი თმის ფერი გაქვს- მეუბნებოდა ერთ-ერთი თმის ვარცხნის დროს.
-არ გინდა შეიღებო? იქნებ ასე მაინც დამალო შენი საზარელი კლანჭები-მითხრა მეორემ ნიშნის მოგებით.
მართალია არც ცეცხლის გოგონა ვიყავი და არც ალქაჯი, მაგრამ მათ თუ ასე ღრმად სწამდათ ეს, მაშინ "ჩემი
თავი" უნდა დამეცვა. ტუალეტის მაგიდას ორივე ხელი დავარტყი და წამოვფრინდი. მოსამსახურეებისკენ  შევტრიალდი და კბილებში გამოვცარი:
-თუ ასეთი საზარელი და საზიზღარი ვარ,მაშინ ამდენი ენის ტლიკის არ გეშინიათ? წუთი წუთზე შემიძლია თითის ერთი გატკაცუნებით ორივე ცეცხლის ალში გაგახვიოთ წურბელებო!- შეშინებულ გოგონას სავარცხელი ხელიდან გამოვგლიჯე და  თმის ვარცხნა დავიწყე.
-ჩემს თავს მე თვითონ მივხედავ. ჩვენს ქვეყანაში ასე ვიქცევით. ახლა კი მარტო დამტოვეთ, როგორღაც მოვახერხებ კაბის ჩაცმას.
-დიახ ქალბატონო-თავი დამიკრეს და ოთახიდან გაიძურწნენ.
გულში გამიხარდა და საკრეში ანარეკლს გავუღიმე. ადრე მსგავსად ვერასდროს მოვექცეოდი ორ ადამიანს.ბევრჯერ გამიგია , როგორ მლანძღავდნენ, თუმცა ძალა არმყოფნიდა იმისა ,რომ საკუთარი თავი დამეცვა. მაგრამ ახლა , როცა უკვე სხვა ლაილა შეიქმნა, უფრო ძლიერი, შემეძლო ხალხის მანიპულირება და იქნებ ჩემი მოჩვენებითი ძალით უფრო დიდი ადამიანების ტვინებიც მემართა.
თმებში მსახურების მიერ დატოვებული ფოთლებით გაწყობილი თმისამაგრები გავიკეთე და მწვანე კაბა ჩავიცვი.
კარი გავაღე და დავინახე ჯინი,რომელიც ჩემსკენ მოემართებოდა.
-ასე უკეთესად გამოიყურები-მითხრა და შემათვალიერა- ახლა უფრო ჰგავხარ აქაურს.თმის ფერი რომ არა, მანამდე ვიფიქრებდი სხვა სამყაროდან ჩამოფრინდათქო. კარგი ,დროა ბიბლიოთეკაში წავიდეთ. იქ ყველაფერს ნახავ.
ფანჯრებიან დერეფანს მივუყვებოდით. გზად მოსამსახურეები, მცველები, კარისკაცები გვხვდებოდნენ. ჯერ მე შემომხედავდნენ ზიზღით,მერე ჯინს შეხედავდნენ და მორიდებით თავს უხრიდნენ, რასაც ჯინი ანიუშად არ აგდებდა.ის ხომ მთელი მისი ცხოვრებაა ასე იზრდება, მისთვის ეს ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმია. ის დიდებული კანცლერია, დანარჩენები კი მისი ქვეშემრდომები. თვით ლორდსაც კი უთანაბრდებოდა თავისი წოდებით.
ამ დროს დერეფნის ბოლოდან მომავალი უილიამი გამოჩნდა, რომელსაც 10მდე მცველი მოყვებოდა.
დიდებულ ლორდს მანტია მოეცვა, თავზე ვერცხლისფერი დიდი გვირგვინი ედგა და ცალყბად იღიმოდა. მოგვიახლოვდა თუ არა ხელები გაშალა:
-ცეცხლოვანი გოგონა და ჩემი ძმობილიც აქ ყოფილა- ბოლო სიტყვა განსაკუთრებით გაწელა და თავი დაგვიკრა. ჯინმაც იგივე გაიმეორე და მეც მანიშნა, მომბაძეო.
-სად მიდიხარ?-არაფორმალურად ჰკითხა ჯინმა უილიამს.
-საზღვარზე, ამისიანებს უნდა დავხვდე- და თავით ჩემსკენ ანიშნა- ხომ არ დაგავიწყდა,რომ მალე სატახტო მეჯლისი გველის,რომელსაც ასე სულმოუთქმელად ველოდებოდით ჩვენი თაობა- და ხელებგაშლილი ერთ ადგილას დაბზრიალდა.
ჯინს მის საქციელზე ჩაეცინა. აქ პირველად ვნახე მისი გულწრფელი ღიმილი. უილიამს მოუახლოვდა , მხარზე ხელი დაადო და მაგრად მოუჭირა:
-გთხოვ თავს გაუფრთხილდი, სუჰო- უთხრა მზრუნველად.
უილიამმა ხელზე ხელი მოუთათუნა და უთხრა:
-ნუ ნერვიულობ,როდის ყოფილა მე რომ შარში გავხვეულვარ?!
-ყოველთვის- სიცილით უთხრა ჯინმა და ლორდს დავშორდით.
-შენ მას სხვა სახელით მიმართე- ვუთხარი , როცა რამდენიმე მეტრით დავშორდით უილიამს. მართალია მხიარული ადამიანი ჩანდა, მაგრამ მე ჯერ კიდევ მეშინოდა მისი.
-მისი ნამდვილი სახელით მივმართე-მითხრა ჯინმა დინჯად.
-ანუ გამოდის რომ აქ ყველას ორი სახელი აქვს?- გაკვირვებულმა ვკითხე.
-ყველას არა, მხოლოდ დიდგვაროვნებს, მმართველებს. მათ სატახტო სახელები სჭირდებათ. სხვათაშორის შენს ქვეყანაშიც ასეა.
-და შენი რეალური სახელი რა არის?
-ჯინი
-კი მაგრამ...
-მე ჩემი სახელი დავიტოვე. რადგან არასდროს მინდოდა ეს წოდებები და ტახტები. ყოველთვის მარტივ ცხოვრებაზე ვფიქრობდი. ამიტომაც დავთანხმდი კანცლერობას,როცა ყველა ჩემი ძმა ან ტახტის მემკვირდეა, ან ლორდი.
-შენ და უილიამს როგორც ჩანს ახლო ურთიერთობა გაქვთ. შენი ძმაა?-მართალია მისი რეალური სახელი ვიცოდი, მაგრამ მაინც მეუხერხულებოდა მისი წარმოთქმა.რადგანაც სახელებს იცვლიდნენ,ესეიგი ძალიან პირადული იყო მათთვის და მხოლოდ ახლო ადამიანეს შეეძლოთ ასე მიემართათ.
-არა, სუჰო ჩემი ბიძაშვილია. მე კი ბავშვობიდან ყველაზე ახლოს მასთან ვიყავი. ამიტომ, როცა ის სტამინას ლორდად დასვეს, მეც მას გამოვყევი კანცლერად. შემეძლო ჩემს ძმასთან დავრჩენილიყავი , მაგრამ მას ხომ ყველა გაურბის,მათ შორის მეც.
-და ვინ არის შენი ძმა, რომელი ქალაქის ლორდია?
-არა ის ლორდი არაა-ღრმად ამოისუნთქა და მითხრა- ის ამ სამეფოს მეფეა.

𝘈 𝘴𝘰𝘯𝘨 𝘰𝘧 𝘪𝘤𝘦 𝘢𝘯𝘥 𝘧𝘪𝘳𝘦 (დასრულებული)Where stories live. Discover now