მეოცე თავი

3.3K 173 38
                                    

  - სამწუხაროდ ისევ. - ამბობს ელე და ტელეფონს ჩემსკენ ატრილებს. ეკრანს შორიდან ვაკვირდები. ფოტო მაშინ არის გადაღებული, როდესაც მე და ნიკა რესტორნის შესასვლელთან ვიდექით.
    თავბრუ მესხმის და კედელს ფრთხილად ვეყუდები წონასწორობის შესანარჩუნებლად. ვგრძნობ თითქოს მთელი სამყარო თავზე ჩამომენგრა. ამის შემდეგ სკოლაში როგორ-ღა მივიდე? ან რას იტყვის დედა? მეზარება მისი ჩხუბის, კრიტიკის და ყვირილის მოსმენა. თუმცა ეს გარდაუვალია! სამწუხაროდ.
    ბაგეებს ვაღებ და სიტყვას ისე წარმოვთქვამ, რომ ჩემს ყურამდეც არ მოდის ბგერათა ჯგუფი. იატაკის შემყურე თვალს ვერ ვუსწორებ ვერც ელეს და ვერც ტელეფონს.
    - უარესები დაწერეს? - ვკითხულობ ცოტაოდენი დროის გასვლის შემდეგ. ხმა ისე მაქვს ჩამწყდარი თავად ძლივს მესმის ჩემი წარმოთქმული სიტყვები.
    - წაიკითხე. - ამბობს და აშკარაა ტელეფონს მიწვდის. იატაკიდან თვალები ელენეზე და მის გამოწოდებულ, ხელში არსებულ ტელეფონზე გადამაქვს. შევძლებ ამის წაკითხვას? არამგონია.
    - არ შემიძლია. - ვამბობ ტირილნარევი ხმით და ობოლი ცრემლი სწყდება ჩემს თვალს. ფეხები მიკანკალებს, მუხლები მეკეცება. თითქოს სადაცაა მიწაზე გავიშხლართები. ნელი ნაბიჯით მივდივარ საწოლამდე და ძალაგამოცლილი ვეხეთქები მის ზედაპირს.
   - არ გინდა ყველაფერი მომიყვე? -ოთახში გამეფებულ სიჩუმეს ელენეს სევდიანი ხმა არღვევს. ამბის მოყოლას ვიწყებ, უმნიშვნელო საკითხებიდან დაწყებული ნიკას კოცნებით დასრულებული ყველაფერს წამებში ვფქვავ. გახსენებისას ხან ვიღიმი, ხან ვწითლდები და ალმური მედება, ხანაც ვბრაზდები. უამრავი ემოცია რიგ-რიგობით იკვეთება ჩემს სახეზე. ისე ვარ თოთქოს ლოდი მომხსნეს მხრებიდან. თურმე ადამიანი მჭირდებოდა ვისაც გულს გადავუშლიდი.
   ელენე ძლიერად მეხუტება მეც მტკიცედ ვხვევ ხელებს და მჭიდროდ ვიხუტებ.
    - ნიკას დაურეკე. ვფიქრობ, მანაც უნდა იცოდეს ეს ამბავი. - წამის მეასედში ელენე მშორდება და ისე ყვირის თითქოს სახლში მარტო ვიყოთ.
    ტელეფონს ვიღებ და ნიკასთან ვრეკავ. არ იღებს! უკვე გათიშვას ვაპირებ, რომ მეორე მხრიდან ჩემთვის საყვარელი ხმა გაისმის.
    - გისმენ მარიამ. - ჩემი სახელის გაგონებაზე ტრადიციულად ტანში ჟრუანტელი მივლის და ალმური მედება. ოდნავ მეღიმება კიდეც. ვცდილობ ფიქრებს თავი მოვუყარო და სწორი სიტყვები შევარჩიო სათქმელად. ყველაფრის გახსენებაზე ღიმილი სახეზე მეყინება და ისევ ცუდ ხასიათზე ვდგები.
    - ისევ იგივე განმეორდა. ჩვენზე ისევ დაწერეს სტატია... - ვამბობ ჩახლეჩილი, დაბალი ხმით. არც კი ვიცი გაიგო თუ არა ნიკამ. მინდა კიდევ ვუთხრა რაიმე, თუმცა სიტყვებს ვერ ვპოულობ.
    - ვიცი, ვნახე, არ ინერვიულო. დამერწმუნე სტატიას ხვალამდე გავაქრობ. მალე ვერავინ ვერსად იპოვის ამ სიახლეს. ჩემი ხომ გჯერა? - ნიკას თავდაჯერებული ხმის შინაარსზე გაუცნორიერებლად მეღიმება. მჯერა, ის ყველაფერს მოაგვარებს. მისდამი ჩემი ნდობა განუსაზღვრელია. თავადაც არ ვიცი რატომ.
   - მჯერა. - ჩემს ხმაში სიხარული იკვეთება. უკვე თავს გადარჩენილად ვგრძნობ. თითქოს ეს სტატია უკვე აღარ არსებობდეს. ჩემს სიტყვებზე ნიკას სიცილის ხმა მესმის. კმაყოფილი, ბუნებრივი, რეალური სიცილის. ნუთუ ნიკა ჩემმა პასუხმა გაახარა?
   - უკვე გვიანია, დაიძინე. ტკბილ სიზმრებს გისურვებ მარიამ. - მის სიტყვებზე ნიკას კმაყოფილი სახე მიდგება თვალწინ. ყურებამდე მეღიმება. ნიკა ჩემზე ზრუნავს!   
   ელენეს ვაკვირდები გაოცებული სახით მიყურებს და ერთი სული აქვს, როდის მოვუყვები ამ სატელეფონო საუბარს დაწვრილებით.
   - ღამე მშვიდობის ნიკა. - ვამბობ და ტელეფონს ვთიშავ. ელეს სახეს ვაკვირდები, ლამისაა ცნობისმოყვარეობისაგან გასკდეს.
    - ნიკა ყველაფერს მოაგვარებს. სტატიას ხვალამდე გააქრობს.- ელენეს ვეხუტები და თან ამ სიტყვებს ვეჩურჩულები ყურში. ის კი ბოლო ხმაზე იწყებს კივილს, რაზეც ჩემი და შემორბის ოთახში.
    - თქვენ სულ გაგიჟდით ხო? - გვეკითხება და ლოგინზე მძიმედ ეხეთქება.
    - აბა ვის ეძინება? - ღიმილიანი სახით ვუყურებ ჩემს გიჟ დას და კარებისკენ ვანიშნებ. იქნებ მიხვდეს ვის ძილსაც ვგულისხმობ და წავიდეს.
    - არც არავის. - მპასუხობს და ისეთ კაკანს იწყებს, მე და ელესაც სიცილი გვიტყდება. ბოლოს ძლივს ვსულიერდებით. თუმცა სიცილისგან ყველას მუცლები და ლოყები გვტკივა.
    სიცილზე სიცილი ძალიან სახალისოა.
     - მოდი კითხვობანა ვითამაშოთ.  მე ვკითხავ თქვენგან რომელიმეს, ვთქვად მარის. შემდეგ მარი კითხავს ჩევნგან რომელიმეს და ასე... - ამბობს ელე და მომლოდინედ გვიყურებს. აინტერესებს რამდენად მოგვეწონა მისი იდეა.
    - კარგი მაშინ მე არ ვიწყებ. - ამბობს ლიზი და საწოლში კომფორტულად თავსდება.
    - არც მე. - ამბობს ელე და გვერდით უწვება. იდეა მომწონს. ვერ ვხვდები რა პრობლემაა პირველი დაწყება?
    - კარგი მე დავიწყებ. ლიზი მითხარი ყველაზე საყვარელი მომენტი შენი და ლევანის ურთიერთობიდან. - მწვანეთვალება დაიკო ფიქრს იწყებს. მე კი პასუხის მოლოდინში მის გვერდით ვწვები და ჭერს შევყურებ.
    - ერთხელ კინოში დამპატიჟა. ყურების დროს ცოტა დაღლილი ვიყავი და წინა სკამზე მსუბუქად ჩამოვდე თავი. ასე განვაგრძე ყურება. ერთი წუთიც არ იყო გასული ლევანიმაც მსგავსი გააკეთა. ჩემს გვერდით სკამზე ჩამოდო თავი და ისე გააგრძელა ყურება. ცოტა ხანში თავი ავწიე და ისევ ჩემს სკამს მივეყუდე. არც მან დააყოვნა და იგივე გაიმეორე. ძალიან საყვარელი იყო. ძალიან ძალიან ხარისხში. - სამივენი ვიღიმით. რა საყვარელი სანახაობა იქნებოდა. რას არ მივცემდი ოღონდაც მენახა. 
    - კარგი ახლა ჩემი ჯერია. მარიამ როგორ შეარიგე გვანცა და ტატო? ძალიან მაინტერესებს. ვერავისგან გავიგე.
    - გვანცამ და ტატომ ვის გამოც იჩხუბეს ის გოგო გავიცანი. სინამდვილეში ტატოს ბრალი არაფერი ყოფილა. არც იმ გოგოსი. ანუ შემთხვევით მოხდა. გვანცა უბრალოდ ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოჩნდა. მას ყველაფერი ავუხსენი და შესაბამისად ტატო და გვანცა შევარიგე. - ძლივს ვასრულებ საუბრას. თან ვცდილობ რაც შეიძლება მოკლედ მოვყვე. ახლა ჩემი ჯერია. ვის ვკითხო ან რა ვკითხო?
    - ელე ყველაზე მეტად რა მოგწონს ბექაში? რა გიზიდავს მასში? რით არის გამორჩეული?
    - ჰმმ... ბექა ძალიან თბილი ადამიანია. სულ ჩემს გვერდით არის, გამუდმებით მეხმარება პრობლემების მოგვარებაში, თუნდაც უმნიშვნელო იყოს. ერთგულია და არასოდეს მატყუებს. ექსტრემალური ადამიანია და როდის რას მოიფიქრებს ღმერთმა იცის. მაგალითად წინა შაბათს სახლში დამადგა წამო ქალაქ გარეთ წავიდეთო. ასე სპონტანურად ამოვყავით თავი ბაკურიანში. ის ძალიან სიმპატიურია და თან ძალიან კარგი კოცნა იცის. -  ბოლო სიტყვებს ჩუმად ამბობს, თითქოს ვინმე სხვა გაიგებდეს და სიცილს იწყებს.
    - ლიზი ლევანიმ სიყვარული უკვე აგიხსნა? - კითხვას სვამს ელე და ორივენი ინტერესიანი თვალებით შევყურებთ ლიზის.
   - კი. - ამბობს ლიზი მორცხვად. მგონი უკვე ჩამეძინა. ჩემი გიჟი და და სიმორცხვე? შანსი არაა.
    - რას მიყურებ ბოჩოლას თვალებით. ახლა შენ ნახავ სეირს. - ამბობს და ცოტა ხნით ფიქრობს. რას ვერჩოდი? რატო მივაშტერდი? ახლა ისეთს მკითხავს აქედან აორთქლება დამჭირდება. ვინმემ მიშველეთ რა... დაძაბული ვუსმენ ოთახში გამეფებულ სიჩუმეს, გული შიშისგან სწრაფად იწყებს ძგერას. ნეტა რას მოიფიქრებს?
     - ნიკა გიყვარს? - ჩემს ყურებამდე ლიზის წარმოთქმული სიტყვები ძლივს აღწევს. სწრაფად ვხურდები და ჩემს თავს ვეკითხები იგივეს. ნიკა მიყვარს? რას ვგრძნობ მის მიმართ?
    - რას გაჩუმდი გვიპასუხე. - ამბობს ელე და ორივე ცნობისმოყვარე მზერას მაბყრობს. რამე დავაშავე?
    - არ ვიცი. ავირიე. მისი ქცევა მაკვირვებს. ხან საოცრად თბილია, ხანაც საშინლად ცივი. მისგან შორს, რომ ვარ მისი ნახვა მინდა და ახლოს, რომ ვარ შორს ყოფნა მინდება. რადგან ვიცი იმედები მაინც გამიცრუვდება და ის არ მოხდება რაც მინდა. სინამდვილეში ისიც არ ვიცი რა მინდა. მოკლედ არაფერი არ ვიცი. ძალიან დაბნეული ვარ. როგორ გაარკვიეთ, რომ თქვენი მეორე ნახევარი იპოვეთ? ელე საიდან იცოდი, რომ ბექა ის იყო ვინც გჭირდებიდა. ან შენ ლიზი. როგორ მიხვდი, რომ ლევანი გიყვარდა?
    - რა ვიცი. ამას ადამიანი ინტუიციურად გრძნობს. თუ იმას ხედავ ვინც გიყვარს მაშინ გული გიჩქარდება და თვალის გუგები გიფართოვდება. ხელის გულები გიოფლიანდება და მის ნებისმიერ სულელურ ნათქვამზე შეგიძლია გაიღიმო. თუ გიყვარს მასთან ყოფნა გამუდმებით გინდა. გინდა მხოლოდ შენ გეხებოდეს. თვალებს, რომ დახუჭავ მისი სახე გიდგება თვალწინ. დღე და ღამ მასზე გეფიქრება. არ ვიცი მეტი რა-ღა გითხრა. - ფიქრებში ვიკარგები მე ნიკა მიყვარს? ამის შემდეგ ცოტას კიდევ ვთამაშობთ, თუმცა ყურადღება გაფანტული მაქვს. ბოლოს ძილს ვიმიზეზებ და თამაშსაც ვწყვეტთ.
 

თავდავიწყებით შემიყვარდი (დასრულებული)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang