სიმართლე, რომლის მოსმენაც მტკივნეულია

289 42 28
                                    

რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ რაც მამაჩემმა ჩემს ,,მოსანახულებლად" შემოირბინა წასვლას კი არადა არ ჩქარობდა.
მართალია უმეტესად საქმიან შეხვედრებზე იყო და სახლში გვიან ბრუნდებოდა, მაგრამ მე და ჰარი მაინც სიფრთხილეს ვიჩენდით.
ანა კი ისევ არ მპასუხობდა ტელეფონზე. საბოლოოდ გადავწყვიტე ლაქისთან წასვლა. იმედი მქონდა ანას იქ ვნახავდი და ბოდიშს მოვუხდიდი იმის გამო რაც ვუთხარი.
*****
ორსართულიანი, შუშაბანდიან და წითელი აგურით ნაშენი, სახლის მუხის შავ კარებთან ვიდექი და ველოდი როდის გამიღებდა კარს შინამოსამსახურე.

კარის ხმა გაისმა და ჩემს წინ ანას სილუეტი ნელ-ნელა გამოიკვეთა.
თვალები ჩაშავებოდა, იმაზე ფერმკრთალი იყო ვიდრე ჩვეუოლებრივ.
ნერვიულად მივესალმე და გულში არაერთხელ გადამეორებული მობოდიშებისთვის განკუთვნილი სიტყვები ნერვიულად მივაყარე: ვუთხარი თუ, როგორი იდიოტი ვიყავი და პატიებას ვთხოვდი იმის გამო რაც ვუთხარი და ისიც დავამატე, რომ ამას არ ვგულისხმობდი და არასდროს მიფიქრია მასზე ასე.
საუბარი დავასრულე და მომლოდინე მზერა მივაპყარი. ანას გულიანად გაეცინა.
-შენი ბოდიში მიღებულია მოდი აქ.
და ხელები ფართოდ გაშალა.
მაშინვე მის მკლავებში აღმოვჩდი.
****
სასტუმრო ოთახში ვისხედით და ვსაუბრობდით. ანამ მითხრა, რომ ის და ლაქი დაინიშნენ, ამას რა თქმა უნდა ჩემი მხრიდან ოვაციებისა და გაკვირვების დიდი კორიანტელი მოჰყვა.
შემდეგ ჩემი ახალი ამბავის თქმის დრო დადგა, როგორც კი ანას ეს ვუთხარი თვალები შუბლზე აუვიდა, როდესაც გაოგნებამ გადაუარა იმდენად ძლიერ ჩამეხუტა, რომ სული შემეხუთა.
-ანუ ნათლია გავხდები?
- ნუ მე უფრო დეიდას ვფიქრობდი, მაგრამ ნათლიობასაც არაუშავს და კიდევ... მამაჩემი ჩამოვიდა არვიცი როდის წავა...
-ჰარის და ბავშვის შესახებ გაიგო?
-არა რა თქმა უნდა ორივე ძალიან მიყვარს და სულაც არ ვაპირებ მათ სიცოცხლე მოვუსწრაფო...
ამაზე ორივეს ნერვიულად გაგვეცინა.

BodyGuardKde žijí příběhy. Začni objevovat