მეთერთმეტე თავი

3.2K 181 20
                                    

ვოუთ ენდ ქომენთ ფლიიზ.
ძალიან მაგარი თავი გამოვიდა, არ მეგონა ასეთი კარგი თუ იქნებოდა.

_______

   რამოდენიმე ოინი უკვე მოვიფიქრე. ახლა ასრულების დროა. ნიკას პირველ სართულზე უწევს ჩასვლა. წყვეტს, რომ ლიფტით ჩავიდეს. მეც დრო ვიხელთე და შიგნით ჩავკეტე. ლიფტის გაღებას მინიმუმ ათი წუთი დასჭირდება. მეც დრო მაქვს მოსალოდნელი ოინები მოვამზადო.
   ნიკას კაბინეტში შევდივარ, მის სკამზე წებოს ვასხამ. ერთი ოინი უკვე მზადაა. შემდეგ ბუშტს ვიღებ, წყლით ვავსებ და ისე ვკიდებ კარის ზემოთ, რომ ვინც შემოვა ნებისმიერს გაღებისთანავე კარზე, მაშინვე გადაესხას. დანარჩენ ოინებს მომზადება ჯერ არ სჭირდებათ.
   კაბინეტიდან მალე გავდივარ, არ მინდა ნიკამ აქ დამინახოს. მართალია მაინც მიხვდება, მაგრამ ცოტა ხანი მაინც გავისულელებ თავს.
   ჩემს კაბინეტში შევდივარ და ნიკას რეაქციას ველოდები.
- შემოდი.- გაისმის მისი მკაცრი ხმა ტელეფონში. მაშინვე ვდგები თავს ვამხნევებ და შევდივარ.
- ღმერთო, რას გავხარ, რა მოგივიდა?- ვამბობ შიგნით შესვლისთანავე. ნიკა სკამზე ზის, მთლიანად სველია. ყოჩაღ ბუშტს. არ მეგონა ესე თავიდან ბოლომდე თუ შეალამაზებდა ამ იდიოტს.
- ვიღაცამ გამიჩალიჩა, ხომ არ გაქვს რაიმე იდეა ვინ შეიძლება ყოფილიყო? - ამბობს ჩვეული ტონით.
- არა მე საიდან უნდა ვიცოდე, ისე კი კარგად გაუჩალიჩებია. - ვამბობ და ოდნავ ვიღიმი.
- იცი? კაბინეტში ვიდეოა დამონტაჟებული და მე უკვე ვიცი ვინ ჩაიდინა ეს, თუ გინდა შენც განახებ. ადგომა, რომ შემეძლოს მოვიდოდი და განახებდი, მაგრამ არ შემიძლია, ამიტომ შენ უნდა მოხვიდე. - თან მეცინება, თან შიში მიპყრობს. გაიგო, რომ მე ვარ და ეს ვარაუდი კი არა მტკიცებულებაა. მასთან ახლოს მივდივარ და ვუყურებ ჩემს თავს.
- ეს ვინ არის? - უცოდველი გამომეტყველებით ვიყურები და ბოლო დონემდე ვისულელებ თავს. ნიკა სიცილს იწყებს.
- რატომღაც შენ მეგონე. - თავს ჩემსკენ ატრიალებს და თან მომღიმარ სახესაც ასერიოზულებს.
- რამ გაფიქრებინა? - ვყვირი ბოლო ხმაზე.
- ტანსაცმელმა.
- სასაცილოა და დღეს ზუსტად ასეთ ჩაცმულობაში დავინახე ვიღაც გოგო.
- მართლა? - ამბობს ნიკა და წამოდგომას ცდილობს, მაგრამ სკამი არ უშვებს და ისევ ადგილს იკავებს. ჯერ ოდნავ მეღიმება, მერე თავს ვეღარ ვიკავებ და სიცილით ვკვდები.
- შენი დანაშაული თავად უნდა გამოასწორო. ტანსაცმელი უნდა მომიტანო. - ამბობს ნიკა, როდესაც სიცილს ვასრულებ.
- მაგას არ ვიზამ, რადგან ეს გოგო მე არ ვარ. მე საერთოდ არაფერ შუაში ვარ.- ისევ ვაგრძელებ თავის გამოსულელებას. ნიკას აშკარად ეტყობა ბრაზი სახეზე.
- კარგი, კარგი ანას უთხარი ჩემი ტანსაცმელი მოატანინოს ვინმეს.
- კარგი.- ვპასუხობ და გამოვდივარ. იეს, სუპერ შესრულება. ყოჩაღ მარიამ. ბადალი არ გყავს ოინების მოფიქრებაში, თავის გასულელებასა
და ნიკასგან თავის დაძვრენაში.   
   როგორ მიყვარს თავის ქება, არა?
   ანასთან ჩავდივარ, ის ისევ ღიმილიანი სახით ესაუბრება კომპანიაში შემოსულ ადამიანებს.
- ანა, ნიკამ შენთან დამაბარა ვინმე ჩემი ტანსაცმლის მოსატანად გაუშვასო.
- რად უნდა?
- მიდი ვინმე გაუშვი მის სახლში და მოგიყვები. - ანას ყველაფერს დაწვრილებით ვუყვები. ორივენი სიცილით ვიგუდებით.
- კარგი რა. რამ გაგაგიჟა? რატომ გაუკეთე ეგ ყველაფერი? - ამ სიტყვებმა დამაბნია. ვეღარ მივხვდი რა მეპასუხა, თუმცა აშკარად მჭირდებოდა ვინმესთვის გამეზიარებინა მომხდარი, ამიტომ ანის ესენიც მოვუყევი.
- ხო მართლა ანა რაიმე კარგი რესტორნის სახელი მითხარი, ან რავიცი რაიმე კარგი ადგილი. - ახლა გამახსენდა საბას ნათქვამი ანას დაპატიჟება, რომ უნდა სადღაც.
- რაში გინდა სიხარულო? - მეკითხება და ინტერესიანი, ღიმილიანი სახით მიყურებს. ერთად როცა ვართ ვარც ერთი ვიშორებთ ღიმილს სახიდან. ძალიან დავმეგობრდით, ჩემი დიდი დაიკოსავითაა.
- ნიკას სჭირდება და მითხრა რამე შემირჩიეო. - კიდევ ერთი ტყუილი მოვიფიქრე. თავი ტყუილების გუდა მგონია. ამ ბოლო დროს ხშირად მიწევს ტყუილის თქმა.
- გამოგიგზავნი მერე სახელებს ახლა არ მახსენდება.
- კარგი. - ესეც ასე საქმე მოგვარებულია.
- ახლა რა ოინებს აპირებ? ვიცი ასე მარტივად არ შეეშვები. - ამბობს და სიცილს იწყებს.
- რა თქმა უნდა არ შევეშვები. შევალ და წყალს გადავასხამ, მერე ტელეფონს გავუტეხავ, თუ ზედმეტად გაბრაზდება მოვრჩები. თუ არა და სპონტანურად რამეს გავაკეთებ.
- კარგი აბა წარმატებები, შენსკენ ვარ ხომ იცი. - მალე მოიტანეს ნიკას ტანსაცმელი. მეც გამოვართვი და მას ავუტანე.
- კარგი, ახლა გადი. - იდიოტი უფროსი! მაგდებს? თავში ტვინი კი არა ქვა უდევს, ისევე როგორც გულში. "ჩლუნგი და უფრო გონებაჩლუნგი." ამ ფილმის სახელი ზუსტად ნიკასთვისაა ზედგამოჭრილი.
   ჩემს კაბინეტში შევდივარ. დოქში თუ რაღაც დიდ საგანში წყალს ვასხამ და ნიკას ლოდინს ვიწყებ. ნეტა მალე ჩაიცვამს?
   ნახევარ საათში უკვე "ნომერი 404ის" წინ ვდგავარ, მალე სამუშაო დრო დამთავრდება. ამიტომ შესვლის მომენტს ვეღარ ვწელავ. ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და შიგნით შევდივარ. ნიკა გაოცებული სახით მიყურებს," ნეტა აქ რა უნდა არაფერი დამივალებიაო."
   მასთან ახლოს მივდივარ თუ არა მაშინვე დოქიდან წყალს ზედ ვასხამ. მთლიანად ზედ ვაცლი, გალუმპულმა ნიკამ ახლახანს გამოიცვალა, მაგრამ სამწუხაროდ ისევ გაილუმპა.
- ვაიმე ბოდიშით. - ვამბობ, სალფეტკს ვიღებ და სველ პიჯაკზე ვადებ, თითქოს რაიმეს ვუშველი.
- ვაიმე ტელეფონი, ესეც ხომ არ გავაფუჭე. - დარწმუნებული ვარ ტელეფონს არაფერი ჭირს, მაგრამ მაინც ვიღებ და "ვამოწმებ." ესეც ჩემი გეგმის ნაწილია. ხელს სწრაფად ვუშვებ, ის კი ორმაგად ნადგურდება. თან ტყდება და თან წყალში ვარდება. ზუსტად ასე მინდოდა მომხდარიყო.
- რა ჯანდაბას აკეთებ? - ყვირის ბოლო ხმაზე. დგება და ჩემსკენ მოდის. უკან უკან მივდივარ, ბოლოს კი კედელს ვეყუდები. მორჩა ამის იქით ვეღარ წავალ.
   ნიკა თავის ხელებს აქეთ-იქიით აწყობს კედელზე. მისი სუნთქვის ხმა ჩამესმის, ისე ახლოს დგას.
- რატომ? - ამბობს და თავის მწვანე თვალებით მაშტერდება, რაც ცოტა მაბნევს.
- რა? - ვამბობ დაბნეული და არც მე ვწყვეტ თვალის კონტაქტს.
- რატომ შემოიტანე ეს ჭურჭელი ჩემს კაბინეტში? - ახლა ისევ მორიგი ტყუილის მოფიქრების დრო.
- იცით ყვავილების მორწყვა მინდოდა. - უცბად რაღაც სისულელე წამოვროშე. მერე ოთახს თვალი მოვავლე, აქ მართლაც ყოფილა ყვავილი, ოღონდ ხელოვნური.
- ეს ყვავილი ხელოვნურია. - ტვინიკოსა. ვითომ არ ვიცოდი.
- ხო, მაგრამ მე საიდან უნდა მცოდნოდა? უბრალოდ მორწყვა მინდოდა. არ გაბრაზდეთ რა? - ვემუდარები, იქნებ გაჭრას.
- კარგი, სამუშაო დღე დასრულდა შეგიძლია წახვიდე ოღონდ ეს რაღაც ჭურჭელი წაათრიე აქედან. - ამბობს ხმადაბალი ტონით და თავის ხელებს კედელს აშორებს. ჭურჭლის ასაღებად, რომ წავედი შემთხვევით ჩემივე დაქცეულ წყალზე ავსრიალდი. ყოვთვის ჩემივე დაგებულ მახეში როგორ უნდა გავება?
   ზურგით დავეხეთქე იატაკზე. განძრევაც აღარ შემიძლია, ძალიან მტკივა.
- მარიამ, როგორ ხარ? - ნიკა სწრაფადვე მოდის ჩემთან და ახლოს იმუხლება. ეტყობა, რომ ნერვიულობს.
- ძალიან ცუდად, მთელი ზურგი მტკივა. - და კუდუსუნიც, მაგრამ ამას ხომ ვერ ვეტყოდი არა? ნიკას ხელებში ავყავარ და ორივენი გარეთ გავდივართ. ოფისი უკვე დაცარიელებულია.
- სად მივდივართ? - ვკითხულობ სასოწარკვეთილი და გაოგნებული.
- სახლში. - კარგია მალე მივალ სახლში და დედიკო რაიმეს მოიფიქრებს, აუცილებლად მიშველის.

თავდავიწყებით შემიყვარდი (დასრულებული)Where stories live. Discover now