კვანძის გახსა

358 46 20
                                    

-ყოველთვის მომწონდა შენი პირდაპირობა და ზუსტად მაგის გამო ხარ ჯერ კიდევ აქ.

და ხელები აღაპრო, იმ მომენტში ნამდვილად გავდა აფროდიტეს.
მძულდა იმის აღიარება, რომ ჯიჯი ისევ მომწონდა იმის მერეც კი, როგორც მექცეოდა მაინც არ შემეძლო მასთან ურთიერთობაზე უარი მეთქვა, და თანაც, რომელი ჭკუათმყოფელი აარიდებდა თავს საკუთარ ბავშვობის დროინდელ იდეალს?

  ლუსინდა დაბნეული აცეცებდა თვალს ოთახს და როდესაც გააცნობიერა, რომ განრისხდებამ გადამიარა უკან გაბრუნდა და კარი გაიხურა.

-მე კი შენი არაპირდაპირობა არასდროს მომწონდა.

- კარგი, რახან შენ გსურს ყველაზე სასიამოვნო მომენტი გამოტოვო და მაშინვე დასასრულზე გადახვიდე დაე ასე იყოს.

  ოთახს თვალი მოავლო, მაკიაჟის მაგიდა და დაბალი სკამი, მაგიდაზე უწესრიგოდ ეყარა ათასი რამ, საწოლის ორივე მხარეს ტუმბო იდგა, საწოლის თავზე გოთისა და დეინერისის პლაკატებით მქონდა აჭრელებული კედელი, საწოლის მარცხნივ კომპიუტერის მაგიდა იდგა მის შორიახლოს კი კარადა იდგა, მისი კარები ღია იყო და ძირს მიმოფანტული სპორტული თუ კლასიკური ტანსაცმელი ერთმანეთში ახლართულიყო.

  ჯიჯის მზერას თვალი გავუსწორე და გავწითლდი. ყოველთვის დალაგებული მქონდა ოთახი მანამ სანამ ზეინთან გადავიდოდი მას შემდეგ აღარ მიზრუნია ოთახის დალაგებაზე ამ არეულობას ხელს ანაც უწყობდა, მართალია მასაც ჰქონდა ტანსაცმელი, მაგრამ არ შეეძლო ჩემი წასვლის შემდეგ ჩემი კარადა არ დაეტერორებინა.

  ჯიჯი მომიახლოვდა და საწლოზე ჩემს გვერდით ელეგანტურად ჩამოჯდა. მისი სიახლოვე მაფორიაქებდა.
ტელეფონი ამოიღო, ბლოკი მოხსნა და გამომიწოდა.

   თითქმის მთელი სოც-ქსელი ჩემი ფოტოებით იყო აჭრელებული, ეს მაშინ გადაეღოთ, როდესაც ზეინის სახლიდან თავქუდმოგლეჯილი ნამტირალები თვალებით გამოვრბოდი.

BodyGuardWhere stories live. Discover now