1 თავი

1.6K 109 11
                                    

(მია)
არ ვიცი რატომ ვცოცხლობ, რისთვის გავჩნდი. გამოუსადეგარი ვარ, არავის ვუყვარვარ, ყელში ამამომივიდა ყველაფერი. მეგობრები მყავს მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს არ ვჭირდები, ფეხებზე ვკიდივარ. დედამ თავი მოიკლა და თავისი ვალები მე დამიტოვა, მამა კი მექალთანეა. მეც არ ვგავარ სხვა ჩვეულებრივ ადამიანებს. სიგარეტს ვეწევი, კლუბებში დავდივარ, ნარკოტიკებს არ ვიკეთებ მაგრამ მინდა ვცადო. საერთოდ ყველა ფეხზე მკიდია.
აივანზე ვდგავარ და მთელს ქალაქს შევყურებ. სიგარეტს ვეწევი. მალე ესეც მთავრდება და ძირს ვადებ. თვალები ცრემლებით მევსება. ამ დონემდე დავეცი, სანამ 15 წლის ვიყავი უდარდელი ცხოვრება მქონდა. მეგობრებიც მყავდა დედ მამა. ყველაფერი ფერადი იყო მაგრამ ახლა ჩემი გული გაქვავდა.
(იუნგი)
დავიღალე, დავიღალე ამდენი უსამართლობისგან. მაინცდამაინც მე რატომ გამწირა ამისთვის ღმერთმა?
მანქანას მთელი სისწრაფით ვატარებდი და საჭე ვეღარ დავიმორჩილე. კლდეში გადავვარდი და გონება სრულიად დავკარგე. თვალები გავახილე და ირგვლივ სინათლეა. ხმები მესმის ვიღაც მიახლოვდება
- ასეთი ახალგაზრდა არ უნდა მომკვდარიყავი იუნგი
- ვინ ხარ ჩემი სახელი საიდან იცი?
- მე შეგქმენი შენ, მე შევქმენი ადამი და ევა.
- ძალიან სასაცილოა, სად ვარ?
- აქ შენს ბედს განვსჯი. გინდა იცოცხლო?
- არა, მე დედამიწაზე არაფერი გამაჩნია, ყველაფერი დავკარგე. დედა და მამა რისთვის უნდა ვიცოცხლო?
- კარგად დაფიქრდი შენ მოგობრებიც გყავს, რომლებსაც შეუძლიათ მხარში ამოგიდგნენ. ასეთი შანსი მეორეჯერ აღარ გექნება.
- კარგი მინდა რომ ვიცოცხლო
- მაგრამ ერთი პირობით
- რა პირობით
- შენ იცოცხლებ თუ ერთ გოგოს დაეხმარები, ისიც შენსავით განწირულია. თუ მას სწორ გზაზე დააყენებ შენ იცოცხლებ.
- მე თანახმა ვარ. რა ჰქვია მაგ გოგოს?
- ლი მია. შენ მხოლოდ მის გონებაში და მხედველობაში იქნები, როგორც მოჩვენება სული. სხვა ვერ შეძლებს შენს დანახვას. იქნები როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, მაგრამ ვერც დაიძინებ, ვერც შეჭამ და ა.შ.
- ჩემს სხეულს რა დაემართება დედამიწაზე?
- კომაში ჩავარდები მაგრამ თუ შენ პირობას ვერ შეასრულებს მოკვდები.
მითხრა და ისევ დედამიწაზე გავჩნდი ოღონდ ვიღაცის ოთახში. ღმერთო რა საშინელი სუნია. აივანზე გავედი და გოგო დავინახე რომელიც სიგარეტს ეწეოდა. რომ მორჩა თვალები ცრემლებით აევსო უცებ შემობრუნდა და ადგილზე გაქვავდა
- ვინ ხარ? ჩემს სახლში როგორ შემოხვედი?
- დამშვიდდი მე შენი ასე რომ ვთქვათ ანგელოზი ვარ
- წადი გაფრინდი არ მჭირდები
- შენ სულების გჯერა? ან მოჩვენებების?
- არა არ მჯერა, დამიმტკიცე რომ მართლა ანგელოზი ხარ, ან სადაა შენი ფრთები ან ის ოქროს რგოლი?
- გინდა დაგიმტკიცო? ვუთხარი და მის გვერდით არსებული სკამი ერთი ხელის გაქნევით გავწიე.
- არ მჯერა, კარგი მაშინ თუ გამოიცნობ ახლა რას ვიტყვი დავიჯერებ.
- კარგი არაა პრობლემა. გოგონამ გულში ლაპარაკი დაიწყო და მეც მესმოდა
- აბა რა ვთქვი
- რა და ერთი ვიღაც თავხედი უზრდელი ვარ აი რა თქვი ახლაც არ გჯერა?
- კი მჯერა, რატომ მოხვედი?
- უნდა დაგეხმარო, ღმერთმა კიდევ ერთი შანსი მოგცა და უნდა გამოიყენო
- შანსი არაა მე შენ არ დაგემორჩილები, რაც გინდა ის მიქენი. გოგო ოთახში შევიდა
- ამ სუნში არ იხრჩობი? გაანიავე ოთახები, სულ სიგარეტის სუნია
- ჩემი სახელი იცი?
- კი ლი მია. გოგონამ სიგარეტს მოუკიდა და მე ავაცალე
- რას აკეთებ? ახლავე დამიბრუნე
- ეს ჯანმრთელობისთვის ცუდია, იცი რამდენი ადამიანი მოკვდა ამით?
- მერე შენ რა მე ისედაც თავის მოკვლა მინდა, ან საერთოდ რატომ არის ცუდი, დეპრესიის დროს მშველის.
მიას ლეპტოპი ავიღე და ყველაფერი ამოვუგდე რაც მოწევასთან იყო დაკავშირებული
- ხედავ? აი ეს დაგემართება თუ არ შეწყვეტ მოწევას.
- თავი დამანებე რა.
- როგორი ჯიუტი ხარ, ხვალ სკოლაა გაკვეთილი იცი?
- რა შენი საქმეა ან საერთოდ რატომ მაკონტროლებ, წადი და სხვა გაჭირვებულს დაეხმარე
- შენზე უფრო გაჭირვებული არავინაა.
(მია)
ის მართალია. თავი ჩავხარე და სააბაზანოდან შევედი წყალი შევისხი
- არა ეს სიზმარია ახლა გავიღვიძებ და ის აქ არ იქნება, ალბათ ბევრი მოვწიე და მაგის ბრალია. თავი ავწიე და სარკეში ჩავიხედე თვალის დახამხამებაში ის ბიჭი მანდ გაჩნდა
- რა გინდა თავი დამანებე არ შეიძლება?
- არა არ შეიძლება,
- კარგი ვინ ხარ ის მაინც მითხარი
- მინ იუნგი შეგიძლია შუგა დამიძახო
- კარგი შუგა, რომ გითხრა წადი და შენი დახმარების გარეშე გამოვსწორდები მეთქი დამიჯერებ?
- არა რადგან ეს რომ შენით გაგეკეთებინა ახლა გამოსწორებული იქნებოდი.
- მე უნდა დავიძინო და შენ სად დაწვები?
- ასეთ არეულობაში? აბა ახლავე დაალაგე, არ გრცხვენია ოთახი ასეთი დაულაგებელი გაქვს, გოგო ხარ ბოლოს და ბოლოს.
- ვაიმეეეე ახლა ჭკუიდან არ გადამიყვანო
- შენ ჩემი ჭკუიდან გადასვლა არ გინახავს. მითხრა შუგამ და ჩემკენ წამოვიდა
- რას აკეთებ?
- იმას რაც აქამდე უნდა მექნა. მითხრა და ჩემს სხეულს დააკვირდა
- ჯანდაბა კარგი კარგი დავალაგებ. შუგამ კმაყოფილი სახე მიიღო და აკვირდებოდა როგორ ვალაგებდი. როდესაც დავასრულე ლოგინზე დავებერტყე
- მოიცადე სამზარეულოში თეფშებს ვის უტოვებ?
- სერიოზულად, ძალიან მეძინება
- ადექი და მალე გარეცხე. ზოზინით ავდექი და თეფშები გავრეცხე. შემდეგ ლოგინში ჩავწექი და თვალები დავხუჭე მაგრამ ხელები ვიგრძენი შუგა მეხუტებოდა
- რას აკეთებ?
- გეხუტები
- რატომ მეხუტები კარგი რაა ძილი მაინც მაღირსე.
- კარგი კარგი, ხვალ დიდი დღეა ვნახოთ ერთი რას იზამ სკოლაში.
ღმერთო გაძლება მომეცი, რად მინდოდა ეს ახლა. გულში ვამბობდი.
- ნუ წუწუნებ და დაიძინე. ჯანდაბა დამავიწყდა რომ ესმის. თვალები დავხუჭე და დავიძინე.

ჰეით ამ ბექ ბიჩიზ😂😂😂😂😂 რა ვქნა ვერ გავძელი🤷 აბაა რაფერ ხართ? ეს მესამე ფიკია იმედია კარგი გამოვა. მომდევნო თავი როგორც ყოველთვის ვოუთრბის მიხედვით დაიდება, თუ 15 ზე ავა დღესვე დავდებ.
15.03.20

ANGELWhere stories live. Discover now