23 თავი

279 28 40
                                    

- ამმ ისეთი არაფერი, სიურპრიზია
ვეუბნები მიას და ისიც დაეჭვებით მიყურებს.
- რას მიმალავთ?
- რ..რა? რა უნდა დაგიმალოთ პატარავ, ხომ გითხარი სიურპრიზს გიმზადებთ, რომ გითხრა მერე სიურპრიზი აღარ იქნება.
- კარგი, წამოდით ვისაუზმოთ. ამბობს მია და სამზარეულოსკენ გვიძღვება.
- შენი ბრალია იდიოტო, დამადგა თავზე თურქსელჩუკივით. ვუღრენ ბექიონს
- ჩემი რა ბრალია ე
- მოკეტე და ჭამე. ვეუბნები და საუზმობას ვიწყებთ.
- ბექიონ შენი ჩემოდნები ახლა შევამჩნიე, რამე მოხდა?
- არაფერი ისეთი, უბრალოდ მე და დედამ ვიჩხუბეთ და მომიწია წამოსვლა.
- ჩვენ გამო იჩხუბეთ? ასე არ უნდა მოქცეოდი დედაშენს, ალბათ ახლა როგორ ღელავს.

(სუ იანგი)
- ბატონო რიო, ყველაფერი სუფთაა, ბექიონი მკვდარია.
როდესაც ეს სიტყვები გავიგე ტელეფონიდან, ლამის მოვკვდი. ტირილი დავიწყე
- ეს რა გააკეთე? ხომ გთხოვე, ხომ გთხოვე არაა? შენ რა ადამიანი ხარ? შვილი მომიკალი. ვეუბნები ტირილით
- სხვა გზა არ მქონდა, მე არ მჭირდება მოღალატეები. შემდეგი იუნგის ჯერია, უკვე დიდი ხანია დავსდევ, ამ ყეყეჩების გამო ბევრჯერ დამიძვრა ხელიდან.
- ის შენ გაგანადგურებს, არ გაცოცხლებს, არც მე დაგინდობ.
- როგორ ბედავ ძუკნა, იმის შემდეგ რაც გაგიკეთე, კიდევ დიდ გულზე ხარ? მიპასუხე. გინდა რომ შენ შვილთან გაგგზავნო?
- მე მის გარდა არავინ მყავდა, იმისთვის შემოგიერთდი, რომ მას კარგად ეცხოვრა, არ მინდოდა სიღარიბეში გამეზარდა. ახლა კი რადგან ის არ მყავს, რისთვის ვიცოცხლო.
- იცოდე, თუ წინ გადამეღობები მოგკლავ. სანამ შანსს გაძლევ გაიქეცი. საზღვარგარეთ გაგიშვებ და უზრუნველად იცხოვრებ. ტირილს გამო ვეღარ ვსუნთქავდი და ვეცადე თავი ხელში ამეყვანა.
- ამას არ გაპატიებ, არასდროს არ გაპატიებ.

(ბექიონი)
საუზმის შემდეგ მისაღებში დავსხედით და ჯინი და ჯონქუქი მოვიდნენ.
- რა ხდება? ბექიონ შენ აქ გადმოსახლდი? მეკითხება ჯონქუქი სიცილით
- ჰა ჰა ჰა, ძალიან სასაცილოა. ვეუბნები ირონიულად.
- კაი, ხო ღმერთო ეს ბიჭი შუგა ჰიონთან დიდხანს არ დატოვოთ. ამბობს და ხითხითებს.
- რა სახეებით სხედართ, რამე მოხდა? გვეკითხება ჯინი.
- თუმცა მია რადგან ჩვენთან ერთად იყო ხმა ვეღარ ამოვიღეთ.
- ემ მია არ გინდა სასეირნოდ წავიდეთ? ეკითხება ქუქი
- ხო მაგრამ, მარტო მე და შენ? სხვებიც წამოვიდნენ
- არა, ჯობია მარტო მე და შენ წავიდეთ, თან რაღაც მაქვს შენთვის სათქმელი.
- კარგი, მაშინ რა გაეწყობა, შუგა შენ ხომ არ ხარ წინააღმდეგი? (რას ეკითხები ბატო ადექი და წადი😂)
- არა პატარავ შეგიძლია წახვიდე. ეუბნება ტკბილად და ლოყაზე კოცნის ( ამას ბექიონი რომ მოყვება 🤣) (პაწაი რომანწიკა)
მათი წასვლის შემდეგ ჯინს ყველაფერი მოვუყევით.
- ანუ ახლა რა უნდა ვქნათ?
- სანამ დროა საზღვარგარეთ უნდა წავიდეთ. ვამბობ მე
- საინტერესოა რითი გავწვდებით მაგდენს, მილიონერი კი არ ვარ. მეუბნება შუგა
- დამშვიდდი, არის ერთი რამ რაც არც შენ არ იცი და არც რიომ
- ახლა არ მითხრა რომ მილიონები მაქვს ანგარიშზე. ამბობს ირონიულად.
- დაახლოებით. ვეუბნები სმირკით. (ოუუ ბექუნა? )
- რააა? სერიოზულად?
- კი და თან ჩემი დამსახურებით. მოკლედ როდესაც რიოს შეუერთდა დედაჩემი, ჩვენ დიდძალი თანხა მივიღეთ, უნივერსიტეტში ერთი კარგი მეგობარი მყავს, რომელიც ბანკებში და ფინანსებში ერკვევა. მას ვთხოვე რომ ფარული ანგარიში შეექმნა შენს სახელზე. დედას დიდად არც აინტერესებდა რას ვაკეთებდი, ყოველშემთხვევაში ეგონა, რომ თავზე ხელაღებული ბიჭი ვიყავი, რომელიც ფულს უაზროდ ხარჯავდა. სინამდვილეში კი ეს ფული შენს ანგარიშზე ირიცხებოდა. ამის შესახებ არავინ იცის. ასე რომ შენი ბარათი გამომართვი. ვუთხარი და შავი ბარათი გავუწოდე.
- ზედმეტად ბევრი ინფორმაციაა, არ ვიცი რა ვთქვა
- არც არაფერი, ეს ბარათი შენია და ის ფულიც შენია რომელიც რიომ წაართვა მამაშენს.

(მია)
მე და ქუქი ვსეირნობთ, თუმცა ხმას არავინ ვიღებთ
- ქუქი მემგონი რაღაცის თქმა გინდოდა.
- მე? არაა არაფრის თქმა არ მიდნა. ამბობს და აქეთ იქით იყურება დაძაბული
- აბა მომატყუე?
- მია, ძალიან დიდი ბოდიში, არ ვიცი ამას როგორ მაპატიებ. ამბობს და ტირილს იწყებს.
- ქუქი რა მოხდა? რატომ ტირი? რა უნდა გაპატიო? უეცრად ჩვენს გვერდით მანქანა ჩერდება და შავებში ჩაცმული ხალხი გადმოდის. ერთ- ერთი კარგად გამოწკეპილი ტიპია. ალბათ უფროსია.
- ქუქი არ ამიხსნი რა ხდება?
- გთხოვთ, არაფერი დაუშავოთ. ეუბნება ქუქი ტირილით ვიღაც კაცს.
- რ..ა? ქუქი..შენ მათთან ხარ დაკავშირებული? ვეუბნები აცრემლებული თვალებით
- მაპატიე, გთხოვ სხვა გზა არ მქონდა. უეცრად ხელს მკიდებენ და მანქანაში მსვამენ
- არა, ხელი გამიშვით, მიშველეთ. დავიწყე ყვირილი თუმცა ამაოდ. ჩემი არავის ესმოდა.
- კარგად მოიქეცი ბიჭო, სწორი გადაწყვეტილებაა. ეუბნება ვიღაც კაცი ჯონქუქს და მანქანაც იძრება.
- არა გემუდარებით, გამიშვით ჯონქუქ გთხოვ უთხარი გამიშვან. უეცრად ხელზე ჩხვლეტა ვიგრძენი და ყველაფერი გაშავდა.

ვაიმეე იმედია არ მომკლავთ, ინტრიგა როგორც ყოველთვის, იმედია მოგეწონათ, დააკომენტარეთ და დაავოუთეთ ვიცი, რომ მოკლე თავებია მაგრამ  ასეა საჭიროო, დიდი რომ დავწერო მერე აზრები მერევა 🤣😂

ANGELWhere stories live. Discover now