20 თავი

452 35 54
                                    

ბიჭი ოთახში შეიყვანეს და დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა გონება ქონდა დაკარგული.
- იუნგი აღარ მოყვები რა მოხდა?
ვეკითხები დაინტერესებული
- მითხრა რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა ეთქვა ჩემთვის, თუმცა არ დააცადეს.
- კარგი, გონს რომ მოვა ყველაფერს გვეტყვის იმედია. დაღონებული ჩამოვჯექი დივანზე და იუნგი უკნიდან ჩამეხუტა.
- ჩემზე ხარ გაბრაზებული? მეკითხება და მკოცნის
- გული გამიხეთქე, მეგონა რაღაც დაგემართა. თვალზე ცრემლმომდგარმა და ნაწყენმა ვუთხარი.
- როგორი საყვარელი ხარ, არ გამიბრაზდე, ხომ ხედავ ცოცხალი და უვნებელი ვარ. მეუბნება და კიდევ ერთხელ მკოცნის. (ძაან უწუობააა 😂სეგჭამ ბიწოო)
- ოჰ ოჰ დარჩნენ მარტო და დაიწყეს ახლა. შემოვიდა მისაღებში ჯინი.
- არ გვაცადოთ მარტო ყოფნა. ჩაიფრუტუნა შუგამ და გამეცინა.
- მაგის ადგილი საძინებელშია.
- ჯინ არ გაიღვიძა ბექიონმა? ეკითხება შუგა.
- არა ჯერ, ხალხნოო ძალიან მშია და იქნებ რამე გვეჭამა. საჭმლის ხსენებაზე ყველანი მაგიდას მივუსხედით და ჭამა დავიწყეთ.
- ჯინ როგორც ყოველთვის გემრიელია, ვეუბნები პირგამოტენილი, რაზეც ეღიმება
- ნელა ჭამე არ დაიხრჩო, ამბობს შემდეგ სიცილით.
- უკაცრავად მე აქ ვერ ვხედავთ თუ რა არის ვერ გავიგე. ამბობს შუგა და ხან მე მიყურებს ხან ჯინს.
- ოჰ ჩართო ამან ეჭვიანობის სიგნალი. ჩაიჩურჩულა ჯიმინმა.
- შუგა კარგი რა, ხომ იცი რომ შენ ერთადერთი ხარ ვინც მიყვარს და ტყუილად ნუ ეჭვიანობ. ამ დროს მისაღებიდან ნაბიჯების ხმა მოგვესმა და ყველამ ხმის პატრონს გავხედეთ.
- ოჰ გაღვიძებულა. თქვა ნამჯუნმა
- სალამი ყველას. თქვა მანაც მორიდებით.
- მოდი დაჯექი, საჭმელი ჭამე, ენერგია უნდა აღიდგინო. ვეუბნები და სკამს ვუწევ.
- მადლობა.
- აბა არ გვეტყვი რა უნდა გეთქვა შუგასთვის? ინტერესით ვუყურებ მას, რაზეც შუგას მწველ მზერას ვგრძნობ. ( ეს რანაირად უნდა იგრძნო მაგრამ კაი 😂😂😂)
- მე და შუგა ძმები ვართ. თქვა უცებ და გაგვეცინა. მხოლოდ შუგა და ბექიონი არ იცინოდნენ. სიცილს რომ მოვრჩი სახე დავასერიოზულე
- მოიცათ, მართლა? ვეკითხები ბექიონს ის კი თავს მიქნევს.
- და როგორ დაამტკიცებ იმას რომ ჩემი ძმა ხარ? ეკითხება შუგა.
- შენი აზრით დედაჩემი რატომ გემტერება? მისმინე შენც კარგად იცი რომ ორივეს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ არ ვიცი რა მოხდა მათ შორის, როდესაც დედამ გაიგო რომ ჩემზე იყო ორსულად, მამას უკვე გაშორებული იყო. მისი სახე მხოლოდ ფოტოებში მაქვს ნანახი. როდესაც გავიგე რომ შენ ჩემი ძმა იყავი, თავიდან მეც ვერ დავიჯერე მაგრამ შემდეგ დედამ მითხრა. არც მე ვიცი რამდენად დასაჯერებელია ეს ამბავი, მაგრამ მე თქვენს მიმართ მტრულად არ ვარ განწყობილი. მშობლის დანაშაულში შვილს არანაირი წვლილი არ მიუძღვის. ვიფიქრე თუ გეტყოდი უკეთესი იქნებოდა, დედაჩემისთვის ხშირად მიცდია ხელის შეშლა, არ მინდოდა რამე დაეშავებინა თქვენთვის. ალბათ ის კაციც მან გამოგზავნა.
- ანუ შენ ამბობ რომ ჩემი ძმა ხარ, კარგი ახლა რა იქნება? დედაშენი შენც გადაგემტერება.
- კი შეიძლება ასეც მოხდეს, არ ვიცი ვნახოთ რა მოხდება. თქვა და ჭამა დაიწყო.
სადილის შემდეგ ყველანი დავიშალეთ, ბექიონი ჩვენთან დარჩა.
- ბექიონ ცალკე ოთახი არ გვაქვს
- არაუშავს დივანზეც კარგად დაეტევა. მითხრა იუნგიმ და საძინებელ ოთახში შევიდა.
- ყურადღებას ნუ მიაქცევ, სულ ასეთია
- არაუშავს, მისი ხასიათები ვიცი სულ უჟმური დადის ხოლმე, მაგრამ როდესაც შენთან ერთადაა ბედნიერია.
- მან ბევრი რამ გადაიტანა, ისევე როგორც მე. ყველა იმსახურებს ბედნიერებას. ამ შემთხვევაში ჩვენ ერთმანეთი გვყავს, მე ის ძალიან მიყვარს და მას რომც არ ვუყვარდე მაინც მეყვარება.
- მას ძალიან გაუმართლა, შენისთანა შეყვარებული რომ ყავს გვერდით.
- ხომ. ალბათ ასეა.
- ალბათ კი არა, ასეა. მეუბნება სიცილით და მეც ვიცინი.
- კარგი, ალბათ გელოდება, მასთან წადი.
- კარგი, თუ რამე დაგჭირდება არ მოგერიდოს, ღამე მშვიდობის. ვუთხარი და მეც დასაძინებლად წავედი.
- ამდენი ხანი რას ეჭორავებოდი
- ისეთს არაფერს, შენზე ვსაუბრობდით
- საინტრესოა 🤔 ჩემს ზურგს უკან ჭორაობ მასთან
- შენ მთელი დღეა ძალიან უცნაურად იქცევი, კარგი გავიგე რომ ეჭვიანობ მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია. ვეუბნები გაბრაზებული
- მაშინ მასთან რა გქონდა განსახილველი, მიპასუხე. დამიყვირა იუნგიმ რაზეც შევხტი
- რა და ვუთხარი რომ ძალიან მიყვარდი, ვუთხარი რომ შენ ხარ ჩემი ბედნიერების მიზეზი, ახლა კმაყოფილი ხარ? ტირილით ვუთხარი და სააბაზანოში კარები ჩავკეტე. ცრემლებს ვერ ვიკავებდი
- მია გააღე კარები. მეუბნება მშვიდად შუგა
- გთხოვ შემეშვი. არ მინდა შენთან საუბარი.
- გთხოვ გააღე კარები დავილაპარაკოთ. მე არ მინდოდა რომ რამე გწყენოდა.
მას ხმას არ ვცემ და არც მას შევუწუხებივარ, 10 წუთის შემდეგ უკვე დამშვიდებული ვიყავი, სახე ჩამოვიბანე, გავიმშრალე და სააბაზანოს კარები გავაღე, იუნგი ლოგინში იწვა, ალბათ სძინავს. მეც გვერდით, მაგრამ მოშორებით მივუწექი მას. ცოტა ხანში მის ხელებს ვგრძნობ
- არ მინდოდა რომ რამე გწყენოდა, შენთვის გულის ტკენას მირჩევნია მოვკვდე. გრძნობების გამოხატვა დიდად არ მეხერხება, სხვა ადამიანებს არ ვგავარ, მაგრამ მიყვარხარ. გთხოვ მაპატიე, სულელი ვარ, ნამდვილი სულელი. შევამჩნიე შუგას როგორ ჩაუწყდა ბოლოს ხმა. მისი ხელები მოვიშორე და აცრემლებულმა თვალები დავხუჭე. მასზე ძალიან ნაწყენი ვარ.
დილით უხასიათოდ გავიღვიძე, იუნგისთვის არც შემიხედავს ისე მოვემზადე და მისაღებში გავედი. ბექიონს ეძინა, მე კი სამზარეულოში გავედი, რომ საუზმე მომემზადებინა.
ნახევარ საათში ყველაფერი მოვამზადე და მაგიდაზე დავალაგე.
- დილამშვიდობისა მია
- ბექიონ, ვერ შეგამჩნიე, დილამშვიდობისა
- რა იყო დღეს რაღაც უხასიათოდ ხარ
- ისეთი არაფერი, ამ დროს შუგა გამოვიდა ოთახიდან. თვალები ჩაწითლებული ქონდა ალბათ ტიროდა. მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია ისე გავაგრძელე ჩემი საქმე. საუზმის შემდეგ შუგამ რაღაცის ძებნა დაიწყო.
- მია ჩემი წამლები ხომ არ გინახავს? მეკითხება ცოტა ხნის შემდეგ რაზეც ხმას არ ვცემ.
- კიდევ გაბრაზებული ხარ ჩემზე? მას ხმა ისევ არ გავეცი.
- კარგი რა როდემდე უნდა იყო მასე? ბოდიში ხომ მოგიხადე.
- არ მინდა ამ თემაზე საუბარი. ვუთხარი გაბრაზებულმა
- რა გავაკეთო მითხარი, ხომ იცი ამ ეჭვიანობას ვერაფერს ვუხერხებ. როდესაც სხვა მამაკაცთან გხედავ არ შემიძლია, შენ მხოლოდ ჩემი ხარ, გესმის? ჩემი. შენ გვერდით მხოლოდ მე უნდა ვიყო. მეუბნება საყვარელი ხმით, რაზეც გულში მეცინება.
- მაინც არ მაპატიებ ხომ ასეა?
ბოლოს ცდუნებას ვერ გავუძელი, არ შემიძლია მასზე დიდი ხანი ვიყო გაბრაზებული. მივედი და ჩავეხუტე. (სხვა მეტი ვერ მოტვინე ავტორო? 🤦)
- იცოდე თუ კიდევ იეჭვიანებ ასეთ უაზრობებზე გაგშორდები და არასდროს შეგირიგდები. ვეუბნები გამაფრთხილებელი ტონით და ვკოცნი.

აუუ ეს რა იყოო🤦🤦ძალიან უაზროდ დავწერე ეს თავი, მომიტევეთ😭. დიდი ხანია არ დამიდია ახალი თავი და ვიფიქრე დავწერდი, მიუხედავად იმისა რომ დაღლილი ვარ და ტვინი ვეღარ მუშაობს. იმედია მოგეწონათ. ნუ მე თუ არა თქვენ მაინც. დაავოუთეთ და დააკომენტარეთ, წავედი ახლა ჩემი დავალება დავწერო🤧🤧🤧🤧


ANGELWhere stories live. Discover now