19 თავი

401 39 81
                                    

- რატომ უნდა დაგიჯერო?
- ვიცოდი რომ ამას მკითხავდი, მაგრამ უნდა მენდო. ჩვენი შეხვედრის შესახებ არავინ უნდა გაიგოს
- კარგი, ხვალ შუადღისკენ...მაგრამ იცოდე თუ რამეს...
- ვიცი ვიცი, მაგაზე არ ინერვიულო. მოკლედ ხვალამდე. მითხრა უცებ და ტელეფონი გათიშა.
- მეტი არ მინდა რამე მნიშვნელოვანი არ მითხრას, სახით ვითრევ ასვალტზე. ვთქვი ბუზღუნით და მიას ჩავეხუტე.
- შუგა ასე გვიან ვინ რეკავდა? მკითხა ნახევრად მძინარემ.
- მნიშვნელოვანი არავინ, დაიძინე კარგი? ვეუბნები და ლოყაზე ვკოცნი, შემდეგ კი ვიძინებ (ნუ რა რომანწიკაა 🙄)

(მია)
დილით ვიღვიძებთ თუ არა თითქოს ჩვეულ რითმში ვაგრძელებთ ცხოვრებას. იუნგიმ შხაპი მიიღო, იქამდე კი საუზმე გავამზადე.
- მია დღეისთვის რამე განსაკუთრებული მოამზადე?
- განსაკუთრებული? რავიცი როგორც ყოველთვის ვეუბნები სიცილით
- დღეს კარგ ხასიათზე ხარ, რამე ხდება?
- არაფერი, უბრალოდ მიხარია რომ ჩემთან ხარ
- კარგი მე მალე უნდა წავიდე
- სად მიდიხარ?
- მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, მალე დავბრუნდები.
- კარგი, მაგრამ ფრთხილად იყავი.
საუზმის შემდეგ იუნგი წავიდა მე კი სახლში მარტო დავრჩი.

(შუგა)
სახლიდან გამოსვლის შემდეგ კარგად შევინიღბე და მანქანით ითევონის კაფისკენ ავიღე გეზი. 2 საათში უკვე კაფესთან ვიყავი, შესვლას ვაპირებდი როდესაც მხარზე ხელი ვიგრძენი, ის იყო ლამის უნდა მომეტეხა მისთვის ხელი, როდესაც
- ჰეი ჰეი, მოიცა რას აკეთებ
- ვინ ჯანდაბა ხარ
- ბექიონი ვარ გუშინ მე დაგირეკე, მეუბნება და ნატკენ ხელს იზელს.
შეწუხებული სახით.
- მერე ადრე ვერ იტყოდი? კინაღამ ხელი მოგტეხე
- რეალურად უფრო უჟმური ხარ.
- რისთვის მომიყვანე აქ?
- ჯერ კაფეში შევიდეთ და ყველაფერს გეტყვი.
კაფეში შევედით თუ არა ცარიელ მაგიდასთან დავსხედით.
ბექიონმა ყავა შეუკვეთა
- შენ დალევ რამეს?
- აქ გასართობად არ მოვსულვარ დროზე მითხარი რა გინდა
- ღმერთო არ მესმის მია როგორ გიძლებს. მიას სახელის გაგონებაზე ავენთე
- იცოდე მას თუ რამე დაუშავე
- დამშვიდდი, არაფერი დამიშავებია, დედაჩემივით დაუნდობელი არ გეგონო...აიშ იქნებ დაიმშვიდო ნერვები
- თუ კიდევ დიდხანს გააგრძელებ ტლიკინს მათი დამშვიდება გამიჭირდება. ვეუბნები მკვლელი სახით ( ვოთ იზ გოინგ ონ იუნგიიი? 😑)
უეცრად ოფიციანტი მოდის და ბექიონს ყავას აწვდის, რის შემდეგაც მის უცნაურ სახეს ვუყურებ
- რა მოხდა?
ბექიონი ჩემ კითხვას აიგნორებს და ირგვლივ იხედება
- თითქოს რაღაც ვერ არის
- რას გულისხმობ?
- გვითვალთვალებენ, შეუმჩნევლად გაიხედე მარჯვნივ, ტიპი შავებში. მეც დავუჯერე და ნელა გავიხედე ( აბა ჩემთვის რომ ეთქვათ თქმას არ დავაცდიდი ისე გავიხედებოდი😂😂😂)
მართლაც ვიღაც იჯდა შავებში და ჩვენ გვიყურებდა, უეცრად მისი ხელის მოძრაობა შევნიშნე, ხელში იარაღი ეჭირა.
- ბექიონ აქედან ისე გავდივართ ვითომ არაფერი ხდება. ვეუბნები ჩუმად და ისიც ადგომას აპირებს, თუმცა წამის მეასედში, შავებში ჩაცმული ტიპი იარაღს იღებს, ბექიონს უმიზნებს და ტყვიას მხარში ესვრის. ირგვლივ ქაოსმა მოიცვა ყველაფერი, მე კი დრო ვიხელთე და ბექიონი მანქანაში ჩავსვი.
- კარგად ხარ?
- სწრაფად წადი, შეიძლება აგვედევნოს. მეუბნება და მეც სწრაფად მივდივარ. როდესაც ვამჩნევ რომ არავინ მოგვსდევს სიჩქარეს ვანელებ.
- შენი მკლავი სულ სისხლიანია, საავადმყოფოში უნდა წავიდეთ
- არა...იქ...არ შეიძლება, დედაჩემს ყველგან ხალხი ყავს, ორივეს მოგვკლავენ
- მაშინ რა ვქნა, ჩემთან წაგიყვანო?
- თუ წინააღმდეგი არ იქნები.
- ...კარგი, ცოტაც გაუძელი მალე მივალთ.
- არამგონია...დიდხანს ვერ გავძლებ. მაგრამ მაინც უნდა გითხრა
- ნუ გეშინია არ მოკვდები, მაგის თქმას მერეც მოასწრებ. ტელეფონს ვიღებ და მიას ვურეკავ.
- მია სასწრაფოდ ბიჭები შეკრიბე და სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ყველა ნივთი მოაგროვე...არა მე კარგად ვარ, რომ მოვალ ყველაფერს მოგიყვები.

(მია)
იუნგიმ დამირეკა და რაც მთხოვა ყველაფერი შევასრულე, ცოტა ხანში ბიჭებიც მოვიდნენ
- მია რა ხდება?
- არ ვიცი შუგამ მთხოვა თქვენთვის დამეძახა, ძალიან ვნერვიულობ იქნებ რამე დაემართა
- რომ გესაუბრებოდა რამე საეჭვო ხომ არ შეგინიშნავს?
- არა, მშვიდად საუბრობდა და მითხრა რომ კარგად არის
- აბა მაშინ რა განერვიულებს შე ქალო ( ვაათ? 😂)
ამ დროს კარები იღება და იუნგის ვიღაც ბიჭი შემოჰყავს, მხარში დაჭრილი.
- დახმარება ჭირდება, ჩემ გამო მხარში დაჭრეს. ამბობს და ქოშინებს. მე კი მასთან მივდივარ და მთელი ძალით ვეხუტები
- ძალიან შემაშინე
- ხომ გითხარი, რომ არ გენერვიულა, მე კარგად ვარ, მაგრამ ის უნდა გადავარჩინოთ. როგორც თვითონ თქვა მნიშვნელოვანი რამ აქვს სათქმელი.

ეს თავი დიდი ხანია რაც დავწერე უბრალოდ მერე ვეღარ მოვიცალე. ინტრიგა როგორც ყოველთვის 😂😂😂რა ვერ უთხრა ამ ბექიონმაც რაა...მოკლედ იმედია მოგეწონათ, დაავოუთეთ და დააკომენტარეთ 😃❤️❤️❤️❤️❤️

ANGELWhere stories live. Discover now