Fight

686 45 5
                                    

-ხომ არ მოიწყინე?-გვერდით მიჯდება და მიჩურჩულებს.
არა-მეთქი თავს ვუქანებ,თან მოწმედ ღიმილს ვიშველიებ.
თვალებს ჭუტავს.

-ჰაროლდ-მზერას არ მაშორებს ისე ეკითხება-აქ რამე მოხდა და მიმალავთ?

ჰარიც მოკლედ უყვება ჩემი და მაკდონალდსის შეკამათებაზე.

ჰო,ალბათ მთელი ცხოვრება სირცხვილით დავიწვები ამის გამო.
ხმა არასდროს არავის წინაშე არ ამიმაღლებია,მითუმეტეს ის უშვერი სიტყვები არ გამომიყენებია,რაც რამდენიმე წუთის წინ გამოვიყენე.

ცვლილებაა,აშკარად დიდი ცვლილებაა.
კიდევ ერთი ასეთი შემთხვევა და თავისუფლად შემიძლია ვაღიარო,რომ ვრეგრესირდები.

ზეინს ნაქანდაკებ ბაგეებზე ირონიული ღიმილი აკვდება,სახე კი კვლავ სერიოზული აქვს.

სხვაგვარად როგორ შეიძლება..

-გეყოს ამდენი ჭორიკნობა,კაზანოვა,ვერ ხედავ გოგოს შერცხვა-ლიამი ჰარის გრძელ კულულებს ეთამაშება.

ზეინს ძვილვსგასაგონად ვეუბნები,მომხდარის გამო ძალიან მრცხვენია,ჰარი ხომ გვისმენდა-თქო.
ზეინი მეუბნება შენ სასირცხვილო არაფერი გაქვს,პირიქით,მომწონს,როცა ჩემზე ეჭვიანობო.

თითქოს გულზე მეშვება.
გამომშრალი პირით ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და ხმას ისევ ვიღებ:

-ერთი წუთით გავალ,კარგი?წყალი უნდა დავლიო.

-შენ აქ იყავი,მე მოგიტან-წამოდგომას აპირებს.
მე ვაჩერებ.
ვარწმუნებ,რომ სამზარეულოში გასვლა სულაც არაა სახიფათო.
ბოლოს,გაჭირვებით ვითანხმებ და გონდაკარგულ სხეულებს შორის გზას ვიკვლევ.

არა,ამ ხალხს ვერასდროს გავუგებ.

დაბრუნებისას თავს ბევრად უკეთ გვრძნობ.
რამდენიმე ბიჭი თავის დაკვრით მესალმება,გოგონები კი მზერით სხეულზე აზოტმჟავას მასხამენ.

რამე გამოვტოვე?

-...უნდა წაიყვანო,შეჩემა,ნახოს რა ძლიერიც ხარ.
-სად წავიყვანო,წესით გოგოს თანდასწრებით ხელი არ უნდა დაარტყა არავის.
-გამოშტერდი,მალიკ?უეჭველი უნდა ნახოს,თან ერთხელ ხომ დაგინახა იმ ჩალის ზვინს რაც უქენი.
-ჰო,კაი,რა ვიცი.ვკითხავ,ჰო,მასე ნუ მიყურებ...

Orchids |Z.M|Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang