19

292 49 3
                                    

საწოლში მეღვიძება. თვალებს ვახელ და საშინელ თავის ტკივილს ვგრძნობ. ვიღაც ოთახის კარებს აღებს და საწოლზე ვჯდები, რათა დავინახო ,ვინ არის.
ოთახში ჩემი და, ალისია შემოდის, რომელსაც ფოდნოსზე დალაგებული საჭმელი მოაქვს ჩემკენ.
-დილამშვიდობისა-თქვა და საწოლზე ჩამოჯდა. ნაღვლიანი თვალები მომაპყრო.
-დილამშვიდობისა-ვთქვი და კრუასანს ხელი ვსტაცე.რატომღაც ძალიან მშიოდა-რა მოხდა? რამ გამოიწვია შენი ასეთი უეცარი ცვალებადობა ჩემ მიმართ? ახალი მუსიკა გჭირდება შენი რომელიმე სასიყვარულო სიმღერისთვის?
-ეგ არაფერ შუაშია ლაილა! და კი, მე მართლა ვმუშაობ ახალ სიმღერაზე, თუმცა ახლა მე შენზე ვღელავ.
-არ მჭირდება არც შენი თანაგრძნობა და არც არავისი! საკუთარ თავს თვითონ მივხედავ!-ვთქვი და კრუასანი  თეფშსზე დავაბრუნე.
-ძალიან გამხდარი ხარ. უცნაურად გამოიყურები, ამას აქამდე რატომ
ვერ ვამჩნევდი?
-იქნებ იმიტომ, რომ ზედმეტად ხარ დაკავებული შენი ვარსკვლავური ცხოვრებითა და ახალ-ახალი პაემნებით?!
-გავიგე, რომ ჯეიმსს დაშორდი...-ჩემს ლაპარაკს ანიუშადაც არ აგდებდა.
-კარგად ვარ, გესმის?!-ვთქვი ხმამაღლა და წამოდგომა დავაპირე-არაფერი მჭირს, მითუმეტეს ჯეიმსის გამო.
საწოლიდან წამოვდექი, მაგრამ ფეხებმა მიმტყუნა და ძირს დავეცი.იატაკს ვუყურებდი და ვგრძნობდი , როგორ მებინდებოდა თვალები.
-ლაილა, ფრთხილად!-ჩემკენ გამოქანდა-კარგად ხარ?! ხომ ვთქვი, რომ ცუდად იყავი.!
-თავი დამანებე!-ხელი ავუქნიე და ისევ წამოვდექი-ჩემს თავს მე თვითონ მივხედავ!
-არ მესმის რა გჭირს! მე შენ დახმარებას ვცდილობ! შეგიძლია ცოტახნით მაინც გადადო ოჯახური უთანხმოება გვერდით და დამიჯერო?!-მითხრა და მხრებში ჩამაფრინდა- იცი ამდენი ხნის განმავლობაში სულ შენზე ვფიქრობდი! შენ გაუჩინარდი! ახლა კიდევ ასე ბრუნდები: დასუსტებული, ბინძური და უცნაური ტანსაცმლით!
მხოლოდ ახლა დავიხედე ტანზე, გრძელი მუქი ლურჯი კაბა მეცვა.
-რას გულისხმობდი ,როცა თქვი : "ამ ხნის განმავლობაში?" მე ხომ მხოლოდ სამი საათით ვიყავი სახლიდან წასული?...
-ვიცი! მაგრამ...-საწოლიდან წამოდგა და ბოლთის ცემა დაიწყო-...არ ვიცი როგორ გითხრა, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს არა სამი საათით ,არამედ კვირეებია გასული, რაც წახვედი!
-მასე იმიტომ ფიქრობ, რომ მგონი საუკუნეა არ გინახავხარ-მხრები ავიჩეჩე.
-არა! ზუსტად ვიცი. სახლიდან რომ წახვედი, მე სახლში ვიყავი. სამი საათი იყავი წასული, მაგრამ ამ სამი საათის განმავლობაში რაღაცა არ მასვენებდა, არ ვიცი ამას რა დავარქვა, თითქოს ვგრძნობდი, რომ რაღაც გიჭირდა, "დედმამიშვილური ინსტიქტი"? რაღაც დედის ინსტიქტის მსგავსი...
ამაზე თავი ვეღარ შევიკავე  და სიცილი ამიტყდა. გიჟივით ვიცინოდი, მუცელიც კი ამტკივდა, ბოლოს საწოლზე გადავწექი და რამდენიმე წუთით ასე გაშტერებული მივჩერებოდი ჭერს.
ბოლოს სიჩუმე ალისიას ზარივით ხმამ დაარღვია:
-მორჩი ისტერიულ სიცილს?
-როგორც ხედავ, კი...
-ღამით შენთან ოთახში ვიყავი. საწერ მაგიდაზე გეძინა-ვიღაც ბიჭის პორტერტზე.
-არაფერი მახსოვს...-ვთქვი ისე,რომ ჭერისთვის თვალი არ მომიშორებია.
-ეს რომ დახატე, არ გახსოვს?-მიახლოვდება და ნახატს მაჩვენებს.
-არა...
-ღმერთო ჩემო! ლაილა, შენ რაღაც შეგემთხვა!-წამოიძახა სასოწარკვეთილმა ალისიამ.
-უბრალოდ დამტოვე...-ვთქვი და ვიგრძენი, როგორ გამიტყდა ხმა და როგორ ამიცრემლიანდა თვალები.
-კი მაგრამ...-არ მეშვებოდა ჩემი და.
-ალისია, უბრალოდ მარტო დამტოვე. მოვწესრიგდები და გპირდები, იმდენს დაგელაპარაკები, რამდენიც გსურს...უბრალოდ ახლა ძალიან მინდა მარტო ვიყო...
მდუმარედ დამთანხმდა.რვეული ტუმბოზე დადო და ოთახიდან გავიდა.
ტირილი ამიტყდა.ვტიროდი და არ ვიცოდი, რატომ.
ვიცოდი,რომ ჩემი და მართალი იყო. რაღაც შემემთხვა და არ მახსოვდა.
თავს ძალა დავატანე და ავდექი. რვეული ავიღე და ნახატს დავხედე. საერთოდ არ მეცნობოდა მასზე გამოსახული ადამიანი.
-ვინ ხარ...-ჩავიჩურჩულე და გადავშალე , სადაც ნაწერები დამხვდა. მშვენიერი! იქნებ აქედან მაინც გამეგო რამე!
თუმცა რამდენიმე წამში აღმოვაჩინე, რომ ეს ნაწერიც არაფრის მომცემი იყო. უცნაური სახელები, არარსებული ადგილები და ფანტასტიკური მოვლენები-აი რა ეწერა იქ. ალბათ ადრე რომელიმე სიზმარი დავწერე, რომ არ დამვიწყებოდა.
ჩავიფრუტუნე და რვეული ოთახის ბოლოში მოვისროლე.
აბაზანაში შევედი. კაბა გავიხადე,რომელიც არ მახსოვს, როგორ აღმოჩნდა ჩემს ტანზე.
ცხელი ჭავლის ქვეშ სახით დავდექი.
ჩემი ცრემლები და წყალი ერთმანეთში ირევა.
თვალებს ვხუჭავ და უცნაურობა ხდება:
კადრები ერთმანეთში ირევა, სწრაფ-სწრაფად იცვლება ისე,რომ მიჭირს ზოგერთი მათგანის დამახსოვრება.
ვხედავ, ბურუსით მოცულ ტყეს..
ულამაზეს დარბაზს...
ახლა ვცეკვავ...
ვიოლინოზე ვუკრავ...
ვიღაცას ვცკონი...
მისი სახე...
და თვალებს ვახელ. ბუნდოვნად, მაგრამ მაინც გავარჩიე ხილვაში ნანახი სახე. ის თითქოსდა ჰგავდა ჩემ მიერ დახატულ პორტრეტს.
შუბლით კედელს მივეყრდენი. თვალები დავხუჭე და თავს მივეცი უფლება, რომ ხმამაღლა მეტირა:
-რა...დამემართა?! რატომ...არაფერი...მახსოვს?!-ვიყვირე და მუშტი კედელს მივარტყი.
ვიგრძენი, როგორ ჩნდებოდა ნელ-ნელა ბზარები კედელზე.
თვალებს ვახელ და ვხედავ ბზარს, რომელიც ჭერამდე მიუყვებოდა.
-ეს კიდევ რა ჯანდაბაა?...-ჩავიჩურჩულე და კედელს მოვშორდი.
ამ დროს აბაზანის კარზე კაკუნის ხმა მესმის:
-ლაილა, ყველაფერი კარგადაა?-დედა იყო.
-კი დედა! უბრალოდ ფეხი ამისრიალდა და დავეცი!-გავძახე ისე, რომ კელდისთვის თვალი არ მომიშორებია.
-რამე ხომ არ იტკინე?
-არა. უკვე გამოვდივარ-ვთქვი და პირსახოცი სასწრაფოდ ტანზე შემოვიხვიე.
ოთახში ვბრუნდები. დედა ისევ აქ არის.
-რა ხდება?-ვკითხე და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე.
-ლაილა, შენზე ვნერვიულობთ...-დაიწყო მზრუნველად ლაპარაკი.
-დედა,ყველაფერი კარგად არის. მართლა. მე ხომ უბრალოდ შეყვარებულს დავშორდი.ცხოვრება რთულია, უნდა შევეგუო-ვლაპარაკობდი და თან ოთახში დავდიოდი.
-თუ რამე გიჭირს და პრობლემა გაქვს იცოდე, რომ მე სულ აქ ვარ. როცა მოგინდება, დამელაპარაკე, ან შენს დას დაელაპარაკე, კარგი?
-კარგი დედა-ვუთხარი და გადავეხვიე-ახლა უნდა გავიდე.
-სად მიდიხარ?
-მეგობრებს ვნახავ, ცოტა გულს გადავაყოლებ.
-კარგი იქნება...-თქვა და შუბლზე მაკოცა.
სახლიდან გავედი და მანქანისკენ დავიძარი. ვაპირებდი, რომ ქალაქგარეთ წავსულიყავი ზუსტად იმ ადგილას, სადაც ბოლოს მანქანა გავაჩერე.თუ ჩემს ხილვებს დავუჯერებ, ჩემი სოფლისკენ მიმავალ გზაზე მოხდა ეს ყოველივე.
-ლაილა! დამელოდე!-მესმის უკნიდან ხმა.
ჩემი და ჩემკენ მორბის და თან მოსაცმელს იცვამს.
-სად მიდიხარ?
-იქ, სადაც მეხსიერებას აღვიდგენ.
-მეც გამოგყვები.
-არ მჭირდება პაპარაცების დადევნება-ვთქვი და მანქანაში ჩავჯექი, თუმცა მას უკვე მოუსწრია გვერდითა სავაძელზე მოკალათება.
-ქუდში და პირბადეში ვერ მიცნობენ-თქვა და პირბადე სახეზე აიფარა.
ამოვიხვნეშე. სხვა გზა არ მქონდა. ალისიას მანქანიდან ვერანაირი ღვთიური ძალით ვერ გავაგდებდი.
ჩვენი სოფლისკენ მიმავალ გზას დავადექით.

მოსაღამოვდა.
-ლაილა, როგორც ხედავ აქ არაფერია. ალბათ დაგესიზმრა ეს ყველაფერი-აწუწუნდა ალისია მეშვიდე წრეზე.
-არ მჯერა, რომ ეს სიზმარია. შენ თვითონაც შეამჩნიე ცვლილებები. მე კიდევ ვგრძნობ, რომ აქ რაღაცაა , მაგრამ ვერ ვხედავთ.
-ხო , შეიძლება ასეა, მაგრამ აქ აშკარად არაფერია. შენ თქვი , რომ ხილვებში ტყე დაინახე, მაგრამ როგორც ხედავ, უბრალოდ სოფლისკენ მიმავალი გზაა.
-ისევ უნდა ვცადოთ-ვთქვი და მანქანა მოვაბრუნე.
-როგორც გინდა-თქვა და გულზე ხელები დაიკრიფა.

დაღამდა.
ალისიას რამდენჯერმე ჩაეძინა.
მე კიდევ რამდენიმე საათია წინ და უკან დავდივარ.
გაწვიმდა.
წვიმის წვეთებმა ყველაფერი მოიცვა.
ჩემმა ცრემლებმა კი ჩემი სახე.
მანქანიდან გადმოვდივარ და წვიმაში ვდგები.
-რატომ?!-ვყვირი და მუხლებზე ვეცემი-რატომ დამავიწყეთ ყველაფერი?!რა გამიკეთეს ისეთი, რომ არ უნდა ვიცოდე?!-ვყვირი და ხმამაღლა ვტირი.
ვგრძნობ, როგორ მორბის ჩემკენ ჩემი და და უკნიდან მეხუტება.
-ვწუხვარ, ლაილა.
-თითქოს ყველაფერი წამართვეს...-ვაგრძელებდი ტირილს.
-შენთვის არავის არაფერი წაურთმევია. მე შენ გვერდით ვარ. დედაც შენ გვერდით არის. შენ ბევრი კარგი მეგობარი გყავს, რომლებიც ასევე ყოველთვის შენ გვერდით იქნებიან.
ახლა კიდევ სახლში წავიდეთ.
რომ გაცივდე მერე ვინ შექმნის ჰარმონიულ მუსიკებს ჩემი თინეიჯერული სიმღერებისთვის?
ხომ არ დაგავიწყდა, რომ რამდენიმე დღეში კონცერტი გაქვს... ლაილა, ჩვენზე თუ არა, საკუთარ თავზე მაინც იფიქრე...დრო მოვა და ყველაფერს გაიგებ. ახლა კი უნდა წავიდეთ.
საუბარი დაასრულა და ამაყენა. მანქანისკენ დავიძარით.
ახლა თვითონ დაიკავა საჭესთან ადგილი.
ფანჯრიდან გავყურებდი გზას, რომელიც ნისლში იკარგებოდა...
და თითქოს ამ ნისლიდან ვიღაც მიყურებდა...
ჩემმა დამ მანქანა მოაბრუნა, ამიტომ კარგად ვერ გავარჩიე სილუეტი. ალბათ სოფლიდან მომავალი ადამიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ წვიმაში იქ რა უნდოდა...
ვინც არ უნდა ყოფილიყო, მასზე არ უნდა მეფიქრა.
ჩემი და მართალი იყო. ეს ყველაფერი წარსულში უნდა დამეტოვებინა და მომავალზე უნდა მეფიქრა...
საკუთარ თავზე უნდა მეფიქრა...

𝘈 𝘴𝘰𝘯𝘨 𝘰𝘧 𝘪𝘤𝘦 𝘢𝘯𝘥 𝘧𝘪𝘳𝘦 (დასრულებული)Where stories live. Discover now