მეთხუთმეტე თავი

3K 157 20
                                    

   მალევე გამოდის პალატიდან ექიმი.
   გიორგი მასთან მიდის სწრაფი ნაბიჯით და ცრემლებს იწმენდს. ჩვენც მას მივყვებით.
- როგორ არის? - ვერავინ ვბედავთ ხმის ამოღებას დეიდა ნინოს გარდა. მისი ხმა შიშით არის აღსავსე.
- პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მხოლოდ დასვენება სჭირდება. ღამე აქ დავტოვებთ, რომ დავაკვირდეთ. ეცადეთ პაციენტი სტრესს მოარიდოთ. - ექიმის სიტყვები ძალიან მახარებს. წამშივე ქრება შიში და მის ადგილს ბედნიერება იკავებს.
- ქეთო კარგადაა. - მაშინვე ნიკას ვეხუტები. ის კი ჩემგან ასეთ ქცევას არ მოელოდა, თუმცა მალევე აცნობიერებს მომხდარს და ხელებს მჭიდროდ მხვევს.
- შეიძლება მისი ნახვა? - კითხულობს ქეთოს მამა.
- მხოლოდ ხუთი წუთით. - ამბობს ექიმი და იქაურობას შორდება. ჩვენ კი პალატისკენ მივდივართ.
   ქეთო მშვიდად წევს საწოლზე და გვიღიმის. დედამისი მასთან მიდის და მის გვერდით, საწოლზე ჯდება. მამამისი კი უახლოვდება და ძლიერად იკრავს გულში.
- რა მოხდა, საყვარელო? პანიკური შეტევა რატომ დაგეწყო?- კითხულობს ნინო დეიდა და თავისი შვილის ხელს ნაზად კოცნის. ქეთო ყველას რიგრიგობით გვიყურებს, თითქოს ვიღაცას ეძებსო. ბოლოს იმედგაცრუებული თავს დაბლა ხრის. დარწმუნებული ვარ გიოს ეძებდა.
- არ მახსოვს. - ამ სიტყვების გაგონებისას ქეთო მე და ჩემ გვერდით მდგომ ნიკას გვიყურებს. აშკარაა, ყველაფერი ახსოვს, მაგრამ არ უნდა გამხელა. მის ადგილზე ვერც მე ვიტყოდი სიმართლეს.
- ის ბიჭი სად წავიდა აქ, რომ იყო? ძალიან ნერვიულობდა. - ამბობს ნინო დეიდა. მისი სიტყვების გაგონებაზე თვალს ნიკასკენ ვაპარებ, ისიც ანალოგიურად ჩემსკენ.
- ვინ იყო? - დედამისის სიტყვების გაგონებისას ქეთოს თვალები უბრწყინდება.
- გიორგი. - პასუხობს დედაჩემი, რადგან მე და ნიკა ქეთოსთან მის ხსენებას ვერ ვბედავთ.
- პაციენტს დასვენება სჭირდება. - ამბობს ექიმი და ჩვენც სწრაფად ვტოვებთ პალატას. მაშინვე ტელეფონს ვიმარჯვებ და გიორგისთან ვრეკავ, მაგრამ არ პასუხობს. ნეტავ სად წავიდა? ძალიან ვნერვიულობ თავს რამე არ აუტეხოს.
- ვერ ვუკავშირდები. - განერვიულებული ხმით ვეუბნები ნიკას. მისი მწვანე თვალები დამატყვევებელია. წამით სხვა სამყაროში გადავდივარ, თუმცა რეალობაში მისი ბოხი ხმა მაბრუნებს.
- შენ აქ დარჩი ქეთოსთან, გიორგი მე მომანდე. - ამბობს და მიდის. მას თვალს ვაყოლებ. გასასვლელთან მისული ჩემსკენ ბრუნდება და მიღიმის.
   ეს ის მომენტია, როდესაც ნიკას ვენდობი და მის მიმართ მადლიერებას განვიცდი. მიხარია, რომ არსებობს. მისი დახმარებით გადავიტანე ეს დღე.
- საყვარელო შენ წადი, დაისვენე. მე კი სამსახურში წავალ. ქეთოსთან მისი მშობლები დარჩებიან. - ამბობს დედაჩემი, ნინო დეიდასთან საუბრის დასრულების შემდეგ.
- კარგი, დე. - მას ძლიერად ვეხუტები და სახლში მივდივარ. როგორც კი ჩემს ოთახში შევდივარ, მაშინვე საწოლზე ვემხობი.
   რთული დღე იყო!
   ტელეფონს ვიღებ და ნიკას ვურეკავ.
- იპოვე გიორგი? - ვეკითხები შეშინებული ხმით. შეიძლება მეგობარზე გაბრაზებული ვარ, მაგრამ მასზე მაინც ვნერვიულობ.
- ნუ გეშინია ყველაფერს მოვაგვარებ. - ამბობს ჩვეული ტონით და ტელეფონს თიშავს.
   ასე რატომ იქცევა? იქნებ კიდევ მინდოდა მასთან საუბარი?
   ყველაზე უცნაური იცით რა არის? მისი მჯერა, უპირობოდ მჯერა. ვიცი, ყველაფერს მოაგვარებს. ის თავის სიტყვას ყოველთვის შეასრულებს და ყველაფერს გამოასწორებს.
   ემოციებისგან დაღლილს მალევე მეძინება, როდესაც ვიღვიძებ, უკვე სამსახურში წასვლის დროა. სწრაფად ვემზადები და რასაც ქვია დავრბივარ, რათა არ დამაგვიანდეს.
   ოფისში შესვლისას ანას მხიარულ სახეს ვაწყდები, რაც ოდნავ მამშვიდებს და მაბედნიერებს.
- როგორ ხარ?
- კარგად, შენ? - მოდის და მეხუტება. დღეს მგონი ჩახუტების დღე მაქვს.
- მეც კარგად. ნიკა უკვე მოვიდა?
- კი, კაბინეტშია. - მისი სიტყვების გაგონებაზე თითქმის ფრენით მივდივარ კაბინეტამდე.
   სინამდვილეში უბრალოდ დავრბივარ და არა დავფრინავ.
   კარზე ვაკაკუნებ. მწარედ მახსოვს ამის გამო შენიშვნა, რომ მომცა.
- მობრძანდით. - მესმის მისი დაღლილი ხმა და არც მიკვირს. მაშინვე კარს ვაღებ და შიგნით შევდივარ.
- შენ ხარ? - მეკითხება, ფეხზე დგება და ჩემსკენ რამოდენიმე ნაბიჯს დგამს, თუმცა ჩვენ შორის მაინც დიდი მანძილია.
- მადლობა. - მხოლოდ ამ სიტყვას ვამბობ და მის მწვანე თვალებში ვიძირები, რომელიც ისევ და ისევ მე მიყურებს. ბოლოს ნიკა თავს ოდნავ გვერდით ატრიალებს, მზერას მარიდებს და იღიმის. ისეთი... ისეთი მომხიბვლელი და ქარიზმატულია, რომ მეშინია აქვე არ დავდნე მისი ყურებით.
- რაც შენ გეხება ის მეც მეხება და მადლობის გადახდა არაა საჭირო. - ამბობს და ისევ მისწორებს მზერას. მის სიტყვებზე ყურებამდე მეღიმება. ვცდილობ თავი შევიკავო, მაგრამ არ გამომდის.
- მაინც დიდი მადლობა. - ვამბობ, მისკენ მივდივარ და ვეხუტები.
- მადლობებს ასე არ ვიღებ. - ამბობს და მიცინის. ვერც კი წარმოიდგენთ როგორი საყვარელია. ხელით ლოყაზე მეფერება და ტუჩის კუთხეში ნაზ კოცნას მიტოვებს.
- ახლა ხვდები როგორ ვიღებ მადლობებს? - ამბობს მაცდურად.
- ხომ თქვი მადლობა არაა საჭიროო?! - ვამბობ გაღიმებული სახით და მისი მარწუხებიდან თავის დაღწევას ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის.
   ნიკა ჩემსკენ იხრება და ვნებიანად აწყდება ჩემს ბაგეებს. ცეცხლი მეკიდება, ალმური მედება. მთელს სხეულში ჟრუანტელი მივლის და ტაო მაყრის. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ვიღაცამ მუცელში პეპლები დაფრინავდნენ. ყველა შეგრძნება ერთად მეუფლება და მაშინვე ვყვები კოცნაში. ნიკა წელზე ხელებს მხვევს და თავის სხეულზე კიდევ უფრო მეტად მაკრავს. მე კი ხელებს მის კისერზე ვაწყობ. როგორ მომნატრებია ნიკას ტუჩებით ტკბობა. ეს კოცნა მათრობს და თავბრუს მახვევს.
- ქეთოსთან.... არ.. წავიდეთ? - ამბობს კოცნებს შორის, მისი ვნებიანი ხმა მახელებს, ამიტომ მეტად ვეტმასნები მის სხეულს. უეცრად ჩერდება, ტუჩებზე თითს მისვამს და ლავიწზე სველ კოცნას მიტოვებს. მალე სახეს ისევ ზემოთ წევს და თვალებში მაცქერდება. რამდენიმე წამით მის ღრმა, მწვანე თვალებს ვაკვირდები, შემდეგ კი მისი ტუჩებისკენ მივიწევ, მაგრამ ნიკა სახეს უკან წევს და იცინის.
- ჰეი... ეს უსამართლობაა. შენ ნებისმიერ დროს შეგიძლია მაკოცო, მე კი არა? - ჩემს სიტყვებზე ისევ იცინის და თან თავლებში მიყურებს. ტუტუცი! დამცინის და თან ურცხვად თვალებში ყურებასაც ბედავს?!
- მოუთმენელი ხარ. ქეთოსთან უნდა წავიდეთ. - ამბობს, ხელს მჭიდებს და კაბინეტიდან გავყავარ. ყველა ჩვენ გვიყურებს, მათი თვალები კი ჩემი და ნიკას ხელებზე ჩერდება. უხერხულობას ვგრძნობ და ამიტომ ნიკას ხელს ვუშვებ. ის კი უკმაყოფილო სახით მიყურებს და წინ მიდის, მე კი უკან მივყვები. უფრო სწორად, რომ ვთქვათ მივსდევ. როგორც ჩანს ძალიან გავაბრაზე.
   ნიკა მანქანაში ჯდება, ისე გავაბრაზე კარსაც კი არ მიღებს. მის გვერდით ვიკავებ ადგილს და ვუღიმი, ვცდილობ ჩემი საქციელით "მოვთაფლო".
- ნიკა.
- გისმენ. - ამბობს უხეშად და მანქანას ძრავს. აი რა გამოიწვია ჩემმა ქმედებამ.
- ბოდიში. - ვამბობ ჩუმად და თავს დაბლა ვხრი. ბოდიშების მოხდა არ მეხერხება და ამ დროს მრცხვენია ხოლმე. ახლაც ასეა.
- რისთვის? - ისევ გაბრაზებული ტონით განაგრძობს საუბარს და საჭეს ხელებს უფრო და უფრო მჭიდროდ უჭერს.
- ხელი, რომ გაგიშვი. - სხვა შემთხვევაში ამის გამო ბოდიშს არ მოვიხდიდი, მაგრამ მე და ნიკა ძლივს "შევრიგდით". არ მინდა ისევ ვბრაზობდეთ ერთმანეთზე და ოინებს ვუწყობდეთ.
- არაფერია. - ამბობს შედარებით მშვიდი ტონით.
- მაგრამ გაბრაზდი.
- არ გავბრაზებულვარ. - ახლა კი მისი ტონი სრულიად დამშვიდებული ჩანს.
- გაბრაზდი. - ჩემს სიტყვებზე ნიკა ატორმუზებს, წონასწორობას ვერ ვიცავ და წინ მივიწევ. ლამისაა მინა თავით გავამტვრიო.
- რატომ ფიქრობ, რომ მთელი მსოფლიო შენს გარშემო ბრუნავს? რომც მოინდომო მაინც ვერ გამაბრაზებ! - ამბობს კატეგორიული, მშვიდი ხმით და მანქანას ძრავს. ახლა უკვე ვნანობ ჩემს საქციელს. როგორ შიძლება ასეთ ადამიანს აკოცო? მთლად დამიკარგავს ჭკუა! ან საერთოდაც, რა საჩხუბარი თემა ეს იყო?! უბრალოდ შემრცხვა და ხელი გავუშვი. უკვე საკმაოდ ნერვებ მოშლილი ვარ, ერთ უბრალო რამეზეც შეიძლება ჩხუბი დავიწყო.
   ძალიან მაინტერესებს ნიკამ რა მოაგვარა?! მაგრამ ახლა ამის კითხვას ნამდვილად არ ვაპირებ. შეიძლება კიდევ რამეზე ავუშარდეთ ერთმანეთს.

თავდავიწყებით შემიყვარდი (დასრულებული)Where stories live. Discover now