მერვე თავი

2.9K 173 69
                                    

- ნიკა აქ რა ჯანდაბას აკეთებ? - ვეკითხები ჩემს წინ მდგარ ბიჭს. თვალს ვაყოლებ ქვევიდან ზევით და მის ჩაცმულობას კარგად ვაკვირდები.
- ჯერ ეს ერთი აჯობებს თუ მომართავთ ზრდილობის ფარგლებში- ბატონო ნიკა. მერე მეორე, თქვენ ჩემი ასისტენტი ხართ, გევალებათ ჩემთვის დახმარების გაწევა. საბუთების მოწესრიგება, განრიგის შედგენა და ყველაფერი იმის გაკეთება, რასაც მე დაგავალებთ. - ვერ ვხდები თქვენობით რატომ მესაუბრება?! ისე თითქოს არ მიცნობდეს.
- ესე იგი შენ ხარ ამ კომპანიის მმართველის შვილი? - ვეკითხები გაოცებული. ალბათ ასეა სხვა შემთხვევაში აქ ვერ იქნებოდა.
- დიახ, მე ვარ ქალბატონო... უკაცრავად, თქვენი სახელი შემახსენეთ. - ამბობს და მიყურებს. პასუხს ელოდება, ისე თითქოს არ მიცნობდეს. მე რაიმეს თქმის გარეშე გამოვდივარ კაბინეტიდან და კარს ძლიერად ვაჯახუნებ. გარეთ მყოფები მიყურებენ, მე კი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ვიღიმი და პირველ სართულზე ჩავდივარ.
- მარი, თქვენი კაბინეტი "ნომერი 404"- ის გვერდით არის. - ამბობს წითური გოგონა, როგორც კი მხედავს.
- მადლობა, მაგრამ იქნებ შევწყვიტოთ თქვენობით საუბარი და ერთმანეთი გავიცნოთ? მარიამი. - ვამბობ და ხელს ვუწვდი.
- ანა. - ამბობს და ხელს მართმევს.
- ანა შეიძლება რაღაც გკითხო? ნიკა, უფრო სწორად, ბატონი ნიკა აქ დიდი ხანია მუშაობს? ის ხომ ჯერ სკოლის მოსწავლეა? აქ რატომ მუშაობს? ან ჩვეულებრივ სკოლაში რატომ სწავლობს თუ ასეთი მდიდარია? - კითხვებს ვუსვამ და მის გაოცებულ სახეს ვუცქერ.
- ეს მამამისის, ბატონი გიორგის კომპანიაა. ბატონი ნიკა აქ დიდი ხანი არაა რაც მუშაობს. მამამისს უნდა, რომ მისმა შვილმა ეს საქმიანობა აითვისოს. შენამდე ბევრი ასისტენტი გვყავდა. არცერთი გაჩერებულა აქ ერთ კვირაზე მეტი. ბატონმა ნიკამ ყველა გააგდო. წარმატებებს გისუყვებ საყვარელო. ძალიან კარგი გოგო ჩანხარ, იმედია გაუძლებ ბატონი ნიკას ასისტენტობას. - მითხრა და გამიღიმა. როგორი საყვარელი და ხალისიანია ვერც კი წარმოიდგენთ.
- დარწმუნებული ვარ შევძლებ- ვამბობ თავდაჯერებული. ნიკას უფლებას არ მივცემ გამაგდოს.
- ხო მართლა სიხარულო, შენ საიდან იცი, თუ სად სწავლობს ბატონი ნიკა? - მეკითხება და კვლავ მიღიმის.
- გეტყვი. ოღონდ ჩვენ შორის უნდა დარჩეს. - ვამბობ და ვიცინი. თითქოს ისეთ საიდუმლოს ვამხელ სიკვდილ- სიცოცხლის საქმე იყოს. თუმცა ჩემთვის მართლაც ასეა.
- კარგი. მითხარი.
- მე ნიკას უკვე ვიცნობ. ერთ სკოლაში დავდივართ. - ვამბობ და მის გაკვირვებულ სახეს ვაკვირდები. ძალიან ლამაზი შავი თვალები პირდაპირ მე მიყურებენ.
- მართლაა? მაშინ გაგვიმართლა. არც შენ გაგაგდებს და არც ჩვენ მოგვიწევს შემცვლელის პოვნა. - ამბობს საოცრად საყვარელი ხმით და მიღიმის.
- იმედია - ვამბობ, ვუღიმი და ჩემი კაბინეტისკენ მივდივარ.
შევდივართ თუ არა, მაგიდაზე დადებული ტელეფონი რეკავს, მაშინვე მივდივარ და ვპასუხობ.
- ყავა შემომიტანე. - მესმის ნიკას მკაცრი ხმა. ასრულებს თუ არა საუბარს ტელეფონს თიშავს.
- უზრდელი. იქნებ რაიმეს თქმა მინდა. აქამდეც ვიცოდი, როგორი საშინელებების გამკეთებებლია, მაგრამ ეს მეტისმეტია. ის მაინც ეთქვა, რომელი ყავა უნდა. იდიოტი! - ვბურტყუნებ ჩემთვის და ხელების ქნევით ჩავიდვარ პირველ სართულზე. ანას ვეკითხები თუ, რომელი ყავა უნდა მოვუდუღო ნიკას. საბედნიეროდ მან იცის. ყავის გაკეთებაშიც მეხმარება და ფინჯანშიც მისხამს.
კვლავ მესამე სართულზე ავდივარ და "ნომერ 404"-ს ვუახლოვდები. ამ სართულებზე ასვლა-ჩასვლამ უკვე ფეხები მატკინა. კარზე ვაკაკუნებ და პასუხს ველოდები. არ მინდა მეორედ მოვისმინო ნიკას შენიშვნა დაკაკუნებასთან დაკავშირებით.
- მობრძანდით. - მესმის მისი ბოხი ხმა. მეც შიგნით შევდივარ და ყავას ნიკასთან ახლოს მაგიდაზე ვდებ.
- კიდევ რამე ხომ არ გნებავთ? - ვეკითხები ნიკას. არ მინდა რაიმე შენიშვნა მომცეს. მე ასე მარტივად სამსახურიდან ვერ გამაგდებს. ნიკა ფინჯანს იღებს, ერთ ყლუპს სვამს და კვლავ მაგიდაზე აბრუნებს.
- შენი სახელი შემახსენე. - მის სიტყვებზე ვბრაზდები, ვითომ არ იცოდეს.
- იზოლდა. - ვამბობ და სიცილს ძლივს ვიკავებ.
- მომისმინე იზოლდა, შაქარი ზედმეტი მოგივიდა, შემდეგ ჯერზე ასეთი ტკბილი აღარ გააკეთო. და კიდევ, საბუთები შემომიტანე.- ნიკა კვლავ იღებს ფინჯანს და მეორე ყლუპს სვამს. მის სიტყვებზე ვცოფდები. შემდეგ ჯერზე ცეცხლს და ნავთს მოგიდუღებ და დაგალევინებ იმედია მოგეწონება.
მისი კაბინეტიდან გამოვდივარ და ორ წუთში შევდივარ საბუთებით ხელში. ნიკასთან ახლოს მივდივარ და პირდაპირ მის წინ მაგიდაზე ვახეთქებ საბუთებს. ის კი გაკვირვებული მიყურებს.
- რატომღაც მეგონა ადამიანი იმას არ სვამდა რაც არ მოსწონდა. თუ არ მოგეწონათ რაღატომ დაასრულეთ ბატონო ნიკა? - მან დაიწყო ეს თამაში და მეც მისი წესებით ვითამაშებ. ჩემი ოინებით გავუმწარებ სიცოცხლეს.
- ალბათ არასწორად გეგონათ ქალბატონო იზოლდა. - ამბობს და იცინის, სიცილს ძლივს ვიკავებ, კარისკენ მივდივარ და როდესაც ნიკას კაბინეტიდან გამოვდივარ სიცილს ვიწყებ.
"ქალბატონი იზოლდა" არა კვახი.
სამუშაო დღე ისე სრულდება რომ ნიკას კაბინეტში შესვლა აღარ მიწევს. რაც ძალიან მიხარია.
ბოლოს ჩანთას ვიღებ და კიბეებზე ვეშვები. ღმერთის სასჯელია ეს კიბეები.
პირველ სართულზე ანას ვხვდები და ერთად გავდივართ ოფისიდან.
- აბა როგორი იყო პირველი სამუშაო დღე? - მეკითხება ხალისიანად და ეს ხალისი მეც მედება.
- კარგი იყო, რადგან ახალი მეგობარი შევიძინე. - ამ მეგობარში ანას ვგულისხმობ. ის ამას ხვდება და მიღიმის.
- ბატონ ნიკასთან დაკავშირებით რა ხდება?
- ნიკას ჩვენი გაკეთებული ყავა არ მოეწონა. - ანიმ გაკვირვებული სახით შემომხედა.
- არა და ასეთი უყვარს, ზუსტად ვიცი. სულ ასეთს სვამს ხოლმე.
- ხო შეიძლება უბრალოდ ჩემი ნერვების მოშლა უნდა და თან შურისძიებაც. - ვამბობ ხმადაბლა, ჩემთვის, მაგრამ ჩემი სიტყვები ანასაც ესმის.
- რა შურისძიება. არ გინდა მომიყვე? - მეკითხება ღიმილიანი სახით და წარბებს მითამაშებს.
- მოგიყვები ოღონდ არავის არ უნდა უთხრა. - ანა თავს მიქნევს. - მოკლედ ნიკას ძმაკაცი და ჩემი დაქალი შეყვარებულები არიან. მათი საშუალებით გავიცანით ერთმანეთი. მაგრამ ნიკას აქამდეც ვიცნობდი...- ანას ყველაფერი მოვუყევი რაც ჩემსა და ნიკას შორის მოხდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მას ვენდობი.
- ვერ ვხვდები, რატომ გითხრა ეცადე არ შემიყვაროო?! ზოგადად მისი ხასიათი ძალიან რთულია, მაგრამ არ მეგონა ასეთი საშინელება თუ იქნებოდა. სიხარულო, შენ არ ინერვიულო. ყველაფერი მოგვარდება. - ამბობს და მიღიმის, მეც ანალოგიურად.

თავდავიწყებით შემიყვარდი (დასრულებული)Where stories live. Discover now