14. შემიყვარე, ჯიმინ.

Start from the beginning
                                    

- ნამჯუნ?- პანიკდება და სააბაზანოში შედის, იქაც არავინაა. ჯიმინი სახეზე სისხლი აწვება, თვალები ემღვრევა. ნუთუ ამჯერად ნამჯუნი წავიდა და ის მიატოვა. ნომერი ცარიელია ნამჯუნი არსადაა. ჯიმინს ნერვები აღარ ჰყოფნის, ცოტაც და ხმამაღლა დაიწყებს ტირილს, საერთოდ ვერ ხვდება რატომ ხდება ეს, რატომ ემსგავსება ნამჯუნის გარეშე პატარა ბავშვს. რატომ მოსწონს მასთან ყოფნა, მისი ჩახუტება, კოცნა ან მოფერება. ჯიმინი მისაღებში დივნის გვერდით იკეცება. თვალებიდან ცრემლების კიდევ ერთი ნაკადი სცვივა. თავს დივნის სახელურს ადებს და ბოლო ხმაზე ქვითინებს. - დაბრუნდი, გთხოვ.

ლუღლუღებს, მაგრამ ნამჯუნი კვლავ არ შედის. ალფა გარეთ კარებს არის ატუზული და ისმენს ჯიმინის გამოწვეულ ხმაურს, მის ტირილს და ხვეწნას. ის ალფას ითხოვს, მაგრამ ნამჯუნი რატომღაც მაინც არ მიდის. გული ეკუმშება მისი ხმამაღალი ტირილის მოსმენისას.  მეტის მოთემანა არ შეუძლია, მაგრამ მაინც რატომღაც გაშეშებული დგას ადგილზე, თითქოს მოძრაობის უნარი დაკარგა.

- ნამჯუნ,- ჩურჩულებს ჯიმინი.

ალფა აღარ იცდის, კარს ხმაურიანად აღებს. ომეგა ხმის გაგებისას ფეხზე ხტება და მაშინვე შემოსასვლელში გარბის. დაწითლებული თვალებით შეჰყურებს ნამჯუნს, რომელსაც სახეზე უცნაური ემოცია აქვს გამოსახული. ჯიმინი აღარ აყოვნებს მთელი ძალით ეკვრის და ხელებს ძლიერ უჭერს წელზე. ნამჯუნი სითბოს გრძნობს, გონება ერევა, აღარაფერი სურს გარდა ჯიმინისა. თავში მხოლოდ ის უტრიალებს. ფეხსაცემლს იძრობს, პაკს ხელში იყვანს და მისაღებში დივანზე თავსდება. ჯიმინს ხელს არ უშვებს, კალთაში ისვამს. ომეგა ცრემლიან სახეს მის კისერში მალავს. ხელებს კი მაინც ძლიერად ხვევს წელზე.

- რატომ ტირი, ჯიმინ,- კითხულობს ნამჯუნი პასუხოს მოლოდინში, მაგრამ პასუხი თავადაც იცის.

- სად იყავი?- კითხულობს სლუკუნით, თავს მაღლა მაინც არ წევს. ნამჯუნს გულს უკლავს მისი ასეთი ხმა.

REVENGE - MinJoonWhere stories live. Discover now