მეხუთე თავი

3.8K 171 13
                                    

   გაოცებული ვდგავარ ოთახის კარებთან და შევყურებ ჩემს დას. მის სახეზე გაკვირვება იხატება, დაძაბულობის განსამუხტად იღიმის. "როგორ დაგცინის ბედი მარიამ. სხვას ასეთი რამ არასოდეს დაემართებოდა. დედა მოატყუე და დამ გამოგიჭირა."
- მარიამ. - არ ვიცი ეს გაოცებას უფრო გამოხატავდა თუ სიხარულს. მწვანე თვალები განსხვავებულად ლამაზად უღელავდნენ. წამიერად შემშურდა კიდეც მისი სილამაზის. ოღონდ ეს კეთილი შურია.
- ლიზი, ანი - ვამბობ და უხერხულად  ვიღიმი. ანი ჩვენი ახლო მეგობარია. ვცდილობ დავმალო ჩემი გაოცება და დაძაბული ხასიათი. ცოტათი შიშსაც კი ვგრძნობ. მეშინია ჩემმა დამ დედაჩემთან არ "ჩამიშვას". მაგრამ ამას ვერ იზამს, რადგან ანალოგიურად შემიძლია მეც გავაკეთო. ლიზიმ დედას უთხრა მოგებართან ერთად კინოში მივდივარო. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ტყუილი აღმოჩნდებოდა. ორივენი აქ არიან. ალბათ ესენიც ძალიან უბედოებად თვლიან საკუთარ თავს, მე რომ გამოვიჭირე.
- თქვენ უკვე იცნობთ ერთმანეთს? - ამბობს გაკვირვებული ლევანი და პირი ღია რჩება. ძალიან მაინტერესებს რა სტატუსით აპირებდა ჩემთვის ჩემი დის და ანის გაცნობას.
- კი მე ლიზის და ვარ. ანი კი ჩვენი ახლო მეგობარია. - ვიღიმი და უდარდელად ვჯდები სავარძელზე. იქაურებს თვალს ვავლებ, ბიჭებიდან ყველა გაოცებულია, ნიკას გარდა, რა თქმა უნდა. ნიკა. მისი სახელის გაფიქრებაზე, ისევ ის კოცნა მახსენდება. რა გამიკეთა ამ იდიოტმა? რატომ ტრიალებს ყველა ჩემი ფიქრი მის გარშემო? მერე ტუჩზე ვაკვირდები ისევ ეტყობა ჩემი "ნიშანი".
- ძალიან დააგვიანეთ, მეგონა აღარც კი მოხვიდოდით.- ამბობს ბექა და ელესკენ მიდის, კოცნის და ძლიერად იხუტებს. მათი შემხედვარე ძალიან ბედნიერი ვარ. და ჩემს სულ პატარა ნაწილს უნდა, რომ შეყვარებული ჰყავდეს.
- არაუშავს. მთავარია მოვედით. - ვამბობ ხალისიანად და ბავშვებს ვათვალიერებ. ყველანი აქ არიან.
   ლიკა და ლუკა ერთად სხედან და ტრადიციულად ერთმანეთს ეხუტებიან. ლუკასი საოცრად გამოიყურებდა, ლიკა კი ძალიან საყვარელია. თმაზე ორი კოსა აქვს გაკეთებული, რაც თითქოს ბავშვურ იერს სძენს. ძალიან უხდება.
მათ გვერდზე ლევანი ზის. როგორც ყოველთვის ღიმილიანი სახით და მინიმუმ ერთ წუთში თვალს მის გვერდით მჯდომ ლიზისკენ აპარებს.
რა უქენი დაიკო ასეთი? ასე ორ დღეში როგორ მოაჯადოვე?
   ლიზის, როგორც ყოველთვის სპორტულად აცვია. იასამნისფერი ჰუდი, მოტკეცილი შავი შარვალი და შავი ბოტასები. მწვანე თვალები ლამაზად უბრწყინავს. ისიც ხშირად უყურებს ბექას. ვფიქრობ ეს ორი ადამიანი ერთმანეთისთვისაა შექმნილი.
   მის გვერდით სხდებიან ელე და ბექა. ჩემს გვერდით, მარჯვნივ ნიკა ჯდება. მარცხნივ გიორგი და მის გვერდით ანი ზის. ეს ორიც ხშირად უყურებს ერთმანეთს, მაგრამ დიდათ ვერ ვატყობ რომ ერთმანეთი მოსწონთ.
- აბა რას აკეთებდით ჩვენს მოსვლამდე? - კითხულობს ელე.
- სიმართლე თუ მოქმედებას ვთამაშობდით. გავაგრძელოთ, ბევრი რამ მაინტერესებს ჩემს დაზე.- ამბობს ლიზი და მიღიმის. ცალ წარბს ზემოთ ვწევ და ისე ვუყურებ - სხვებისაც. - ამატებს და ამაზე მე ვიწყებ სიცილს.
   ელე ბოთლს ატრიალებს. ლევანი და ნიკა ამოდიან. ვფიქრობ მოვლენები საინტერესოდ განვითარდება.
- სიმართლე თუ მოქმედება? - ეკითხება ლევანი.
- სიმართლე. - გაბედულად პასუხობს ნიკა.
- ვინ გიკბინა ტუჩზე? - ამ კითხვის გაგონებისას ცუდად ვხვდები. ნიკასკენ ვიყურები და პასუხის მოლოდინში ვიძაბები. ახლა ყველა გაიგებს რაც მოხდა. მინდა მიწა გასკდეს და თან ჩამიტანოს.
- რატომ ფიქრობ, რომ ნაკბენია? - ნიშნისმოგებით კითხულობს ნიკა. ვერ ვხვდები ასე კარგად როგორ შეუძლია დააბნიოს ადამიანი.
- კარგი რა ძმაო, დებილებს ვგავართ? ყველა მიხვდება, რომ გოგოს ნამოქმედარია. - ასევე ნიშნისმოგებით ამბობს ლევანი და თავს ძლივს იკავებს, რომ არ გაეცინოს. ყველა ანალოგიურად იქცევა. მეც ოდნავ ვიღიმი და ნიკას საცოდავი თვალებით ვუყურებ.
- არ გეტყვით. - ამბობს ნიკა და სავარძლის საზურგეს ეყუდება. მის ხმაში მხოლოდ სიმშვიდე იკვეთება. ვერ ვხვდები ასე მშვიდად როგორ იქცევა.
- აუ კაი რა. მაშინ მოგვიწევს დაგსაჯოთ. დღეს კარგ ხასიათზე ვარ, ამიტომ ერთი ლიტრი ლუდის დალევა მოგიწევს. - "კეთილი ვარ და ერთი ლიტრი ლუდის დალევა მოგიწევს?" ასეთ დასჯას, ვფიქრობ სიტყვა კეთილი არ შეესაბამება.
- კარგი რა ლევან პასუხს ერთ ლიტრ ლუდზე ცვლი. არც კი დაათრობს ხომ იცი? - ამბობს ბექა, მას გიორგი და ლუკასიც ეთანხმებიან. ასე ძალიან რატომ აინტერესებთ მომხდარი? თუმცა ისინი ხომ ნიკას ძმაკაცები არიან. მეც დამაინტერესებდა ასეთი რამ. ოოჰ, იმედია ვერასოდეს გაიგებენ.
- დღეს კეთილი ვარ-თქო - იმეორებს ლევანი და თვალებს ლიზისკენ აპარებს.
   ნიკა ლუდის ბოთლს იღებს. და ორ წუთში ცლის. როგორც ბექამ იწინასწარმეტყველა, ნიკაზე ეს ალკოჰოლი საერთოდ არ მოქმედებს. ოდნავადაც კი არ ჰგავს მთვრალს. შეიძლება ცოტათი დათვრა, თუმცა საერთოდ არ ეტყობა.
- გავაგრძელოთ. - ამბობს ნიკა და იღიმის. მერე მე მიყურებს და თვალს მიკრავს ისე, რომ ვერავინ შემაჩნიოს.
   მის ასეთ ქცევაზე მეცინება და თვალებს ვატრიალებ.
   ბოთლი ტრიალდება, ანი და ბექა ამოდიან.
- ანი, სიმართლე თუ მოქმედება? - კითხულობს ბექა მაცდურად.
- სიმართლე. - პასუხობს ანი დაუფიქრებლად.
- შეყავრებული გყავს? - ამ კითხვის გაგონებაზე ელე ეჭვისთვალით უყურებს ბექას. როგორც კი ბიჭი ამას ხვდება ელეს ხელს წელზე ხვევს და იხუტებს.
- არა. - ანი ამბობს და თვალს რატომღაც გიორგისკენ აპარებს. ადვილად ვკითხულობ მის მიმიკებს. გიორგის ღიმილიან სახეს, რომ ხედავს ლამისაა შუაზე გაგლიჯოს.
- რა გაცინებს? - ეკითხება გაბრაზებული სახით.
- არაფერი. უბრალოდ რატომღაც არ მიკვირს. - ამბობს გიორგი და ანის თვალს უკრავს. გოგო საპასუხოდ მაგრად ჩქმეტს ბიჭს. თმაში ხელს ავლებს და ქაჩავს. ეს მანამ გრძელდება, სანამ გიორგი ბოდიშს არ იხდის და თავის სიტყვები უკან მიაქვს.
   შემდეგ ჯერზე ბოთლი ჩემსა და ლევანს შორის ჩერდება.
- სიმართლე თუ მოქმედება ლეო?
- სიმართლე. - ამბობს და მიღიმის. ჩემი ძმაკაცი ხარ, მაგრამ რა ვქნა? უნდა გაგწირო.
- ჩემი და მოგწონს? - ლევანის ღიმილი სახეზე ეყინება. დაბნეული ლიზისკენ იხედება. ჩემს დასაც დაინტერესებული სახე აქვს.
- კითხვას არ ვუპასუხებ. -ამ სიტყვების წარმოთქმისას ლიზის თვალს არ აშორებს და იღიმის. თითქოს რაღაცაში აჯობაო.
- კარგი მაშინ ანალოგიურად შენც მოგიწევს ლუდის დალევა, ოღონ ერთი კი არა ორი ლიტრის. რაღაც ცუდ ხასიათზე ვარ დღეს. - ღიმილიანი სახით ვამბობ და ბოთლებს ვაწვდი.
   ისიც სვამს და ეტყობა როგორ ეკიდება სასმელი. ახლა იგივე რამ, რომ ვკითხო უეჭველად გაამხელს.
   ბიჭებს ლევანი ცოტა ხნით გაჰყავთ და მის გამოფხიზლებას ცდილობენ. მე კი ცოტათი მეცოდება და ვნანობ კიდეც ჩემს საქციელს. ბოლოს, რომ ბრუნდებიან ისე აღარ სხდებიან, როგორც აქამდე ისხდნენ. ჩემს წინ ნიკა ჯდება. იმედია ეს სპეციალურად არ გაუკეთებია.
   ბოთლს ვატრიალებთ და მე და ლიზი ამოვდივართ.
- როგორი სასიამოვნოა, რომ ჩვენ ამოვედით. სიმართლე თუ მოქმედება მარიამ? - ამბობს ლიზი გახარებული ხმით. მე კი სულაც არ ვარ იგივე მდგომარეობაში. ვიცი ისეთს მკითხავს მიწასთან გამასწორებს. მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მოქმედების შესრულება უარესი იქნება, ვიდრე სიმართლის.
- სიმართლე. - შიშით ვპასუხობ და ლიზის ველოდები. იმედია დამინდობს.
- ვინმესთვის თუ გიკოცნია? - მის კითხვაზე სული მეხუთება, ვგრძნობ როგორ ვწითლდები. სიკვდილს ვნატრობ. ხმასაც კი ვერ ვიღებ. ერთი-ორი წუთის განმავლობაში ყველა ჩუმადაა და მე მიყურებს. ნიკას ჩვეულებრივი სახე აქვს. ნუთუ სრულიად არ აღელვებს
საიდუმსლოს გამხელა, რომ მიწევს. ხმის ამოღებას ვერ ვბედავ. "დუმილი თანხმობის ნიშანია"-ო ამნობენ. ვინ მოიგონა ეს სისულელე. "დუმილო უარყოფის ნიშანია". ეს,რომ ეთქვა მომფიქრებელს მადლობას გადავუხდიდი.  მაგრამ ახლა ძალიან, ძალიან ცუდად ვარ.
- არ არსებობს. რატომ არ მითხარი? - ელენეს ხმაში იმედგაცრუება და გაბრაზება, ორივე ერთად იკვეთება. დგება და ოთახიდან გასვლას აპირებს.
- არ გაბრაზდე. გუშინ მოხდა და ამიტომ ვერ გითხარი. - ჩემი ხმის გაგონებაზე უკან ტრიალდება და თავის ადგილზე ნელა ჯდება. იატაკს ვუყურებ, თვალებში ყურებას ვერ ვბედავ. თან ტუჩის კუთხეს კბილს ოდნავ ვაჭერ და არ ვეშვები. არ ვიცი როგორ მიიღეს ჩემი პასუხი, ან ახლა რას ფიქრობენ ჩემზე. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად მანერვიულებს.
- ერთი წამით, ერთი წამით. გუშინ გაკოცეს პირველად ხომ ასეა? - მეკითხება ელე მე თავს ვუქნევ. ახლა მხოლოდ ის მინდა ელენე არ გავაბრაზო უარესად. ასე, რომ პასუხებს არ ვაგვიანებ.
- და ნიკასაც გუშინ გაუჩნდა ეს ნაკბენი ტუჩზე. - ელენეს სიტყვებს ბექა აგრძელებს. აი, ამ სიტყვების გაგონებაზე ლამისაა მოვკვდე. ვერ ვბედავ მათ სახეში შევხედო. მცხელა და სახეზე ვწითლდები. ლამისაა ავტირდე. თავს ძლივს ვიკავებ. ისიც იმიტომ, რომ ღირსება არ მაძლევს ატირების უფლებას. არავის არასდროს ვანახებ ჩემს ცრემლებს, არასდორს.
- ანუ თქვენ ორმა იცუღლუტეთ? - ამბობს მთვრალი ლევანი. გაოცებული ვუყურებ და მინდა, რომ მოვკლა. ასეთ რამეს როგორ ამბობს? საერთოდ მე ვინ ვგონივარ? " მაგრამ მარიამ მას რას ერჩი. ნუთუ მართალი არაა, რომ თქვენ ორმა ერთმანეთს აკოცეთ. ახლა მასზე კი არა საკუთარ თავზე უნდა ბრაზობდე. "- ნერვების მოშლას იწყებს ჩემი მეორე მე.
   ნეტავ ეს დღე საერთოდ არ არსებობდეს. რა ჯანდაბა გინდოდა ნიკა? რატომ ვერ დაეტიე შენს ადგილას? რომ არ გეკოცნა, არც მე აღმოვჩნდებოდი ასეთ საშინელ მდგომარეობაში.
- მე ვაკოცე. დაისვენეთ? ახლა კი განვაგძოთ თამაში. - ოდნავ ხმამაღლა ამბობს ნიკა. არანაირი განსხვავებული გრძნობა იკვეთება მის ხმაში, ან სახეზე. როგორ შეუძლია სიმშვიდის შენარჩუნება, როდესაც ასეთ რამეში ამხილეს?
- მოიცათ, ერთი კითხვა მაქვს ნიკა. მარიამია ძალიან მოუხერხებელი თუ კოცნაზე უარი გითხრ... - დამთავრებას არ ვაცდი ბექას.
- ჩვენს ურთიერთობას თავად გავარკვევთ თუ შეიძლება. - ისე გესლიანად ვპასუხობ თავი გველი მგონია.
   ბავშვები თამაშს აგრძელებენ, თუმცა მე არ ვუსმენ. ფიქრების სამყაროში ვეშვები. უმარავი პასუხგაუცემელი კითხვა მებადება.
   ნუთუ ნიკასთვის მართლა არაფერს ვნიშნავ? მართლა დაივიწყა ჩვენი კოცნის შესახებ? როცა კითხეს რატომ არ თქვა სიმართლე? ან ახლა რატომ გაამხილა, რომ თვითონ მაკოცა? ნეტავ გამაგებინა რას ფიქრობს ეს ბიჭი, ნეტა მის ტვინში ჩამახედა.
   ნეტავ ბავშვები რას ფიქრობენ ჩემზე. იმედია ლიზი დედას არაფერს ეტყვის. ელე ისევ გაბრაზებული ჩანს. შემეძლო დღეს დილით მეთქვა მაგარმ ეს არ გავაკეთე, ალბათ ამიტომ.
   ფიქრებიდან მაშინ გამოვერკვიე, როცა გიორგი ნიკას უსვამდა კითხვას.
- მარის რატომ აკოცე?
- მინდოდა და იმიტომ - ამბობს ნიკა, იღიმის და თავის მწვანე თვალებს მაბყრობს. სირცხვილისგან სად გავქრე არ ვიცი. ეს დღე უსაშინლესია ჩემს ცხოვრებაში, ნიკას გამო. თანდათანობით აქაურობა ჩემი საიდუმლოებების სასაფლაოს ემსგავსება.
- მაგრამ შენ არ უთხარი ჩემს სტილში არ ჯდებიო? - ამატებს გიორგი. აი ეს ნამდვილად საინტერესოა ჩემთვისაც. თანდათან ეს ადგილი ნიკას საიდუმლოების სასაფლაოც ხდება.
- არ ვარ ვალდებული გიპასუხო. ერთ კითხვას უკვე ვუპასუხე. ასე რომ, განვაგრძოთ - მოკლედ მოუჭრა ნიკამ. სამწუხაროდ მხოლოდ ჩემი საიდუმლოებები მჟღავნდება.
   გიორგი ბოთლს ატრიალებს, მე და ნიკა ამოვდივართ.
- ანუ სიმართლე ხო? - მეკითხება ნიკა.
- შენ რატომ წყვეტ? - გაბრაზებული ვპასუხობ.
- დროის დაზოგვას ვცდილობ. ვიცი ისედაც სიმართლეს...
-არა, მოქმედებას ვირჩევ. - ვაწყვეტინებ სიტყვებს. ის კი სიცილს ძლივს იკავებს. კმაყოფილი სახე აქვს. ახლა ვაცნობიერებ, რომ ეს ყველაფერი გამიჩალიჩა.
- საღოლ ძმაო, მაგარი ხარ.- მხარზე ხელს მსუბუქად არტყამს ლევანი და იცინის. ახლა ორივეს ერთმანეთზე ვარტყმევინებ თავს.
- მაკოცე. - ნიკა ამ სიტყვებს ძალიან საყვარლად წარმოთქვამს და ცინიკურად მიღიმის. რაო? მაკოცეო? მგონი რაღაც მომესმა. უსირცხვილო. როგორ მეუბნება მაკოცეო? და თან ამდენი ადამიანის წინ. იდიოტი!
   ყველა რაღაცას ამბობს, უკემონტაროდ არავინ ტოვებს ამ ფაქტს.
- არ დაგავიწყდეს შენს სტილში, რომ არ ვჯდები. - თავს ვეღარ ვიკავებ და კბილებში ვცრი. თან თვალებს არ ვაშორებ. წამიერად მის თვალებში გაოცებასაც კი ვკითხულობ.
- ეგ არაფერ შუაშია, ჩემი აზრით. - ამბობს ნიკა. ამაზრზენია მისი ასეთი პასუხი და სულელურიც.
- ვფიქრობ ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. და არ იფიქრო, რომ გაკოცებ. - მკაცრი ტონით ვესაუბრები.
- რატომ? გეუხერხულება ამდენ ხალხში ჩემი კოცნა? - ისიც გაუბედავად მეკითხება.
- მარტო, რომ ვიყოთ მაშინაც არ გაკოცებდი. - ვპასუხობ ნიშნისმოგებით, ვუღიმი და თვალს ვუკრავ.
- რატომ გუშინ ხომ მაკოცე.
- მე კი არა, შენ მაკოცე.
- მე გაკოცე, მაგრამ შენც ხომ ამყევი? - ახლა რაღა ვუპასუხო? კი თქო, რომ ვთქვა, გამოდის, რომ კამათში მომიგებს.
- მთვრალი ვიყავი და ამიტომ. როგორც უკვე ვთქვი: მარტო, რომც ვიყოთ მაინც არ გაკოცებ. - მხოლოდ ახლაღა ვაცნობიერებ, რომ ჩვენ მარტო არ ვართ და სირცხვილით ვკვდები. უკვე რამდენჯერ მოხდა მსგავსი?
   ყველა დიდი ინტერესით გვისმენს. რატომ უნდათ ასე ძალიან ყველაფრის გაგება? თავი მაინც მომაჩვენონ, ვითომ არ მისმენენ. მაგრამ არა. ნუთუ ვერ ხვდებიან უხერხულ მდგომარეობაში, რომ მაგდებენ. ფიქრებიდან ნიკას ხმას გამოვყავარ.
- ნუ მიწვევ. - ამბობს ის, მე კი მხრებს ვიჩეჩავ, უდარდელობის ნიშნად. ცოტა მეშინია, მაგრამ არ ვიმჩნევ. ახლა ის მაინტერესებს გამოწვევა რაში მდგომრეობს, მის კოცნაზე უარი, რომ ვთქვი?
- კარგი მაშინ დაისჯები. მე შენზე ცუდ ხასიათზე ვარ, ამიტომ სამი ლიტრი ლუდის დალევა მოგიწევს.- მისი სიტყვების გაგონების შემდეგ თვალები მიფართოვდება. მართლა არ ღირდა მისი გამოწვევა.
- შანსი არაა. ლუდს სასმელებიდან ყველაზე მეტად ვერ ვიტან. თან რა ამბავია სამი ლიტრი. რა იყო ჩემი მოკვლა გინდა?
- კარგი მაშინ ამოირჩიე. ან სამ ლიტრ ლუდს დალევ ან სამ ლიტრ არაყს. - თვალები მიფართოვდება. ეს მაგრად უბერავს მგონი.
- მეხუმრები ხომ? სამი ლიტრი რა ამბავია. რა იყო ჩემი მოკვლა გინდა? - ჩვენს გაცეცხლებულ ლაპარაკში ვერავინ ბედავს სიტყვის ჩაკვეტებას. უბრალოდ მშვიდად გვისმენენ.
- არ ვხუმრობ. მოქმედებას შეასრულებ ან ლუდს დალევ ან არაყს. - მის ნათქვამზე ვბრაზდები. მას არ ვაკოცებ, ვერც ლუდს დავლევ. სამწუხაროდ მხოლოდ ერთი გზა მრჩება.
- არაყს დავლევ- ვამბობ ამაყად.
   ნიკა არაყს მაწვდის. მეც ვიყუდებ და ერთ ყლუპს ვსვამ. ვგრძნობ როგორ მეწვის ყელი, ლამისაა ცეცხლი წამეკიდოს. არყის ბოთლს ვიყუდებ და მანამ არ ვჩერდები, სანამ სიმწრისგან თვალები არ მეცრემლება. ბოთლს მაგიდაზე ძლივს ვდებ, ლიმონათის ჭიქას ვიღებ და ვაყოლებ. მსიამოვნებს, რადგან სიმწარე ქრება.
   ყველა მიყურებს და მაკვირდება, განსაკუთრებით ნიკა, მელის როდის განვაგრძობ. მეც ბოთლს ვიღებ და ვაგრძელებ. ყელი ერთიანად მეწვის. უკვე ვგრძნობ, რომ მთვრალი ვარ და ცეცხლი მეკიდება. ლუკასი რაღაც ტკბილეულს მაწვდის.
- ეს შეჭამე და სიმწარე გადაგივლის. - მეც მაშინვე ვიღებ და ვჭამ. შემდეგ ფეხზე ვდგები და ბარბაცით გავდივარ ოთახიდან.
- საით? ჯერ არ დაგისრულებია.- ამბობს ნიკა მკაცრი ხმით, მისკენ ვიხედები და ვამბობ:
- მალე დავბეუნდები და აუცილებლად გავაგრძელებ. - მისი სიმკაცრის აღარც კი მეშინია და თამამად ვეპასუხები.
   მთვრალი ვარ. ვცდილობ ეს ფაქტი დავმალო და სწორად გავიარო. ისინი ჩეკენ მოდიან დასახმარებლად. მე კი ყველას ვანიშნებ შემეშვან. კედელს ხელს ვკიდებ და მისი დახმარებით შევდივარ საპირფარეშოში. ვგრძნობ უკნიდან ვიღაც მომყვება.
   ხელებს ვიბან და შემდეგ სახეზე ვისვამ. უეცრად მკლავში ვიღაც მეჭიდება და კედელზე მაკრავს. ისევ იგივე მდგომარეობაში ვხვდებით. ოღონდ ამჯერად საშინლად ვარ მთვრალი. რა თქმა უნდა, ეს ნიკაა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ურცხვად ვუყურებ მის მწვანე თვალებს და მასში ვიძირები. ის ჩემთან ძალიან, ძალიან ახლოს მოდის. მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობ. რაღაცას ამბობს, მაგრამ არ მესმის. წამიერად თავბრუ მესხმის და ყველაფერი შავდება.

თავდავიწყებით შემიყვარდი (დასრულებული)Where stories live. Discover now