წვეულება მისტერ სმიტთან

411 49 9
                                    

  - მის ჯენერ წინააღმდეგი ხომ არ იქნებით დღეს საღამოს ჩემს წვეულებაზე, რომ დაგპატიჟოთ? ეს რა თქმა უნდა ორივე ჩვენგანისთვის მომგებიანი იქნება ანუ პიარს ვგულისხმობ.
- სრულიად დარწმუნებული ვარ თქვენს წვეულებაზე მე და ანა კარგად გავერთობით. და გთხოვ უბრალოდ კენი დამიძახე.
- როგორც თქვენ ისურვებთ და სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, იმედი მაქვს ხშირად შევხვდებით ერთმანეთს.

  როდესაც ამა ამბობდა ანას თვალს არ წყვეტდა, შემდეგ დაგვემშვიდობა და ოთახი სწრაფი, მაგრამ ელეგანტური ნაბიჯებით დატოვა.

მე და ანამ ერთმანეთს გადავხედეთ. მან მრავალმნიშვნელოვნად გადაატრიალა თვალები, რაზეც გულიანად გამეცინა.
*****
  ,,ვოგის" გადაღებები იმდენად დამღლელი იყო, რომ სრულიად გადამავიწყდა საღამოს წვეულება.
საწოლზე ვიწექი და ჩემდა უნებურად ჰარიზე ვფიქრიბდი.
მის დღევანდელ ქცევაზე, თითქმის მთელი დღე ურცხვად მათვალიერებდა, და როგორც კი თვალებში შევხედავდი უხერხულად მარიდებდა თვალს.

   წვეულება, რომელზეც ლაქიმ დაგვპატიჟა არც კი გამახსენდებოდა ანა, რომ არ შემოვარდნილიყო ჩემს ოთახში და დონის მიერ ახლად შეძენილ და ლამაზად მოწესრიგებული ტანსაცმლის კარადის თავდაყირა დაყენება არ დაეწყო.

თან გამუდმებით წუწუნებდა თავის სისუსტეზე.

-ანა გეყოს ჩემს ოთახში რევოლუციონერისავით სირბილი.
-შენ კი ჯობს მომზადება დაიწყო წვეულება ერთ საათში იწყება.
-ოჰჰ ეგ სულ გადამავიწყდა.

ერთი წუთით ანამ შეწყვიტა ჩემი კარადის დატერორება და ეშმაკური ღიმილით გადმომხედა.

-ზედმეტად ბევრს, რომ არ ფიქრობდე ჰარიზე ასეთი გულმავიწყიც არ იქნებოდი.

  აღშფოთების გამოსახატად ბალიში ვესროლე, მანაცა არ დააყოვნა და ცოტახანში მთელი საძინებელი ოთახი თეთრი ბუმბულებით მოირთო.
ბედნიერი ვიყავი იმით რომ შინა მოსამსახურე დავიქირავეთ-ლუსინდა, და მას მოუწევდა ამის დალაგება.

BodyGuardWhere stories live. Discover now