14 თავი

500 53 13
                                    

(მია)
თვალებს ვახელ და საწოლში ვწევარ, ტანსაცმელიც მაცვია. ალბათ შუგამ ჩამაცვა.
წამოვდექი და თავი აღარ მტკიოდა.
- მია უკვე გაიღვიძე? ძალიან შემაშინე.
- კარგი შუგა დაწყნარდი, ახლა კარგად ვარ ხედავ?
- გული გამისკდა. მაპატიე გთხოვ.
- ნუ მთხოვ პატიებას. რომელი საათია?
- ჯერ შუა დღეა, რამე გინდა?
- კიი ძალიან მშია. ლოგინიდან ავდექი მაგრამ შუგამ გამაჩერა
- მოიცა არ ადგე, მე მოგიტან
- კი მაგრამ
- არა არ ადგე უნდა დაისვენო, ჩემი ბრალია რაც მოხდა და მე ავანაზღაურებ.
- კარგი ხო ოღონდ მალე მოდი. ვეუბნები სიცილით და ისიც მკოცნის და ოთახიდან გადის.
მალევე საჭმლებით ხელში შემოდის
- ამდენი რამის მომზადება საიდან იცი?
- ნუ სახლში როდესაც მარტო ვიყავი მომიწია მესწავლა.
- ძალიან გემრიელია, მოდი შენც ჭამე.
- არა, მე არ მინდა სულ შენია.
- კარგი რაა, მოდი ერთი ლუკმა, იცოდე თუ არ შეჭამ ხმას არ გაგცემ.
- ამ ბოლო დროს ძალიან ჯიუტი გახდი.
- დიახაც, მოდი ახლა ერთად ვჭამოთ
- ეჰ კარგი შენს გაბუტვას კიდევ ჭამა ჯობია. მეუბნება სიცილით. მალევე დავასრულეთ ჭამა და შუგამ ჭურჭლები წაიღო.
წამით დავფიქრდი ჩვენს მომავალზე. ქორწილზე როგორი კაბა მეცმეოდა, ჩვენი ,, პირველი ღამე", შემდეგ ბავშვები. ამ დროს შუგაც შემოდის.
- რაზე ფიქრობდი?
- არა, არაფერი უბრალოდ ჩავფიქრდი.
- გინდა სადმე გავისეირნოთ?
- კიიი, თორემ აღარ შემიძლია სახლში ყოფნა.
- კარგი მაშინ გაემზადე და წავიდეთ. მე მომზადება დავიწყე და მისაღებში გავედი.
- როგორც ყოველთვის ლამაზად გამოიყურები ჩემო ანგელოზო.
- მადლობა. ახლა წავიდეთ თორემ მერე დაღამდებაა.
გარეთ გავედით მზე კაშკაშებდა.
- შუგაა შენთვის არასდროს მითქვამს რომ შავ ფერებში ძალიან სიმპატიური ხარ?
შუგას გაეღიმა, ხელი წელზე მომხვია და მიმიზიდა ახლოს.
- კიდევ ერთხელ გაიმეორე.
- მე ყველაზე სიმპატიური მამაკაცი მყავს მთელ მსოფლიოშიიი. დავიწყე ყვირილი და ხელებიდან დავუსხლტი. გავრბოდი სადამდეც შემეძლო. შუგაც მომსდევდა მაგრამ უეცრად გავჩერდი და ორივე ძირს გავიშხლართეთ.
მისი სუნთქვა სახეზე მეცემოდა.
- ხომ დაგიჭირე.
- ხო დამიჭირე. ვუთხარი სიცილით და ჩვენი ტუჩები შეერთდა. თუმცა მალევე გავწყვიტეთ კოცნა რადგან ვიღაც ქალმა ჩხუბი დაგვიწყო ეგ სახლში ქენითო.
უკვე მოსაღამოვდა და მეც ცოტა შემცივდა.
- შუგაა სახლში არ წავიდეთ?
- შეგცივდა ხო? აი ეს მოიცვი. მითხრა და თავისი ჟაკეტი ჩამაცვა.
- საუკეთესო ხარ. ახლა კი სახლში წავიდეთ.
- კარგი როგორც გინდა.
სახლში მივედით და საჭმელი ვჭამეთ, შემდეგ კი ფილმის ყურება გადავწყვიტეთ.
- შუგა რას უყურებ?
- მაგარი კომედიაა, მოდი ერთად ვუყუროთ. გვერდით მივუჯექი და ყურება დავიწყე, თუმცა ეს ფილმი სულაც არ აღმოჩნდა კომედიური.
- შუგააა კარგი რაა, რატომ მომატყუე? საშინელებებს რა გაყურებინებს არ გეშინია?
- კარგი რა უბრალოდ ფილმია, ნუ გეშინია მე აქ ვარ.
- იდიოტო, მომიშალე ნერვები. რომ არ მიყვარდე კარგად გცემდი.
- მადლობა ღმერთს რომ გიყვარვარ. შუგას ჩავეხუტე და თვალები დავხუჭე, ნამდვილად არ ვაპირებდი ამ საშინელების ყურებას. მალევე მის მკლავებშიც ჩამეძინა.
ცოტა ხანში ვიგრძენი მისი ხელები, ხელში ამიყვანა. თვალები გავახილე და ხელები უფრო მოვხვიე.
- გაგეღვიძა პატარავ?
რატომ მეძახის პატარას? უნდა გული გამიხეთქოს? ღმერთო ალბათ ახლა ჭარხალივით წითელი ვარ. საწოლში ჩამაწვინა და საბანი გადამაფარა. შემდეგ თვითონაც გვერდით მომიწვა და ჩახუტებულებს დაგვეძინა.
დილით რომ გავიღვიძე შუგა აღარ დამხვდა, თაროზე რაღაც ფურცელი ვნახე
მია რაღაც საქმე გამომიჩნდა, დამირეკეს და სასწრაფოდ უნდა წავსულიყავი შენ არ ინერვიულო კარგი? მალე მოვალ.
- ეჰჰ რა გავაკეთო ახლა?
სააბაზანოში შევედი, შხაპი მივიღე და გამოვედი.
გზადაგზა თმებს ვიმშრალებდი და თან ტანსაცმელს ვარჩევდი.
დიდი ხანი ბოდიალის შემდეგ როგორც იქნა მოვემზადე.
- სანამ შუგა მოვა მის საყვარელ კერძებს მოვუმზადებ.
ვთვქვი და სამზარეულოსკენ გავეშურე. ინგრედიენტები გადმოვიღე და მზადებას შევუდექი.
უეცრად რაღაც ხმაურის ხმა მომესმა
- რა ხდება? არის აქ ვინმე?
ხმა რომ არავინ გამცა მისაღებში გავედი მაგრამ არავინ იყო.
უეცრად გუშინდელი ფილმის ნაწყვეტი გამახსენდა.
- შუგა ეს თუ შენ ხარ იცოდე ვერ გადამირჩები.
ხმა ისევ არავინ ამოიღო.
- ღმერთო უკვე მოლანდებებიც დამწეყო. ვთქვი და ისევ მივუბრუნდი ჩემს საქმეს.
გაზი ავანთე და წყლით სავსე ქვაბი დავდგი. უეცრად ისევ მომესმა ხმა. ამჯერად უფრო ძლიერი იყო. შემეშინდა ამიტომ დანა ავიღე და ისევ მისაღებში გავედი.
არავინ იყო. უცებ თავში ტკივილი ვიგრძენი და გონება დავკარგე.
(შიგა)
დილით ტელეფონის ხმამ გამაღვიძა. უცხო ნომერი იყო
- გისმენთ
- ბატონო იუნგი, სამსახურიდან გირეკავთ.
ჯანდაბა სულ არ მახსოვდა. მათგან პასუხს რამდენი ხანია ველოდები.
- დიახ გისმენთ.
- თქვენი საბუთები გადავამოწმეთ, ამიტომ სასწრაფოდ უნდა მოხვიდეთ გასაუბრებაზე. ვფიქრობ ეს თქვენი შანსია.
- კარგით ახლავე წამოვალ.
გავემზადე და მიას წერილი დავუტოვე, შემდეგ კი კომპანიის მისამართზე წავედი.
არც ისეთი შორი იყო. მანქანა დავაპარკინგე და კომპანიაში შევედი.
- გისმენთ რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- გამარჯობა დღეს დილით დამირეკეს და მითხრეს რომ გასაუბრებაზე უნდა მოვსულიყავი.
- ერთი წუთით. გოგონამ რაღაცის ძებნა დაიწყო მაგრამ სახეზე გაკვირვება გამოესახა.
- უკაცრავად მაგრამ ბატონს აქ არანაირი გასაუბრება არ დაუნიშნავს, ალბათ რაღაცა შეგეშალათ.
- ეს როგორ მაშინ ვინ დარეკა? ამის დედაც მომატყუეს, ჯანდაბა მია სახლში მარტოა. შენობიდან გამოვქანდი და მანქანას მთელი სისწრაფით ვატარებდი.
- ღმერთო ოღონდ მია კარგად იყოს, იმედია რამე არ მოუვა.
არა შუგა ნუ ფიქრობ ცუდზე, ახლა ის სახლშია და ფილმს უყურებს ან რამეს ამზადებს რომ გამახაროს. მალე სახლში მივედი, მაგრამ კარები ჩაკეტილი იყო.
- მიაა კარები გააღე შუგა ვარ. კარები არავინ გააღო ამიტომ შევამტვრიე. ირგვლივ გაზის სუნი იდგა.
- არა, არა მიააა...
დადადადააამ დრამააა, ესეც კიდევ ახალი თავიიი, იმედია მოგეწონათ უფრო ადრეც დავდებდი მაგრამ გაგიკვირდებათ დაა ონლაინ გაკვეთილი მქონდა ხო და მორჩა თუ არა ეგრევე დავიწყე წერა.

ANGELWhere stories live. Discover now