მზადება ქორწილისათვის

240 42 18
                                    

Kendall's POV
ორი დღე გავიდა მას შემდეგ რაც მამაჩემი ლონდონში ჩამოვიდა. იგი ბავშვებთან და ჰარისთან დიდ დროს ატარებდა.

მე კი ვცდილობდი მამაჩემთან რაც შეიძლება მეტი დრო გამეტარებინა, რადგან ვიცოდი, რომ მალე ისევ ისე გაუჩინარდებოდა, როგორც მას ჩვეოდა.

მამაჩემის ყოველი მონაყოლი ისტორია ჩემში გაოცებას იწვევდა. იგი მთელს დროს ევროპაში მოგზაურობაში ხარჯავდა და მიამბობდა იმ გასაოცარი სანახაობების შესახებ, რასაც მოგზაურობისას გადაეყარა.

მისი მონაყოლი ისტორიებით ვტკბებოდი, და ვხვდებოდი, რომ მამაჩემი წარმოუდგენლად შეიცვალა.
ნაწილობრივ კი ეს პატარების წყალობით მოხდა. ის უკვე აცნობიერებდა, რომ არა მარტო მამა არამედ ბაბუაც იყო და ცდილობდა მათზე ეზრუნა და ამით აენაზღატურებინა ის დრო, რასაც მათთან და ჩემთან არ ატარებდა.

მე კი მისი ჩემთან ახლოს ყოფნითაც კმაყოფილი და ბედნიერი ვიყავი, რადგან ის იყო ადამიანი, რომელსაც ყოველთვის უანგაროდ ვუყვარდი ახლა კი ასეთი ორი ადამიანი მყავდა ჰარი და მამაჩემი...
*****
ვცდილობდი, როგორმე ნორა დამეძინებინა, მაგრამ ჯიუტი პატარა მწვანე თვალება ლამაზმანი არაფრის დიდებით არ აპირებდა დანებეებას და დაძინებას.

მისი ხელში რწევისგან დაღლილი იქვე მდგარ სავარძელში ჩამოვჯექი და შევეცადე ნორა დამეწყნარებინა, არ მსურდა მის ტირილს მიძინარე ტონიოც გაეღვიძებინა.

როგირც იქნა დაწყნარად, მაგრამ ძილით არადა არ იძინებდა.
სწორედ ამ დროს ოთახის კარები ფრთხილად გაიღო და ოთახში მოლურჯო-მომწვანო თვალებმა შემოანათა.

-ჰეი შეიძლება შემოვიდე?
-კი რა თქმა უნდა.
-ნორა ისევ ჯიუტობს?
-ოჰ... საკმაოდ ჯიუტია და გმირულად ებრძვის ძილს უკვე ნახევარი საათია ვცდილობ მის დაძინებას...

ჯიჯის ამაზე გულთბილად გაეღიმა, შემდეგ კი საქმეზე გადვიდა.

BodyGuardOnde histórias criam vida. Descubra agora