16 თავი

602 65 76
                                    

- გიპოვე
- ღმერთო შუგა შენ ხარ? კარგად ხარ?
- კი კი წამოდი სწრაფად აქედან უნა გავიქცეთ.
- შუგა დაჭრილი ხარ.
- არაუშავს პატარა ნაკაწრია.
- არა მოიცადე. ჩემი მაისურის ბოლო ჩამოვიხიე და მკლავი შევუხვიე.
- მიყვარხარ. მითხრა და მაკოცა.
- წავიდეთ სანამ მოგვაგნო. ვუთხარი და გავიქეცით. სადამდეც შეგვეძლო ორივე მივრბოდით. ბოლოს გზაზე გამოვედით.
- შუგა ძალიან დავიღალე. მეტი აღარ შემიძლია.
- სადმე მანქანა უნდა გავაჩეროთ.
შუგამ ერთ მანქანას ხელი დაუქნია და საბედნიეროდ გააჩერა.
- უკაცრავად შეგიძლიათ პოლიციის განყოფილებაში წაგვიყვანოთ?
- რა ხდება. უეცრად გასროლის ხმა გაისმა და კაცი ადგილზე მოკვდა. უკან გავიხედეთ და მანქანით ის კაცი მოგვსდევდა.
- ჯანდაბა შუგა რა ვქნათ. შუგამ კაცის გვამი გადმოაგდო და საჭესთან დაჯდა.
- რას ელოდები სწრაფად ჩაჯექი. მალევე ჩავჯექი და გავგაზეთ.
ის კაცი ტყვიებს ისვრიდა. მე კიდე თავი მქონდა ჩაღუნული. შუგა მთელი სისწრაფით ატარებდა მანქანას. უეცრად დავინახე რომ მანქანა აღარ მოგვსდევდა
- შუგა მგონი აღარ მოგვსდევს
- რაღაც არამგონია, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიდეთ განყოფილებაში.
ამ დროს მანქანა წინ გადაგვეღობა და გადავტრიალდით, ძლივს შევიკავე თავი რომ რამე არ მიმერტყა.
მანქანამ გადაბრუნება შეწყვიტა და უკუღმა გაჩერდა. შუგას გონება ჰქონდა დაკარგული. მანქანიდან გადმოვედი და ძლივს გადმოვიყვანე და ასფალტზე დავაწვინე.
- შუგა, შიგა საყვარელო გთხოვ თვალები გაახილე, გონს მოდი ჩემო ანგელოზო.
- მ..მია
- აი ასე კარგია, მიდი თვალები გაახილე. მისი კეფა სულ სისხლიანი იყო.
ამ დროს ჩემს წინ ის კაცი დადგა იარაღით ხელში.
- გთხოვ არ გვესროლო.
- უკანასკნელი სიტყვები
- გთხოვთ. ცრემლები წამომივიდა და შევეხვეწე. უეცრად გასროლის ხმა გაისმა და წამოვიყვირე.
ის კაცი პირდაპირ ჩემს წინ დაეცა. უკან კი ბიჭები იდგნენ.
- თქვენ აქ საიდან როგორ გვიპოვეთ? ვკითხე მათ
- მოდი ჯერ შუგა საავადმყოფოში წავიყვანოთ და ყველაფერს მერე მოგიყვები. მითხრა ქუქიმ და იმ კაცისკენ დაიძრა რომელიც მხარში იყო დაჭრილი. თოკებით დააბეს და საბარგულში ჩასვეს, შუგა კიდევ ჩემთან ერთად მანქანაში დააწვინეს.
მალევე საავადმყოფოში მივედით და ექიმმა შუგა გასინჯა.
- ექიმო იქნებ გვითხრათ როგორ არის?
- თავი აქვს დაზიანებული, შესაძლოა ამნეზიაც სჭირდეს, გონზე მოსვლას უნდა დაველოდოთ.
- აიშ ჯანდაბა, მას რომ რამე მოუვიდეს ვერ გადავიტან.
- ჰეი დამშვიდდი კარგი, იუნგი კარგად იქნება. მაწყნარებდა ჯიმინი
- მას რა უქენით?
- ის ბიჭებმა განყოფილებაში წაიყვანეს და ალბათ სამუდამო პატიმრობაში მიუსჯიან.
- მან ყველაფრისთვის უნდა აგოს პასუხი.
- შენ არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება.
- უკაცრავად მია თქვენ ბრძანდებით? მეკითხება ექთანი.
- დ..დიახ რა ხდება?
- პაციენტმა გაიღვიძა და თქვენ გკითხულობთ. პალატაში შევედი და შუგა დავინახე რომელსაც სახეზე ფერი აღარ ედო და კანკალებდა.
- შუგა საყვარელო კარგად ხარ?
- მმ..მია გთხოვ მიშველე ის მომკლავს
- ვ..ვინ, ვინ უნდა მოგკლას
- მია გთხოვ დამეხმარე, მიაააა დაიწყო ყვირილი და ექიმს დავუძახე.
- არა, არ მომეკაროთ გასწიეთ ხელები. ყვიროდა და ვერ აკავებდნენ. მეც ვტიროდი მისი შემხედვარე.
ვეღარ გავუძელი და ყველა გავყარე. შუგასთან მივედი და ჩავეხუტე.
- მია, მია გთხოვ უთხარი არ მომეკარონ.
- დამშვიდდი, მე შენთან ვარ, ნუ გეშინია. ზურგზე ვეფერებოდი და ნერ ნელა დავაწვინე.
ექიმმა კი დამამშვიდებელი გაუკეთა და მალევე დაეძინა.
- ექიმო სასწრაფოდ ამიხსენით რა სჭირს
- როგორც ჩანს ბავშვობაში დიდი სტრესი და ტკივილი გადაიტანა. ახლა კი მასზე იმოქმედა.
- და როდის გაივლის.
- ზუსტი დრო არავინ იცის, ამის დაძლევაში თქვენ უნდა დაეხმაროთ.
- და რა სტრესზეა საერთოდ საუბარი?
- მია ის თავისი მშობლების სიკვდილს შეესწრო. ჩაერთო ჯიმინიც საუბარში.
- ღმერთო ჩემო. ახლა რა უნდა ვქნათ?
- ღამე კოშმარები შეაწუხებს, ნუ გაახსენებთ წარსულს, შეიძლება ამან უფრო იმოქმედოს.
შეიძლება მისი გონება იმდენად დაბინდდეს რომ მოკვლის სურვილიც გაუჩნდეს, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ, შეინახეთ ყველა ბასრი ნივთი.
- დიდი მადლობა და როდის გაწერთ?
- ამ დროს ყველაზე უკეთესია ნაცნობ გარემოში ყოფნა, ეცადეთ მარტო არ დატოვოთ. გონს მოვა თუ არა მისი წაყვანა შეგეძლებათ.
- კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ექიმო.
მე და ჯიმინი პალატიდან გამოვედით.
- მია წამოდი სახლში წაგიყვან დაისვენებ.
- არა ჯიმინ ვერ წამოვალ, მე ახლა მასთან უნდა ვიყო.
- ვიცი რომ დაიღალე, თან საჭმელიც არ გექნება ნაჭამი, შხაპიც უნდა მიიღო.
- აიშ მართალი ხარ მაგრამ მან რომ გაიღვიძოს
- ნუ ნერვიულობ, ის ახლა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა, სანამ გაიღვიძებს იქამდე ყველაფერს მოასწრებ, თან დამამშვიდებელიც დიდხანს მოქმედებს.
- კარგი, კარგი ამჯერად დაგიჯერებ. თან შუგასაც წამოვუღებ ტანსაცმელებს.
მე და ჯიმინი სახლში წავედით, შხაპი მივიღე მოვემზადე და მისაღებში გავედი.
- კარგ დროს მოხვედი რამიონი გავაკეთე ნუ დიდი არაფერია მაგრამ არ მოიწამლები.
- მადლობა ჯიმინ რომ ასე ზრუნავ ჩემზე, ბიჭები მალე მოვლენ?
- ქუქი და ჯინი გზაში არიან, დანარჩენებს რაღაც საქმეები გამოუნდათ.
- კარგი შეგვიძლია წავიდეთ მაშინ. შუგას ტანსაცმელები ჩანთაში ჩავდე და საავადმყოფოში წავედით. შუგაც გონზე მოსულიყო და დაღონებული იყურებოდა ფანჯარაში.
როდესაც დამინახა სახე გაუბრწყინდა.
- მია სად იყავი? გთხოვ აქედან გამიყვანე
- დამშვიდდი, ტანსაცმელები მოგიტანე, ჩაიცვი და წავიდეთ.
- თავი მტკივა
- ექიმმა წამალი გაგიკეთა ამიტომ არ ინერვიულო აღარ აგტკივდება. მიდი ახლა ჩაიცვი, ბიჭები გველოდებიან სახლში.
შუგამ მალევე ჩაიცვა და საავადმყოფოდან გამოვედით. მანქანაში შუგას ჩემს მხარზე ჩაეძინა.
სახლში რომ მივედით, ძალიან მოთენთილები ვიყავით ამიტომ დასაძინებლად გავემზადეთ.
- მია ხომ ჩემთან იქნები?
- კი ჩემო ანგელოზო სულ შენთან ვიქნები.
- გთხოვ არ დამტოვო. მითხრა და ჩამეხუტა.
- არასდროს დაგტოვებ მარტო.
ვაიმეეე ძლივს დავწერე რასაც ქვია. ვიციიი ვიცი რომ მოსაკლავი ვარ ამიტომ კომენტარებში მუქარებს და ლანძღვების შემცველი კომენტარების ნახვა არ გამიკვირდება, რადგან ბოლო თავები დარჩაა ყოველ ახალ თავს მინიმუმ 15 ვოუთზე მაინც დავდებ.


ANGELWhere stories live. Discover now