2

462 57 0
                                    

საშინელმა ტკივილმა გამომაღვიძა. უცნაურ მწველ ძალას ჯერ კიდევ ვგრძნობდი კუნთებში, ამიტომ
მოძრაობა მიჭირდა.
-ღმერთო ,თავი როგორ მტკივა- თვალები გავახილე. უცნაურ საკანში ვეგდე. არემარეს კედელზე ჩამოკიდებული ჩირაღდნები ანათებდა, რომელშიც ცეცხლის მაგივრად წვეტიანი კრისტალები ეწყო, შიგნით კი ვერცხლისფერი ხაზები იკლაკნებოდა.
-ან სიზმარში ვარ ,ან აშკარად მოვკვდი- თვალების მოსრესას ვაპირებდი,მაგრამ მთლიანი ხელის მტევნები რკინის ხელთათმანებს დაეფარათ.
უეცრად პირიდან განწირული კივილი აღმომხდა.წამში 3 კაცი,რომლებიც მცველები უნდა ყოფილიყვნენ, ჩემს საკანში გაჩნდნენ.
-ეს რა ხუმრობაა? რას მიკეთებთ? და საერთოდ ვინ ხართ? რას მერჩით?- გავკიოდი განწირული.
ჩემი ყვირილი არაფრად ჩააგდნეს, ორმა მათგანმა უსიტყვოდ მხრებში ჩამავლო ხელები და ამაყენეს. მეგონა ამჯერადაც იმ საშინლად მტკივნეულ ძალას ვიგრძნობდი, თუმცა მხოლოდ გაყინული ხელების შეხება ვიგრძენი.
მაღალი მცველი, რომელიც ჩემს პირდაპირ იდგა,ალმაცერად მიყურებდა, გისოსები შეხსნა და წინ გაგვიძღვა.
მცველები ლამის ძალით მიმათრევდნენ, მე კიდევ მათ ხელებში ვიკლაკნებოდი და თავის დახსნას ვცდილობდი.
-ალბათ ცხოვრების ბოლომდე ჩემს კითხვებზე პასუხს მაინც ვერ გავიგებ, მაგრამ ის მაინც მითხარით, ჩემ სიმძიმე რკინები რატომ ჩამომაცვით ხელებზე, ჩემი ხელებით თქვენ რა უნდა დაგიშავოთ?ასე საშიშად გამოვიყურები?- და ჩემი გაფართოვებული თვალებით ერთ-ერთ მათგანს მივაჩერდი.
ჩემდა გასაკვირად მიპასუხა:
-შენნაირ ალქაჯებს ეგრე სჭირდებათ, რომ არ გადაგვწვან.
-რა რომ არ ვქნა?- გაკვირებულმა წამოვიძახე- მე , 20 წლის სტუდენტმა თქვენ როგორ უნდა გადაგწვათ, როცა არც სანთებელა და არც ნავთი მაქვს!- და გიჟივით გადავიხარხარე,- აშკარად რაღაც ხუმრობაა ან შეშლილებთან მოვხვდი, რომლებსაც ქალების მიმართ ფობია აქვთ.
უეცრად ჩვენს წინ მიმავალი მცველი შეჩერდა და გვერდულად გამომხედა.
-შენთვისვე აჯობებს, რომ ჩუმად იყო- იმაზე მშვიდი ხმა ჰქონდა, ვიდრე წარმომედგინა.
მეც დავემორჩილე,სხვა გზა არ მქონდა. ახლა დავაკვრიდი, რომ წინ მიმავალ კაცს განსხვავებულად ეცვა, სულაც არ ჰგავდა მცველს.თმა ყველას ერთნაირი ჰქონდათ, ვერცხლისფერი, თუმცა მას მაინც გამოარჩევდით დანარჩენ მცველებისგან. დახვეწილი და აუღელვებელი სიარული ჰქონდა, ზედმეტად მაღალიც კი შეიძლება ვუწოდო.
მალევე დიდ კარებთან მიმიყვანეს. მაღალმა მცველმა კარები გახსნა და დარბაზში გრაციოზულად შევიდა.
ვერცხლისფერ ტახტზე მჯდარმა
ბიჭმა შავი თვალებით გამომხედა და მასში მთელი ზიზღი ჩააქსოვა.
მცველებმა დამაჩოქეს, თვითონ კი დაბრაზი დატოვეს. დარბაზში მე, მაღალი მცველი და ტახტზე მჯდარი ბიჭი, რომელიც წესით მეფე უნდა ყოფილიყო, დავრჩით.
რამდენიმე წამის შემდეგ ბიჭმა თავი მაღლა აწია და  ხმა ამოიღო:
-რატომ გამოგაგზავნა შენმა მბრძანებელმა აქ?
-მე არავის გამოვუგზავნივარ- დამარცვლით ვთქვი და თვალებში შევხედე.
-როგორ თუ არა- წამოდგა მეფე-შენ ცეცხლის სამეფოდან გადმოხვედი, ზუსტად საღვრიდან და შენ მეუბნები არავის გამოვუგზავნივარო?-მიღრიალა და ჩემს წინ ჩაიმუხლა- შეიძლება მოიტყუო, მაგრამ შენი თმები და თვალები ყოველთვის გაგცემენ ცეცხლის გოგონავ- ცალყბად ჩაიცინა და თმაზე საზარლად ცივი ხელი ჩამომისვა.
მე მათ ვერ დავაჯერებდი, რომ ამ უცნაურ სამყაროდან არ ვიყავი. ალბათ გიჟად შემრაცხავდნენ და მომკლავდნენ. ყველაფერი უნდა მეღონა, რომ გადავრჩენილიყავი. სანამ მეფე ჩაცუცქული მაკვირდებოდა ზიზღით, აზრი მომივიდა, რომ გამეთამაშებინა , თითქოს ყველაფერი დამავიწყდა , როცა ჩემს სხეულში ძლიერი ელექტრო ენერგია შეუშვეს. იქნებ გამოუსადეგარი ,არაფრის მცოდნე გოგო აღარ დასჭირდეთ და გავეშვი. შემდეგ რამეს მოვიფიქრებ და აქედან გავაღწევ. მთავარია ამ სასტიკად ცივ ხალხს გავეყარო, დანარჩენსაც ეშველება.
-მეე..- თავი დავხარე მეტი დრამატულობისთვის- ისიც კი არ ვიცი რა მქვია და თქვენ ან იმ ცეცლის ქვეყანას საიდან უნდა ვიცნობდე- წამოვიძახე და ცრემლიანი თვალებით შევხედე ბიჭს- მე ის არ ვარ, ვინც თქვენ გამოგადგებათ, ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ , რომელსაც არც წარსული ახსოვს და არც აწმყო. მე უბრალოდ მინდა გადავრჩე. გამიშვით იქ, საიდანაც მოვედი, გთხოვთ- შევევედრე და ავტირდი.
გავიგე როგორ ადგა მეფე. ჩუმად ავხედე და დავინახე, ის მაღალ მცველს შეშინებული შესქცეროდა, თითქოს მისგან დახმარებას ითხოვდა.
-სებასტიანმა რომ გაიგოს ,ჩათვალე ყველას თავები გვაქვს წაცლილი- ხმადაბლა უთხრა მცველს.
-აშკარად შოკის მიღების დროს მეხსიერება დაკარგა-და მცველმა მე გამომხედა- მისი ორგანიზმი ძალიან სუსტია და ვერ გაუძლო ძალას. არადა პირიქით მსმენია, ცეცხლის ხალხში ყველაზე ძლიერები ქალები არიანო...-მრავლის მთქმელად მიყურებდა...
-არ მაინტერესებს ვინაა. ეს ამბავი ცეცხლის სამეფომდე არ უნდა მივიდეს თორემ შენც ძალიან კარგად იცი რაც მოხდება, ჯინ!- შემდეგ მეფე მე მომიტრიალდა:
-თუ შენი ვინაობა არ გახსოვს ,მე შეგახსენებ ალქაჯო. შენ ლაილა გქვია, ეს შენი ჩანაწერებიდან გაარკვია ჯინმა, რომელიც ჩანთაში გედო.ახლა ყინულის სამეფოში მოხვდი, პირდაპირ ცეცხლის სამეფოს საზღვირდან. ამ ქვეყანას მეფე მართავს, რომელსაც სებასტიანი ჰქვია. მე, უილიამი ვარ. 7 ლორდიდან ერთ-ერთი,ვინც ამ ქალაქის, სტამინას მმართველია. ეს კი ჯინია, ის ჩემი მთავარი მრჩეველია და შეიძლება ითქვას კიდევაც, რომ ის უფრო ლორდია, ვიდრე მე, მაგრამ ტახტი და გვირგვინი ვის ადგას ,შენს ძან კარგადაც ხედავ- თეთრი კბილები დამანახა და შემდეგ კი ჯინს მხიარული სახით გახედა, რაზეც ჯინის მკვლელი მზერა დაიმსახურა.
-მართალია ცეცხლის სამყაროდან ხარ, მაგრამ მეფის გარეშე ვერც მოგკლავთ და ვერც გაგასამართლებთ. მანამ სანამ მეფე ამ ამბავს გაიგებს, აქ უნდა დარჩე. ახლა კი ჯინი წაგიყვანს და ამიერიდან ის შენი პირადი მცველის როლს შეასრულებს- მხრებში ცივი ხელები მომიჭირა და ამაყენა, ჯინს მიუბრუნდა- ეს ბორკილები მოხსენი, არ მგონია ამნეზიის შემდეგ რამე ძალა დარჩენოდეს, თან მის კუნთებს სულ ელექტრო ენეგრია დაპატრონებია. ლოგიკურად ისედაც გათიშული ექნება ძალები.შეხვედრამდე ცეცხლოვანო გოგონავ- თვალი ჩამიკრა და ჯინმა დარბაზი დამატოვებინა.
მთავარია გადავრჩი. სიცოცხლე უფრო გამიხანგრძლივდა. თუმცა მეფესთან შეხვედრა, რომლისაც თვით თავისიანებსაც კი ეშინოდათ, წინ იყო.მანამდე კი ჯინისგან რა შეიძლება მეტი უნდა გამეგო, იქნებ აქედან დაღწევაშიც კი დამხმარებოდა.

𝘈 𝘴𝘰𝘯𝘨 𝘰𝘧 𝘪𝘤𝘦 𝘢𝘯𝘥 𝘧𝘪𝘳𝘦 (დასრულებული)Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin