17

305 48 4
                                    

-ვინ ხარ?!-მიმეორებს სებასტიანი და ზემოდან დამყურებს.
-ყველაფერს აგიხსნი-ვცდილობ დავამშვიდო და ხელებს მხრებზე ვადებ, მაგრამ მალევე იცილებს:
-ნუ მეხები, გულს მირევ.
-ნუთუ ასეთი მნიშვნელოვანია შენთვის თმის ფერი?-ვეუბნები და საწოლიდან ვდგები.
-მეხუბრები ხო?!-შემოტრიალდა და დამიყვირა-ჩემს სასახლეში მოტყუებით შემოიპარე.მატყუებდი, რომ არ გახსოვდა შენი წარსული, მატყუებდი შენს ვინაობას! ყველაფერს მატყუებდი! გუშინდელიც ტყუილია და საერთოდ მთლიანად ტყუილი ხარ!შენ არ იმაახურებ, რომ არსებობდე!- და საჩვენებელ თითს ცხვირწინ მიტრიალებს.
-შენ უბრალოდ არაფერი იცი! ეს ის არ არის, რაც შენ გგონია!-ვცდილობ ავუხსნა ყველაფერი, თუმცა არ გამომდის , რადგან მაჯაში ხელს მავლებს და დერეფანში გავყავარ.
-ახლავე მცველებს დაუძახეთ და ეს ჯაშუში დააკავონ! მალე კი დაკითხვაზე გაიყვანეთ. არ გიპასუხებთ ან ისევ მოიტყუება-ყველანაირი წესით დასაჯეთ!-გაჰყვიროდა დერეფანში.
ხმაურზე ოთახიდან სასწრაფოდ გამოდის ჯიმინი და ჩვენს დანახვაზე ერთ ადგილას შეშდება. შეშინებულ თვალებს მაპყრობს და იუნგის ელოდება, როდის დაიწყებს საუბარს:
-ბოდიში ძმაო, შენი ბოზი ცოლი ღალატში და ტყუილში გამოვიჭირე. სანამ შენ მასზე ფიქრებში გეძინებოდა, ის ჩემთან ჟიმაობდა და თან მთელ სასახლეს გვატყუებდა თავის ვინაობას!-და უფრო მაგრად მიჭერს მკლავზე ხელს. თვალებიდან ცრემლები მცვივა, როგორც ფიზიკური ტკივილისგან, ისე სულიერისგანაც.
ჯიმინი ერთ ადგილას გაშეშებული დგას და სევრდიან თვალებს მაპყრობს, თითქოს საკუთარ თავს ადანაშაულებდეს.
-მაპატიე ლაილა, ჩემი ძმას დავპირდი, შენც დაგპირდი, რომ დაგიცავდი, მაგრამ ვერ ავასრულე ეს დაპირება...-ამბობს და ელვას სებასტიანისკენ უშვებს.
იუნგი ხელს მიშვებს და ელვას ჯიმინისკენ აბრუნებს.
-ლაილა გაიქეცი!-მიყვირის ჯიმინი.
მეც რაც ძალი და ღონე მაქვს მივრბივარ, თუმცა ოთხი ხელი მაკავებს და იატაკს მაწებებს.
ვუყურებ, როგორ იბრძვიან იუნგი და ჯიმინი. ჰაერში სალტოებს აკეთებენ და ელვებს დაუნდობლად ესვრიან ერთმანეთს. თუმცა იუნგი ბევრად სწრაფი და მოქნილა.
ბოლოს სებასტიანი მაინც უახლოვდება ჯიმინს. საფეთქლებში აჭერს თითებს და ელექტრო ენერგიას უშვებს ტვინში. ტკივილი ჯიმინს იატაკზე აკრავს, მაგრამ არ თიშავს, ის შეგუებულია ამ ძალას.
-შენ ყველაფერი არასწორად გაიგე სებასტიან!-ძლივს ძლივობით ამოთქვა ჯიმინმა.
-და სიმართლე რა არის? თუ ამასაც მიმალავთ! არ მჭირდება თქვენი სიმართლე! ყველაფერი ნათელია! შენ, რაფაელმა(ჯინი) და ამ ცეცხლის სამეფოს ჯაშუშმა-და თითს ჩემსკენ იშვერს-ყველაფერი მოაწყვეთ, რათა ტახტიდან ჩამოგეგდეთ! რაო შენმა საყვარელმა ძმამ ახლა ინანა ტახტის დაკარგვა და ტირანი მეფის ჩამოგდება სურს ტახტიდან? აი რატომ მძულხართ ყველანი. ცხვირწინ მატყუებთ! მაგრამ ამისთვის დაისჯებით-იუნგი წელში სწორდება და ისევ ჯიმინს უბრუნდება-ძმებს დავინდობ მაგრამ ამ არსებას არა! სიცოცხლეს არ იმსახურებს ჩემი გასულელებისთვის!
-სებასტიან...გთხოვ...დაანებე მას თავი, ის მართლა არაფერ შუაშია-თქვა ჯიმინმა და წამოდგომას შეეცადა. სებასტიანმა მისი ნათქვამი დააიგნორა და ახლა მცველებს მიუბრუნდა,რომლებსაც ისევ იატაკზე ვყავდი დაწებებული და მეფის განკარგულებას ელოდებოდნენ.
-ეს ვიგინდარა საკანში დაამწყვდიეთ. ყველაზე ცივ ადგილას, რათა თავისი მაგია არ გამოიყენოს.
თქვა და გაგვეცალა. ბოლოს კი ვგრძნობ, როგორ ჩამარტყეს რაღაცას თავში და ვითიშები...

𝘈 𝘴𝘰𝘯𝘨 𝘰𝘧 𝘪𝘤𝘦 𝘢𝘯𝘥 𝘧𝘪𝘳𝘦 (დასრულებული)Où les histoires vivent. Découvrez maintenant