მესამე თავი

3.9K 177 10
                                    

გაშეშებული ვდგავარ კედელთან. ვერც ხმას ვიღებ, ვერც სხვა რაიმეს ვაკეთებ. ის კი მიყურებს, მიყურებს და მაკვირდება. ადამიანი, რომელსაც თასმის შესაკრავად, ასეთი რამ გავუჩალიჩე, ახლა ჩემს წინ დგას.
ნუთუ მიცნო? ნუთუ მიხვდა, რომ მე ვარ? არა. რომ მიმხვდარიყო, ასე ჩუმად არ იქნებოდა ხომ ასეა? "დამშვიდდი მარიამ. ის ვერაფერს მიხვდა. არ ახსოვხარ. არა... არა..."
- გამარჯობა მე ნიკა ვარ. - ბიჭი დგება, ჩემსკენ მოდის და ხელს მიწვდის, მეც ვართმევ ხელს და ვუღიმი.
- მარიამი. - ვამბობ თავაზიანობის გამო ჩახლეჩილი ხმით. ნეტავ საერთოდ არ გაგვეცნო ერთმანეთი.
- მოდი რამე ვითამაშოთ. - ამბობს ლევანი. ყველა მას შევცქერით გაოცებულები.
- რა მოხდა? მართლა. მოდი სიმართლე თუ მოქმედება ვითამაშოთ. - ბავშვები ვეწინააღმდეგებით, ბოლოს გვითანხმებს და ჩვენც ვიწყებთ თამაშს.
პირველ ჯერზე მე და გიორგი ამოვდივართ.
- სიმართლე თუ მოქმედება, მარი?- ჰმმ, ცოტა მეშინია მოქმედების, ამიტომაც სიმართლეს ვირჩევ.
- შეყვარებული გყავს? - ნეტა გიორგი ამით რატომ ინტერესდება? თუმცა ვხვდები. ჩემი და ლევანის წყვილი მოსწონს, ალბათ ამიტომ. სანამ ლევანის გამირიგებს აინტერესებს უკვე ხომ არ მყავს ვინმე. ოჰ, რა ეშველება!
- არა, არ მყავს. - ვამბობ და გიორგის გახარებულ მზერას ვაწყდები. შემდეგ ყველას რიგრიგობით ვაკვირდები. ყველა ანალოგიურად იღიმის, მარტო მე და ლევანი ვაცეცებთ თვალებს აქეთ-იქეთ.
ბოთლს კვლავ ვატრიალებ და ლევანი და ნიკა ამოდიან.
- სიმართლე თუ მოქმედება ლევან?
- სიმართლე. - დაუფიქრებლად პასუხობს ლეო.
- კარგი. მაშინ მითხარი, ის მართლა მოგწონს? - ნიკა ჩემზე მიანიშნებს. მე რა სახელი არ მაქვს? როგორ მომმართავს? ნუთუ ჩემი სახელი არ ახსოვს. ან ეს რა კითხვაა? ყველაზე სულელური რამ.
- არა ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ. - ამბობს, ჩემსკენ იხედება და მიღიმის. მეც ანალოგიურად ვუღიმი და ხელს ვუწვდი. ისიც თავის ხელს ისე ურტყავს ჩემსას, მგონია მთელი დედამიწა ხელზე დამეცა.
- კარგი გავაგრძელოთ. - ამბობს ელე და ბოთლს ატრიალებს. ელე და ნიკა ამოდიან.
- სიმართლე - ამბობს ნიკა, ისე რომ ელეს ჯერ კითხვაც არ აქვს დასმული.
- აბა გვითხარი შენ ხომ არ მოგწონს მარი? - თვალს უკრავს და ეშმაკურად იღიმის. ლამისაა მივვარდე და სიფათში მაგრად ვგლიჯო. ამან ძაან გაუფრინა. რაეს კითხულობს? დალაგებული, რომ არ იყო კი ვიცოდი, მაგრამ მთლად ასეთი არ მეგონა.
- მეე? - გაიკვირვა ნიკამ. გაიღიმა და მე შემომხედა. - არა, რა თქმა უნდა.
ნიკას სახე ცინიზმმა მოიცვა და ლამისაა ხარხარს დაიწყებს. მეკი მის პასუხზე ვცხარდები.
- ვითომ რას მიწუნებ? - გავიფიქრე ჩემთვის. უფრო სწორად, მე ასე მეგონა. აღმოჩნდა, რომ ხმამაღლა ვფიქრობ.
- ჩემს სტილში არ ჯდები. - მითხრა და დამცინავი ღიმილი მომაბყრო. სიბრაზემ ჩემი სხეულის თითოეული უჯრედი მოიცვა. ვითომ რას მიწუნებს ეს იდიოტი?
- კარგი. - ვპასუხობ გაღიზიანებული და ბოთლს ვატრიალებ. ამის მერე მას აღარაფრად ვაგდებ და ყურადღებას აღარც ვაქცევ მის არსებობას. საერთოდ აღარ ვუყურებ.
ბოთლი ლევანსა და ბექას შორის ჩერდება.
- სიმართლე თუ მოქმედება. - კითხულობს ლევანი და იღიმის.
- სიმართლე. - პასუხობს ბექა და ისიც უღიმის.
- გვითხარი ვინ არის შენთვის ელე?- მაცდურად ამბობს ლევანი.
- ძალიან გაინეტერესბს, არა? ელენე ჩემი ყველაფერია. ყველაზე მნიშვნელოვანია ჩეთვის. მის გარეშე სუნთქვაც კი არ შემიძლია. ის არის ადამიანი, ვის დაკარგვასაც ვერასოდეს გადავიტან. პირველად, რომ დავინახეთ ერთმანეთი მაშინვე მივხვდი, რომ ელეს ჩემი ერქმეოდა...- ამ სიტყვებს, რომ ამბობდა ელეს უყურებდა. რომელიც ცრემლებს ვეღარ იკავებდა. ბექას საუბარს აგრძელებდა, მეკი აღარაფერი მესმოდა. მხოლოდ ელეს გახარებულ სახეს და აცრემლიანებულ თვალებს ვუყურებდი.
ბოლოს ერთმანეთს ეხუტებიან. ბექას ელე ხელში აჰყავს და აბზრიალებს. მგონია ფილმში ვარ. პოპკონრიღა მაკლია. ხელების დასაბანად გავდივარ. ჩემს წასვლას ვერავინ ამჩნევს.
სააბაზანოში შევდივარ და ხელებს ვიბან. ჩემს წინ სარკე კიდია. მეც მასში ვიყურები და ჩემი სახის ყურებით ვირთობ თავს. ხან ვიჭყანები, ხან ვიღიმი, ხან გაოცებულ სახეს ვიღებ და ხან ჩემს თავს დავცინი. ამ დროს ჩახველების ხმას ვგებულობ.
- მარიამ. - ვხედავ კედელზე აყუდებულ ნიკას, რომელიც ჩემს ქმედებაზე იცინის. თანდათანობით ჩემკენ დგამს ნაბიჯებს. ჩემს სხეულს შიში იპყრობს, რომელიც თანდათან ძლიერდება. სისხლი თავში მიდის და სახეს მიწითლებს. ვგრძნობ უჰაერობას და სიცხეს. ნიკა კი მიახლოვდება და მიახლოვდება. მაჯაში მიჭერს ხელს და კედელზე მაკრავს. შიშისგან თვალებს ვხუჭავ და მაქსიმალურად ვცდილობ მისგან შორს ყოფნას. როგორ სულელურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ფაქტი.
- მარიამ, თვალები გაახილე. - ამბობს ჩუმი ხმით და ლოყაზე ნაზად მეხება. ტანში ჟრუანტელი მივლის და თვალებს ვახელ. მის მუქ მწვანე თვალებს ვაწყდები და მათში ვიძირები. კარს უკან ვიღაცის ნაბიჯების ხმა გაისმის. ნიკა მშორდება, წყალს უშვებს და ხელებს იბანს.
- მარი სად დაიკარგე? - კარში ლევანი შემოდის.
- აქ ვარ, ხელს ვიბანდი. - ვპასუხობ და მის რეაქციას ვაკვირდები. ჯერ მე მიყურებს, შემდეგ ყურადღება ნიკაზე გადააქვს. სახეზე გაურკვევლობა ეტყობა. ბოლოს ამბობს, რომ თამაშის გაგრძელებას აპირებენ და ჩვენც გველოდებიან. მე და ლევანი ბავშვებთან ერთად ვბრუნდებით.
- ელე უკვე გვიანია წავიდეთ რა? - ვეხვეწებისავით ელენეს, და მის გაბრაზებულ მზერას ვაწყდები. საათზე იხედება და შემდეგ თავს მიკრავს. უკვე თერთმეტი საათი ხდება, ამიტომ ბავშვებს ვემშვიდობებით და ელესთან ავდივართ.
ლოგინებს ვშლით და დასაწოლად ვემზადებით. ელეს დედ-მამა თორმეტ საათზე მოვიდნენ. ასე, რომ ვერ გაიგეს დრო, როცა ჩვენ დავბრუნდით. ასე, რომ დატუქსვას გადავურჩით.
ელეს წამებში ეძინება. მე კი ფიქრების სამყაროში ვეშვები. რა მოხდება თუ გამიხსენა? იქნებ გახსენება არც სჭირდება და ვახსოვარ კიდეც? ან სააბაზანოში რის გაკეთებას აპირებდა? რატომ გამომყვა, როცა ხელების დასაბანად წავედი? ნუთუ ჩხუბს აპირებდა? თუ ასეა რატომ თავიდანვე არ მეჩხუბა? რატომ მოიკატუნებდა თავს თითქოს არასოდეს ვუნახივარ? იქნებ ეგონა, რომ ლეოს მოვეწონე. შეიძლება ამიტომ არ უნდოდა ყველაფრის გამომჟღავნება. შეიძლება მართლა ასე იყოს? უკვე აღარაფერი ვიცი.
ლამისაა თავი ამიფეთქდეს. ამდენი კითხვა არასდროს გამჩენია, არც ასეთი შეშინებული ვყოფილვარ. ნუთუ შურისძიებას აპირებს? იქნებ ამისთვის ამედევნა?
ნუთუ ცუდი ადამიანი ვგონივარ? ნუთუ მართლა ასე ფიქრობს? სულელი ხარ მარიამ. რომც ახსოვდე, რატომ ფიქრობ, რომ შენზე რაიმეს იფიქრებს? რატომ გგონია დროს შენზე შურის საძიებლად დახარჯავს? მორჩა მასზე აღარ იფიქრებ, მარიამ. უბრალოდ ეცდები აღარასოდეს ნახო და მორჩება შენი სულელური თავგადასავალი.

თავდავიწყებით შემიყვარდი (დასრულებული)Dove le storie prendono vita. Scoprilo ora