გადაღებები

434 53 26
                                    

ძილბურანიდან მთელს სახლში, ხმამაღალი უწყვეტი ზარის ხმა გამომაფხიზლა.
ვცდილობ ძილი ისევ შევიბრუნო, მაგრამ ზარის ხმა არ წყდება. ჯანდაბა შინამოსამსახურე გუშინ უნდა დამექირავებინა ახლა კი ამის გამო ადგომა და პირველ სართულზე ჩასვლა მიწევს.

ფეხზე ზანტად ვდგები, ფუმფულა ჩუსტებს ვარაუდით ვიცმევ და პირველი სართულისაკენ თვალების ფშნეტითა და მთქნარებით მივაბიჯებ.
ხის კიბეებზე ნაბიჯს ვუჩქარებ, რადგან გამაღიზიანებელი ზარის ხმა არ წყდება.

- ჯანდაბა ამ ზარს აუცილებლად გამოვცვლი.

და როგორც კი კარს ვაღებ თვალები მიბრჭყვიალდება, გაოგნებას ვერ ვმალავ. ჩემს წინ ორი მამაკაცი დგას, რომლებსაც ბრჭყვიალა ყვითელ-ლურჯში გაწყობილი კოსტუმები აცვიათ, ერთი ცოტა მაღალია შავი თმა უცნაურად დაეყენებინა, თვალები შავი ფანქრით აქვს მოხატული, რაც მის ღია ლურჯ თვალებს ხაზს უსვამს.

მეორეს მსაზე დაბალს თმები წითლად აქვს შეღებილი, ოფოფისავით დაეყენებინა და თაფლისფერ თვალებს მთელს სხეულზე დამატარებს.
თითქოს ამ საქმით დახოლოვნებული ურცხვად მათვალიერებს.
როგორც კი შენიშნეს ჩემი დაბნეულობა მაღალმა საუბარი დაიწყო.

-ჰეი კენი მე ლუციანა ვარ შენი პიარ მენეჯერი ეს კი დონალდია ამიერიდან ის მიხედავს შენს გარეგნობას, ჩაცმის სტილს მაკიაჟს და სხვა მრავალ წვრილმანს.
-აჰ სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.

ხელს ვუწოდებ ისინი კი ერთი მეორეს მიყოლებით გულთბილად მართმევენ ხელს.

შემდეგ გვერძე ვიწევი რათა სახლში შემოვიპატიჟო. ორივე საჩქაროდ შემორბის სახლში. ბედნიერებას ვერ ვმალავ ახლა ხომ ჩემი მეტამორფოზა იწყება?! პატარა მატლი მალე დიდი პეპელა გახდება.
ამ შედარებაზე ჩემთვის მეღიმება და მათკენ მივდივარ. მათ უკვე მოესწროთ მისაღებში ,,დივანზე" მოკალათება და საკუთარი ბრჭყვიალა ნივთების მაგიდაზე მიმობნევა.

BodyGuardWhere stories live. Discover now