2. შენ ერთი გზა გაქვს, ჯიმინ.

1.2K 127 28
                                    

კიმ ნამჯუნის სახლში დილიდან არეულობაა, ისევე როგორც პაკ ჯიმინის თავში. მთელი დღე ოთახში ზის გამოკეტილი, თავს ვიზაჟისტები დასტრიალებენ და საქორწილოდ ამზადებენ. ცალკე მაკიაჟი, ცალკე თმა, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ჯიმინს ყველაფერი ეზიზღება. მეტის ატანა აღარ სურს, არ მოსწონს როგორ დაჰფოფინებს ეს ხალხი თავზე, თვალებიდან ნაპერწკლებს ყრის. კბილებს იმდენად აჭერს ერთმანეთს, ცოტაც და ალბათ ჩაემტვრევა. ხელებს მუშტავს და ყელში ამოსული ხმამაღლა ყვირის. მაგიდაზე დაწყობილ კოსმეტიკის საშუალებებს, ერთი ხელის მოსმით იატაკზე ყრის და ფეხზე გაცოფებული ხტება. ომეგები შიშისგან ხტებიან და რამდენიმე ნაბიჯით უკან იხევენ. არ მოელოდნენ უეცარ აფეთქებას. ერთ - ერთი ომეგა ნამჯუნის დასაძახებლად გარბის ჯიმინისგან მალულად. პაკი კი გაცხოველებულ მზერას ავლებს ყველას.

- გაეთრიეთ,- ცრის კბილებში და ცდილობს ყველას მზერა აარიდოს, რადგან იცის, საშინელებას ჩაიდენს თუ თავს არ მოთოკავს.    - გითხარით გაეთრიეთ - მეთქი.

ამჯერად ყვირის და კარებისკენ იშვერს თითს. ქვედა ყბა უკანკალებს, თვალები ცრემლით აქვს სავსე აქამდე ითმენდა, მაგრამ ახლა აღარ შეუძლია, ხელს დაბლა უშვებს. რა მოიმოქმედოს, რით უშველოს საკუთარ თავს არ იცის. იმ წუთას ოთახში ნამჯუნი შემოდის, მის მზერაზე ომეგები თავს ხრიან და გარეთ გადიან. ალფა მშვიდი გამომეტყველებით ათვალიერებს განადგურებული ოთახის ერთ ნაწილს, შემდეგ კი მზერა ჯიმინზე გადააქვს, რომლის სახეც ლამაზადაა მოხატული, მაგრამ თავად ჯიმინი, უკვე მეორედ, აფეთქების პირასაა.

- რა ისტერიკებს აწყობ, ჯიმინ?- მშვიდად კითხულობს, ხელებს იჯვარედინებს და კედელს ეყრდნობა. პაკს კი სისხლი სახეზე აწვება, ახლავე გაგლეჯდა ნამჯუნს ამის ძალა რომ ჰქონდეს.

- მეზიზღებიან ყველანი, შენც მეზიზღები. რა კონცერტებს მიწყობ? ქორწილი? არა და არ გიფიქრია იმაზე რომ ქორწილიდან შეიძლება გავიქცე? - ოფლიან სახეს კოსტუმის მაჯით იწმენდს. - არ გიფიქრია იმაზე რომ სახალხოდ შეგარცხვენ? მე დასაკარგი აღარაფერი მაქვს, აი შენ კი - ძალიან ბევრი.

REVENGE - MinJoonWhere stories live. Discover now