3. მტანჯავ, მტკენ, ძალიან მტკენ.

Start from the beginning
                                    

- ძალიან კარგი იყავი, ცოტაც მოითმინე და სახლში წაგიყვან,- ოდნავ უღიმის და შუბლზე ჩამოყრილ თმებს უკან უწევს, პაკს მზერა ნამჯუნის თვალებიდან გვერდით გადააქვს, სახეს უხეშად წევს და შამპანურით სავსე ჭიქას ხელს ავლებს, შემდეგ კი ერთი ამოსუნთქვით ცლის.

- მოსალოცად გქონიათ საქმე, ბატონო კიმ,- უახლოვდება მაგიდას ჩაო, რომელიც ნამჯუნის მოწინავე კომპანიის ერთ - ერთი წარმომადგენელია. ხელში შამპანურის ჭიქით, საზიზღარი ღიმილით და მზერით, რომლითაც ჯიმინის სხეულს ათვალიერებს თავიდან ბოლომდე.

- საღამომშვიდობის, ჩაო,- უღიმის ნამჯუნი, შემდეგ კი მზერა ჯიმინზე გადააქვს, რომელიც იშმუშნება და პატარა ნაჭუჭში იმალება. - ვისურვებდი რომ მოგეცილებინა ეგ შენი დამპალი მზერა ჩემი მეუღლისთვის. სხვა შემთხვევაში შენს თვალებს, შენივე ჭიქაში ვაცურავებ,- ცრის კბილებში, მაგრამ ჩაოს წამითაც არ ეცვლება ღიმილიანი სახე. ჭიქას ოდნავ წევს ჰაერში.

- ბედნიერი შეუღლება, კიმ,- მაშინვე სცილდება მაგიდას, ნამჯუნი კი ჯიმინს უტრიალდება, რომელიც თავის პატარა, ბოტოტა თითებს დაჰყურებს.

- შეგეძლო უბრალოდ აგერიდებინა ჩემთვის ეს ყველაფერი. შეგეძლო უბრალოდ გაგეშვი. ასე მტანჯავ, მტკენ, ძალიან მტკენ,- გატეხილი ხმით იწყებს საუბარს ჯიმინი. ნამჯუნი კი მოყუდებულ ჭიქას ადგილზე აბრუნებს.

- შენ თუ წახვალ, მე მოვკვდები. მირჩევნია თავად დაიტანჯო, ვიდრე მე მოვკვდე და შენ სხვის ხელში აღმოჩნდე. დადგება დრო, აუცილებლად, როდესაც შენგან სხვა სიტყვებს მოვისმენ. თბილს, სიყვარულით სავსეს, მე კი მოთმინებით დაგელოდები,- იღიმის და ამჯერად ყურადღება სტუმრებზე გადააქვს. ჯიმინი აღარაფერს ამბობს, ხვდება, აზრი არ აქვს. ნამჯუნი კი დაიღალა იმის ახსნით თუ რას გრძნობს მის მიმართ.

ჯიმინი მთელი საღამო ჩუმად ზის, მობეზრებული აკვირდება ომეგებს, რომლებიც ბედნიერი სახით უმშვენებენ გვერდს თავიანთ ალფებს. ბრაზისგან ჭიქას ხელს იმდენად უჭერს, ჭურჭელი იბზარება. ცოფების ყრით დგება ფეხზე და საპირფარეშოში გადის.

REVENGE - MinJoonWhere stories live. Discover now