Hard day's night

727 44 6
                                    

Song of the chapter:
One Direction-Night Changes

კეფეში ვარ.
მელე სახლში უნდა წავიდე.
ეს სულაც არ მახარებს,რადგან ქარაფშუტულ ფიქრებთან ისევ მარტო დავრჩები და მერე იცოცხლე..

ჰო,კიდევ მთელი დღეა ჩემი ტელეფონი წკრიალებს.
არ ვპასუხობ,რათქმაუნდა.
ლაპარაკი რომ შეეძლოს,დარწმუნებული ვარ ერთს გემრიელად მაგინებდა.

ამენდაც,ძალას არ იშურებს ჩემს გასამხნევებლად.
ხვდება,რომ ამას ძალიან ვუფასებ.
იმასაც ხვდება,რომ ეს ვერ მიშველის.

ასე თუ ისე,დრო მაინც მშვენივრად გავიყვანეთ.
ვეცადე ჩემი პრობლემა მისთვის არ მომეხვია თავს.
ვიჭორავეთ,ვიხუმრეთ,ვიმღერეთ კიდეც.
"Milkshakes"ვაგნერის ფონზე,რასაც კინაღამ ორი ჯეელის გადაკიდება მოჰყვა.
ვფიცავ,მისი ბრალი იყო,დაიწყო და ამიყოლია.

ფორმას ვინახავ,საპირფარეშოში შევდივარ სახეზე ცივი წყლის შესასხამად,მერე ვბრუნდები და ჩემს ნივთებს ვავლებ ხელს.

ამენდა მეუბნება ყველაფერი კარგად იქნებაო.
თავს ვუქნევ და ვუღიმი.

სახლის გზას ვადგები.ჰაერი ობის,ნესტის,მარიხუანას და კიდევ რაღაცის სუნით არის გაპოხილი,რისია არ ვიცი,არასდროს დავინტერესებულვარ.
ჰო,არც მიკვირს,მე ხომ ყველაზე იაფფასიან,მიყრუებულ უბანში ვცხოვრობ.

აპარტამენტის კარს ვაღებ.
უნებურად,თვალი ლარნაკში კოხტად ჩაწყობული ყვავილებისკენ მექცევა-თხემით ტერფამდე უსიამოვნო ჟრუანტელი მივლის,სიკვდილისწინა გაჟრჟოლებასავით.
თავს ვიწესრიგებ და დასაძინებლად ვწვები,გრძელი დღე მქონდა,დასვენება მჭირდება.

ახალჩაძინებული ვარ,როცა ზარი შეუჩერებლად იწყებს რეკას.
ისეთი შეგრძნება მიჩნდება,თითქოს ვიღაც ნერვზე ეკალს მისმევს.

ახლა ეს თუ კურიერია,იმ ორქიდეებს გულზე დავაწყობ.

მობეზრებული სახით ვდგები და კარს ვაღებ.

Orchids |Z.M|Where stories live. Discover now