Mcdonalds

721 48 7
                                    

ოთხი დღე ერთმანეთი არ გვინახავს,საერთოდ,არანაირი კონტაქტი არ გვქონია და როცა მეხუთე დღეს დაღლილ-დაქანცული აპარტამენტში შესვლისას ზეინს ვხედავ,თვალებს რამდენჯერმე ვახამხახებ,რა იცი რა ხდება.

ფანჯრის რაფაზე შემოწყობილ სუვენირებს საჩვენებელი თითით სათითაოდ ეხება,თან ძვლივსგასაგონად ღიღინებს "შენ..შენ...შენ..".
მერე უცებ ჩემკენ ტრიალდება:
-და შენ როგორ ახერხებ,რომ აქაურობა ყოველთვის სრულყოფილად დალაგებულია?-მეუბნება.

ვიცინი.

-სამაგიეროდ,სულით ვარ ანარქისტი-ვეუბნები.

ახლა ისიც იცინის.

-ვუუჰ,დავიღალე-მოწყვეტით ვეხეთქები სავარძელში და თვალებს ვხუჭავ.
ნაბიჯების ხმა მესმის.
მერე,როცა მისი ცხელი სუნთქვა დაახლოებით საძილე არტერიასთან მეცემა,ისე ვინაბები,კაცი ოსკარს მომცემდა.

-შემიძლია ახლავე მოგიყვანო ხასიათზე,თუ გინდა-მიჩურჩულებს.
ტუჩებით შემთხვევით მეხება ყურთან,მაჟრჟოლებს და სასწრაფოდ აბაზანაში გავდივარ.

არა,არა,არა,ეს არასწორია.

მალევე უკან ვბრუნდები.

-ზეინე სასეარუნდახდებოსარასწორიარასაცვაკეთებთ.

ერთი ამოსუნთქვით ვეუბნები და გულზე ჩამოწოლილ ლოდს ვიშორებ.

-კარგი..
თავს მიქნევს.

ამ დღეში შენ თვითონ ჩაიგდე თავი,სქაილერ გრინ და ყველაფერი შენ თვითონ უნდა გამოასწორო.

-მოიცა,რა?
დაბნეული მეკითხება.

-ანუ ჩვენ რასაც ვაკეთებთ არასწორია-მეთქი ხომ გესმის...

-და ჩვენ რას ვაკეთებთ?-ბაგეებზე მქირდავი ღიმილი დასთამაშებს.

მე ვდგავარ ასე,ერთიანად ალმურმოდებული.

-ანუ ხომ გესმის...

კისერს ნერვიულად ვიმასაჟებ.
ვიმასაჟებ კი არა,დარწმუნებული ვარ ჩამილურჯდება.
ახლოს მოდის.
ერთ ხელს წელზე მხვევს,მეორეს ლოყაზე მადებს.

Orchids |Z.M|Where stories live. Discover now