მეცხრამეტე თავი

3.1K 143 27
                                    

საპირფარეშოდან ელვის სისწრაფით გავრბივარ.
- რა გადაწყვიტე? - ყურში ანას სიტყვები ჩამესმის, რომელსაც ვაიგნორებ და მძიმე ნაბიჯებით ავდივარ კიბეებზე.
წავიდე თუ არ წავიდე? წავიდე თუ არ წავიდე? ვერ ვწყვეტ. ცხოვრებაში ყველაფერს დედაჩემი წყვეტდა ჩემს მაგივრად და აი შედეგიც. გადაწყვეტილების მიღება საშინლად მიჭირს.
მოდი წავალ. ძალიან მინდა მასთან ერთად ყოფნა. რა ვქნა თუ გულს ნიკასთან უნდა? მაგრამ, არა. დამემუქრა, თან რითი? ობოლი ბავშვებით. საშინელი ადამიანია. არ იმსახურებს თანხმობას.
ნიკას კაბინეტის კართან ვდგავარ და ვცდილობ საბოლოო გადაწყვეყილება მივიღო. გავყვე თუ არა?
" რა სულელი ხარ მარიამ. გადაწყვეტილების მიღებაც არ შეგიძლია. " - ჩამძახის ჩემი მეორე მე. რამდენი ხანია ჩემს ნერვებზე არ უთამაშია. ახლა რაღატომ გამოჩნდა?
გაბრაზებულმა კარის სახელურს ხელი ძლიერად ჩავჭიდე და შემთხვევით შევაღე კიდეც. ეს მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, როდესაც ოთახში ინერციით შევვარდი.
წელში გავსწორდი, ჩემი ქმედებით გამოწვეული გაკვირვება დავმალე და სახე დავასერიოზულე.
- რა გადაწყვიტე? - ჩამესმა ნიკას ირონიული ხმა. როგორ შეიძლება ადამიანმა ასე სწრაფად ჩაანაცვლოს გაკვირვება ცინიზმით?
" მიდი, მარიამ უთხარი არა. ერთი უბრალო სიტყვაა, ერთი უბრალო არაა. სხვა ხომ არაფერია?"- ვამხნევებ საკუთარ თავს და ვცდილობ ხმის ამოღებას, თუმცა უშედეგოდ. ბოლოჯერ ვუსვამ საკუთარ თავს კითხვას - გავყვე თუ არა სავახშმოდ?
- კარგი, წამოვალ. - ჩემმა თავდაჯერებულმა ხმამ ოთახში მშვიდად გაიჟღერა და საოცრად გამაკვირვა. ეს მე ვთქვი? ისევ იგივე განმეორდა. ისევ გულმა აჯობა გონებას!
- ძალიან კარგი. მაშინ შეგიძლია წახვიდე და მოემზადო. ამ დღის დანარჩენი ნაწილი მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის. მე და შენ. - ნიკას გაკვირვებული სახით ვუყურებ. აბა სამუშაოს დასრულების შემდეგო?
- კი მაგრამ სამუშაო საათები ჯერ არ დასრულებულა. მამაშენი გაბრაზდება. - ვახსენებ იმას, რისი შეხსენებაც წესით არ უნდა მჭირდებოდეს.
- ნუ ღელავ, მამას მნიშვნელივანი შეხვედრა აქვს. დღეს აღარ დაბრუნდება. ვერც კი შეამჩნევს ჩვენს აქ არ ყოფნას. სახლში წადი და მოემზადე, დანარჩენი მე მომანდე. ერთ საათში გამოგივლი. იმედია ეს დრო გეყოფა. - ვიცი შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს, ამიტომ ვნებდები.
- რა თქმა უნდა. - ვამბობ თავდაჯერებულად და კაბინეტს წამებში ვტოვებ.
რა სულელი ვარ! ერთ საათში მომზადებას როგორ მოვასწრებ? ჯერ ტანსაცმელიც არ მაქვს არჩეული. იმედი მაქვს მოვასწრებ!

თავდავიწყებით შემიყვარდი (დასრულებული)Where stories live. Discover now