თავი 6

1.8K 108 73
                                    

- ჩემთან ერთად ბანაობა თუ გინდოდა გეთქვა *სიცილი*
- იდიოტო რეებს ბოდავ ვერ შევამჩნიე აქ თუ იყავი ფეხი ამიცურდა და ჩავარდი
- და ადგომას არ აპირებ? თუ მოგწონს? - ხელი წელზე მომხვია მე კი უხეშად მოვიშორე და ზემოთ ამოვხტი. გარეთ გამოვედი და გამოვიცვალე ახლა თმების გაშრობას შევუდექი და მალე გამიშრა რადგან პატარა თმები მაქვს. ჯანქუქიც გამოვიდა წელს ქვემოთ პირსახოცი ქონდა მოფარებული. ღმერთო რამაგარი სხეულია. ზედ მივაშტერტი და როცა ამას მივხვდი თვალი ავარიდე.
- მინა დღეს საყიდლებზე მივდივართ
- რატო?
- ხვალისთვის რაღაცეები უნდა ვიყიდოთ
- ხვალ რახდება? - როგორც ჩანს ცუდი კითხვა დავსვი რადგან ჯანქუქს სახე შეეცვალა
- ხვალ ჩვენი ქორწილია. წადი ნორმალურად ჩაიცვი და წავედით
- კარგი - შავი კაბა და თეთრი ბოტასები ავიღე მალევე ჩავიცვი და აბაზანიდან გამოვედი. ჯანქუქმა ამათვალიერა.

- ეს არ ვარგა სხვა რამე ჩაიცვი
- არა
- მინა სხვა რამე ჩაიცვი
- არა!
- ეს ძალიან მოკლეა! სხვა მეთქი!
- არათქო
- მე შენ განახებ ერთი დღეც და.....
- წავედით უჟმურო
ამ იდიოტ ჯანქუქს გონია მის ჭკუაზე ვივლი მაგრამ ძალიან ცდება. ახლა უდიდეს მოლში მომიყვანა სადაც საქორწინო კაბა და სმოკინგი უნდა შევიძინოთ. ჩვენ მხოლოდ ეს გვევალება დანარჩენ საქმეებს მშობლები აგვარებენ.
- ეს კაბა მოისინჯე - ხელით მიჩვენა რაღაც დებილური კაბაზე
- ეგ საზიზღრობააა
- არა ჩაიცვი - მიბრძანა უფროსმა და ამ დებილური კაბით შემაგდო გასახდელში. რამდენიმე წუთში გამოვედი. ჯანქუქს სახეზე შეეტყო რომ არ მოეწონა მაგრამ ჯანქუქი რის ჯანქუქია თავი თუარ დაიძვრინა.

- მპპპ....... კაბა ძალიან ლამაზია მაგრამ შენ საერთოდ არ უხდები
- იქნებ ეს გეცადათ? ქალბატონს ძალიან მოუხდება - თვალების ჟუჟუნით უთხრა კონსულტატმა ჯანქუქს
- გოგონა მართალია მიდი ეს ჩაიცვი მინა - კაბა მომცეს მეც შიგნით შევედი და როცა სარკეში ჩავიხედე მართლა ძალიან მომეწონა. კიდევ დიდხანს ვუყურებდი ჩემს თავს გაღიმებული სანამ იმ ტირანის ხმა არ გავიგე.
- მინა აღარ გამოხვალ?
- ხო ახლავე - კარები გავაღე და ულამაზესი თეთრი კაბით ჯანქუქისკენ წავედი.

იძულებითი ქორწინება (დასრულებული) Where stories live. Discover now