10. შენი სურნელი, გამაგიჟებელია.

Start from the beginning
                                    

გაღებულ კარებს კეტავს. საკეტსაც ატრიალებს, შემდეგ კი დაბინდული თვალებით მიიწევს ჯიმინისკენ. პაკს ფეხსაცმელები გაეძრო, ხელით კი ცდილობდა მაისური გაეძრო, რადგან სიცხისგან უკვე ოფლად იღვრებოდა. ნამჯუნი ცალ მუხლს დებს საწოლზე, შემდეგ კი პაკისკენ იწევა და მისი თავის გვერდით ალაგებს ხელებს.

- არ გავჩერდები, ვერ შევძლებ,- ლუღლუღებს ომეგის გასაგებად.

- არ მსურს შენი შეჩერება,- ჩურჩულებს ჯიმინი და კოცნის ინიციატივას საკუთარ თავზე იღებს.

კოცნა ნელია, მაგრამ ვნებიანი. ჯიმინის ტუჩები ცხელია და სველი. ნამჯუნი სწრაფად ხვევს ხელებს ომეგის წვრილ წელს და საწოლზე აკრავს. კოცნას წყვეტს, თითებით ეფერება ფუმფულა ლოყებზე და სურვილით ანთებულ თვალებში უყურებს.

ალფა სასოწარკვეთილი აწყდება ჯიმინის ტუჩებს. თითებით მისი მაისურის ქვეშ მიძვრება და ნაზ კანზე წრეებს ხაზავს. ჯიმინი ღრმად სუნთქავს, პატარა თითებში იქცევს ალფის ზედას და მაგრად უჭერს ხელს.

ნამჯუნი ჯიმინის მაისურს წამებში ხევს და პაკის სხეულს აშორებს. ალფას ეშინია რომ ომეგა გადაიფიქრებს, ბოლო წამს ხელს კრავს, ამიტომ რაც შეიძლება ბევრს კოცნას უტოვებს სხეულზე.

ჯიმინს ხმამაღლა ეცინება. როცა ალფის თითები მის თეძოს ეხვევა, საწოლზე იკლაკნება და თვალებს ხუჭავს.

- მეღიტინება,- სიცილით ამბობს. ნამჯუნი მუცელზე ადებს თავს, ჭიპის გარჩემო პატარა კოცნებს უტოვებს, თან ომეგას სიცილით ტკბება.

- ნამჯუნ,- ჯიმინი სიცილს წყვეტს და ჩუმი, მიმწყდარი ხმით ეძახის ალფას. კიმის გული წარმოუდგენელი სიჩქარით იწყებს ფეთქვას. შუბლზე ჩამოფარებული თმებიდან უმზერს ლოყებ აწითლებულ პაკს, ზევით იწევა და ლავიწთან კოცნის.

- გაიხადე, გთხოვ,- ჩურჩულებს ჯიმინი და საწოლზე ჯდება, ხელებს კისერზე ხვევს ნამჯუნს და ღრმად ისუნთქავს მეწყვილის მძაფს სურნელს.

REVENGE - MinJoonWhere stories live. Discover now