მეჩვიდმეტე თავი

2.8K 140 27
                                    

   კიდევ ერთხელ დავყურებ ტელეფონს და გაუაზრებლად ცრემლები მცვივა სათაურის წაკითხვაზე:
"რა ხდება ცნობილი ბიზნესმენის შვილსა და მდაბიო გოგონას შორის?"
   მეტის წაკითხვას ვეღარც ვახერხებ, აცრემლიანებული თვალები არ მაძლევს ამის საშუალებას და სიმართლე, რომ ვთქვა არც მსურს წაკითხვა. სათაური და ფოტოც საკმარისია ყველაფრის გასაგებად.
ფოტოს ბოლოჯერ ვაკვირდები. ლამაზი ხედია. პარკში, სკამეიკაზე მჯდომარე ორი ადამიანი. კარგად ჩანს ბიჭის მწვანედ მოელვარე თვალები. ეს ფოტო თითქოს წარსულში მაბრუნებს და დღევანდელ დღეს მახსენებს.
   ახლაც თუ ვერ მიხვდით პირდაპირ გეტყვით, ის ორი ბრბოს კლანჭებს ქვეშ მოქცეული მე და ნიკა ვართ. თუმცა არა.... აქ მარტო მე ვარ დამცირებული და მიწასთან გასწორებული.
   ნიკა და მე, ორი სრულიად განსხვავებული ადამიანი, სრულიად განსხვავებული სამყაროდან.
საერთოდ როგორ ვიფიქრე, რომ ერთმანეთს შევეფერებით?! ჩვენ უბრალოდ ნაცნობები ვართ, მეგობრობის დონემდეც კი ვერ მივაღწევთ.
   წარსულს თვალი გადავავლე. შეცდომა იყო... ნიკას გაცნობა შეცდომა იყო, მასთან კოცნაც შეცდომა იყო. ის გრძნობაც რომელსაც ახლა განვიცდი და რომელიც ალბათ სამუდამოდ დამტანჯავს, ესეც შეცდომაა.
ნიკასგან თავი შორს უნდა დავიჭირო. სანამ ტკივილი მშთანთქავს და გამანადგურებს, მანამდე უნდა ავიცილო თავიდან.
     ეს ყველაზე სწორი საქციელია, თუმცა ეს რთული იქნება... ამას ჩემი ახლანდელი მდგომარეობა მოწმობს.
   თავი კედელზე ნაზად მაქვს მიდებული. უკვე იმდენად ვარ ემოციებისგან დაცლილი ცრემლიც კი აღარ გადმოდის თვალიდან. გაუნძრევლად ვზივარ, ვინმეს შეიძლება ქანდაკებაც ვეგონო.
ნიკაზე ვფიქრობ და იმ გრძნობაზე, რომელსაც მის მიმართ განვიცდი. თვალებს ვხუჭავ და მისი სახე მიდგება თვალწინ. ვაკვირდები, ვაკვირდები და ისევ ვაკვირდები...
თუმცა თანდათან ნიკას მშვენიერი სახის ნაკვთები უფერულდება და შავ, უგანზომილებო სამყაროში მთლიანად ვეშვები.
- ძილი ნებისა. - ვამბობ ჩემს ფიქრებში და ცხოველქმედებას ცოტა ხნით ვწყვეტ.

თავდავიწყებით შემიყვარდი (დასრულებული)Onde histórias criam vida. Descubra agora