17. თითქმის გარკვევა.

Start from the beginning
                                    

- ასე რომ ჩემო პატარა, ცუდი ფიქრები მოიცილე თავიდან და დატკბი შენი ალფით. მას დიდი ხანია ვიცნობთ მე და ჰოსოკი, ძალიან თბილი, საყვარელი და მოსიყვარულე ალფაა. სიმართლე გითხრა მთვრალი ბევრჯერ მოსულა ჩვენთან, სულ შენზე ლაპარაკობდა. იმაზე თუ რა ლამაზი სახე გქონდა, როგორი ტკბილი ტუჩები.,- თეჰიონს ეღიმება ჯიმინის რეაქციებზე.- ჯიმინა, კარგად დაფიქრდი, ის შენი ჭეშმარიტია. შენი ალფა. ხომ იცი რომ რაც არ უნდა მოხდეს, არასდროს გატკენს. ისეთი თბილია, სამყაროს გაჩუქებს. იყავი მასთან ბედნიერი, კარგად დაფიქრდი და მოიცილე თავიდან ცუდი ფიქრები. აი მაშინ მიხვდები ყველაფერს. თავიდან ამოიგდე ის აზრი რომ არ გინდა მასთან ყოფნა, შენც და მეც ძალიან კარგად ვიცით რომ ნამჯუნი ერთადერთია, ვისთან ერთადაც გინდა იყო.

თეჰიონი გრძელ თითებს ლოყებზე ჰკიდებს და უწელავს. ჯიმინი კი იცინის.

- შენ და ჰოსოკი ძალიან კარგები ხართ, მას ჯერ არ ვიცნობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ისეთი იქნება როგორიც შენ. საუკეთესო წყვილი ხართ და მიხარია რომ ერთმანეთი იპოვეთ და ერთად ხართ, მაგრამ იცოდე, კიდევ რაიმე რომ მოხდეს, მე ჰოსოკის მხარეს ვიქნები,- იკრიჭება ჯიმინი და სწორდება. თეჰიონის ხელი მხარზე ხვდება.

- რანაირი მეგობარი ხარ? ასე უნდა ჩემი გვერდში დგომა?- წიკვინებს ომეგა, ამ დროს იღება ოთახის კარი და შიგნით ორი ახოვანი ალფა შემოდის. ომეგები გადიდებულ თვალებით აკვირდებიან მამაკაცებს.

- როგორი სიმპატიურები არიან,- ლუღლუღებს კიმი და საკუთარ ალფას თვალს ვერ წყვეტს, შემდეგ გონზე მოდის და მზერას ჯიმინისკენ აპარებს, ის თვალდაუხამხამებლად უყურებს ნამჯუნს, რომელიც ჰოსოკთან ლაპარაკობს.

- რა ხდება?- კითხულობს ის და სავარძელზე ჯდება. - ჯიმინ, კარგად ხარ?

მისკენ იწევა და ხელს ხელზე ადებს. ჯიმინი ფხიზლდება, თავს აქნევს და სასმელს იღებს მაგიდიდან.

- რას აკეთებდით? რაზე საუბრობდით? იქნებ ჩვენს აქ არ ყოფნაში ალფებს ჭორავდით?- წარბაწევით კითხულობს ჰოსოკი და თეჰიონს მოჭუტული თვალებით უყურებს.

- რა სისულელეა, საყვარელო. ხომ იცი, ჩვენ, ომეგებს უამრავი თემა გვაქვს განსახილველი. ასე რომ ამას ჩვენს საიდუმლოდ დავტოვებ,- ჯიმინს თვალს უკრავს და ისიც მხიარულად იცინის. ნამჯუნი მის სახეს არ აცილებს თვალს.

- აბა, გავიგე ხვალ მიფრინავთ, როგორ გინდა გადაღლილებმა დრო გზაში გაატაროთ?- შეწუხებული უბრუნდება ნამჯუნს.

- შუადღეს გვაქვს ფრენა, ასე რომ გზაშიც მოვასწრებთ დასვენებას, ხომ ასეა?- კითხულობს ნამჯუნი და ჯიმინს უბრუნდება.

- ხო, რა თქმა უნდა. აქ ყოფნა კარგია, მაგრამ სახლი მომენატრა,- უხერხულად იღიმის და პატარა თითებით ჭიქას ატრიალებს.

თითქმის ერთი საათი ერთად გაატარეს, ბევრი იცინეს, ჰოსოკის უცნაურ ხუმრობებს მოუსმინეს, ნამჯუნის უხერხულ მომენტებს. პაკი მუდამ ღიმილიანი სახით იჯდა, ხანდახან თეჰიონს რაღაცას უჩურჩულებდა, რაზეც ჰოსოკი მუდარით სთხოვდა ომეგას რომ გაემხილა, მაგრამ კიმი არაფრის დიდებით იღებდა ხმას. შემდეგ ჯიმინს მიადგებპდა ხოლმე და ეტყოდა რომ ისინიც მეგობრები იყვნენ და შეეძლო მისთვისაც ეთქვა ყველაფერი, მაგრამ პაკიც უარზე იდგა. ნამჯუნი კი მთელი ღამის განმავლობაში ჯიმინს შეისწავლიდა, მის ლამაზ სახეს, ღიმილის დროს მის ტუჩებს აკვირდებიდა, მის დიდ რბილ ლოყებს და გიჟდებიდა მათზე.

~ ~ ~*~*~ ~ ~
ხვალ თუ მოვახერხე, დავდებ🤓

REVENGE - MinJoonWhere stories live. Discover now