ოცდამეორე თავი

2.5K 146 41
                                    

   თვალებს ნაზად ვახელ და საწოლიდან ვდგები. საშინელი სიზმარი დამესიზმრა. სარკეში ვიხედები, სახე ნამტირალები ადამიანივით მაქვს. ნუთუ ეს რეალობა იყო და არა სიზმარი?
ოთახს კარგად ვათვალიერებ და საწოლის გვერდით მდგარ დაბალ სკამზე დადებულ დაწყევლილ მოსაწვევს ზიზღნარევი მზერით დავყურებ. ის რა მართლა აპირებს დაქორწინებას?
   ცხოვრება სასტიკია და ბედნიერების საშუალებას არ გაძლევს. თითქოს ყველაფერი მოგვარდაო, უარეს პრობლემას აწყდები. თითქმის სრულ ბედნიერებას მიღწეული ახლა-ღა აცნობიერებ, რომ ყველაფერი ტყუილი ყოფილა. და ახლა მხოლოდ ერთი რამ შეგიძლია გააკათო:
ლანძღო საკუთარი თავი. შენ ხომ ცხოვრების დაგეგმილ მახეში გაები. მაშასადამე თავად გამოუტანე განაჩენი საკუთარ თავს.
   კარის წკრიალა ხმას ფიქრებიდან გამოვყავარ. ზანტად ვდგამ ნაბიჯებს კარისკენ და წამებში ვაღებ. ქეთოს დანახვისთანავე უკან ვტრიალდები და ისევ ოთახში ვუბრუნდები. კარადას ვუახლოვდები და ტანსაცმლის არჩევას ვიწყებ. დროა საყიდლებზე წავიდე.
- შენც მიიღე მოსაწვევი? - ამბობს დაბნეული ხმით გოგონა. თითქოს თავს დამნაშვედ თვლიდეს ამ სიტყვების წარმოთქმისათვის. მზერასაც კი ვერ მისწორებს.
საშინელი ტკივილის გრძნობა მეუფლება. თითქოს რაღაც ჩამწყდა, თუმცა არ ვიმჩნევ და თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად. მის სახეზე გაკვირვებას ვხედავ. ამ რეაქციას ვაიგნორებ და ისევ ტანსაცმლის არჩევას განვაგრძობ.
- სადმე მიდიხარ? - ქეთოს ჩვეული ტონი აქვს, თუმცა ვგრძნობ, რომ მისი ნერვები არც ისე კარგ მდგომარეობაშია. არაუშავს, მე უარესად გამანადგურა ამ მოსაწვევმა.
- კაბის საყიდლად. - ვპასუხობ მშვიდად და ჩემი თვალიდან ცრემლი ნელა მიგორავს იატაკისკენ. ახლა კაბის საყიდლად წასვლა ყველაზე ნაკლებად მინდა. საერთოდაც არ მინდა ქორწილში წასვლა. მან ეს როგორ გამიკეთა? მინდა თვალებში ჩავხედო. მაინტერესებს თუ ეყოფა გამბედაობა რაიმე მითხრას. ვითომ თავს დამნაშვედ გრძნობს? ნეტავ როგორ მოიქცევა ჩემს დანახვაზე?
- სერიოზულად ამბობ? აპირებ ნიკას ქორწილში წახვიდე? - ქეთო ისეთი ემოციით და მაღალი ხმის ტემბრით მისმევს კითხვებს, რომ ძალაუნებურად შიშისაგან ვხტები. ფიქრების მორევიც მაშინვე მშორდება.
- არასერიოზულობის რაიმე მეტყობა? - ვამბობ ცინიზმის მაგვარი ტონით და არჩეულ ტანსაცმელს საწოლზე ნაზად ვდებ.
- მარიამ გონს მოდი. ქორწილი უნდა ჩაშალო.
- რატომ? რატომ უნდა გავაკეთო ეს? - საუბრის დროს ქეთოს თვალს არ ვაშორებ და თანდათანობით ბრაზი მემატება.
- შენ ის გიყვარს და არ უნდა მისცე უფლება სხვა შეირთოს ცოლად. - ისე ამბობს თითქოს მარტო ჩემზე იყოს დამოკიდებული. მე რა უფლება მაქვს მის ცხოვრებაში ჩავერიო? მისთვის უბრალო ნაცნობი ვარ.
- ჩემს გრძნობებს მნიშვნელობა არ აქვს. მას არ ვუყვარვარ. ისე კი ძალიან მაინტერესებს რას მოიმოქმედებს ჩემი დანახვისას.
- მარიამ ნუ სულელობ. გონზე მოდი. მას მართლა უყვარხარ. - ისე ამბობს ქეთო, თითქოს მე დავაძალე ნიკას ქორწილის გადახდა. მე თუ ვუყვარვარ მაშინ სხვა რატომ მოჰყავს ცოლად? სისულელეა!
- აბა რით ახსნი ამ მოსაწვევს? - ვამბობ და ფურცელს ქეთოსთან ახლოს ვაგდებ. საშინლად ვგრძნობ თავს. თითქოს ყველაფერი წამართვეს, თითქოს საკუთარი სულის ნაწილი დამაკარგვინეს. სიცარიელემ დაიდო ბინა ჩემს გულში. ისე ვარ უკვე ტკივილსაც ვეღარ გამოვხატავ.
   ნიკას ყოველი ქმედება ტყუილი იყო. მეთამაშებოდა! მატყუებდა! საერთოდ როგორ შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ მიყვარდეს? საკუთარი თავი მძულს, რადგან ის ვერ შევიძულე. მოახლოებული საფრთხე ვერ განვსაზღვრე.
- მეც წამოვალ შენთან ერთად.
- არა, არ მინდა. მარტო წავალ.
- მარტო ვერ გაგიშვებ. რას აპირებ? ისე წახვალ ქორწილში თითქოს არც არაფერი ხდება? - უკვე ქეთოსაც გადაეკეტა და ყვირილზე გადავიდა.
- ზუსტადაც. ნიკას თუ ადამიანური გრძნობები გააჩნია მაშინ აუცილებელია იქ მისვლა. ამით გულს ვატკენ და სირცხვილის გრძნობას განვაცდევინებ. ძალიან მაინტერესებს როგორ ჩამხედავს თვალებში და რა სიტყვებით დაიწყებს საუბარს. ვიცი მეც მეტკინება გული, ვიცი ამით საკუთარ თავსაც გავანადგურებ. მაგრამ ახლა მხოლოდ ერთი რამ მინდა. ნიკას ვაგრძნობინო ის ტკივილი, რასაც ახლა მე განვიცდი. შეიძლება სულელი გგონივარ, ან ჩემს შურისმაძიებლურ გეგმას კიცხავ, მაგრამ არ მაინტერესებს. ახლა კი წასვლის დროა. - ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გამოვდივარ, ქეთოც ძალაუნებურად მომყვება.
  სადღაც ოც წუთში უკვე ტანსაცმლის მაღაზიის შესასვლელში ვარ. ქეთო ჩაფიქრიანებული მეჩვენება.
- რაზე ფიქრობ?
- ვერ ვხვდები ნიკა ამ ასაკში რატომ ქორწინდება. ჯერ მთელი ცხოვრება წინ აქვს. რა საჭიროა დაქორწინება?! სკოლაც არ დაუმთავრებია. - ცოტა ვღიზიანდები ამ ამბის გახსენებისას. ქეთო ძალიან ღელავს ნიკაზეც და ჩემზეც.
- ნიკა სრულწლოვანია და რასაც უნდა იმას გააკეთებს და საერთოდაც აღარ მინდა მასზე საუბარი. ცოტა ნხით დავივიწყოთ და კაბა ავარჩიოთ. - ვამბობ და ვიტრინაში განთავსებული თეთრი, ულამაზესი კაბისკენ მივიწევ. ხომ არის ღირსი ეს ჩავიცვა ქორწილში?! მაგრამ არა. თავს არ დავიმცირებ. თეთრი კაბა ქორწილში მხოლოდ პატარძალს უნდა ეცვას, სხვას არავის.
   უეცრად თავში ნიკასთან გატარებული დრო მიტივტივდება. კაბის საყიდლად, რომ წამომიყვანა ტანზე მომდგარი, ზედმეტად გამომწვევი კაბა არ მაყიდინა. ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ ასეთს ვიყიდი. ვინ არის ნიკა, რომ მის ჭკუაზე გავიარო? არც არავინ.
   ვიწყებ ტანზე მომდგარი კაბების ძებნას. ბოლოს წითელ მომდგარ კაბას ვპოულობ. სადაა, მაგრამ გამომწვევი. მართალია ცოტა მეუხერხულება ამის ჩაცმა, მაგრამ საჭიროა და თანაც ძალიან მომიხდება.
   გასახდელში შევდივარ და ვიზომებ. ბოლოს კი გარეთ გამოვდივარ და სარკეში ვიხედები. ეს კაბა კარგად გამოკვეთს ჩემს ფორმებს. წითელი ფერი კი ის ფერია, რომელიც ყველაზე მეტად მიხდება.
- ამის ყიდვას აპირებ? - ქეთო თვალებ გაფართოებული მიყურებს.
- ზუსტადაც.

თავდავიწყებით შემიყვარდი (დასრულებული)Where stories live. Discover now