Dilemma

770 53 6
                                    

თითების მტვრევით მივდივარ ქალბატონ ნატალისთან და ვთხოვ სახლში დროზე ადრე გამიშვას.
ყოყმანის შემდეგ კარგიო მეუბნება.
ისეთი მზერით მაცილებს ან მეჭეჭები ამომივა მთელს სახეზე ან კიდევ უარესი-ჩინურ რესტორანში წავალთ სავახშმოდ.
იმ ჩხირების გამოყენება არ ვიცი და მომკალი.
შეიძლება მცოდნოდა კიდეც,რომ არა ნაილი.
პატარაობაში კინაღამ თვალი ამომთხარა.

ჩემი წიწილა.

ამენდას ვუხსნი რაშიც არის საქმე.
დაყვავებით ვეუბნები ბოდიში,ჩემ გამო შეყოვნება მოგიხდა,ძალიან მრცხვენია-თქო.
-აი თურმე ასე გონებაგაფანტული რატომ დადიოდი-ეშმაკური ღიმილით მეუბნება-აბა,შენ იცი,წარმატებები.რამე მოკლე ჩაიცვი და რაც მთავარია,პრეზერვატივი არ დაგავიწყდეს.

მის ნათქვამზე ლამისაა თვალები გადმომცვივდეს.
-რა სისულელეა,ჯერ წესიერად არც კი ვიცნობთ ერთმანეთს.
საპასუხოდ სხვა არაფერი მაფიქრდება.
-შენ ისე აღმიწერე მიკვირს აქამდე რომ ქალიშვილი ხარ.

არა,ამას არაფერი ეშველება.

თავის ქნევით ვშორდები და ფორმას თავის ადგილზე ვინახავ.

შუა სექტემბრის ცივი,ოდნავ ნოტიო ჰაერის სახეზე შეხება მეხმარება რელობას დავუბრუნდე.
უცნაურია,არა?
ერთი კვირის წინ მოვლენების ასეთი განვითარება ალბათ ყველაზე გიჟურ სიზმარშიც არ დამესიზმრებოდა.

ერთ საათში სრულ მზადყოფნაში ვარ.
ვგულისხმობ,რომ სარკის წინ საშინლად გულაფანცქალებული ვდაგავარ,ატლასის მუქი მწვანე ფერის კაბაში და ვერცხლისფერ ქოშებში გამოწყობილი.
მაკიაჟიც გავიკეთე.
თმაც გავიშალე.
სუნამოც ვიპკურე.
მოკლედ,საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ.
თითქოს სქაილერ როუზ გრინის ახალებური,ნაკლებად დაკომპლექსებული,ნაკლებად ჩაკეტილი ვერსია ვარ.
თითქოს ის ვიპოვე,რაც მომწონს და ნებას ვაძლევ მომკლას.

ზუსტად ოც საათზე,ჩემი ტელეფონი წკრიალს იწყებს.
ვპასუხობ.

შეიძლება ადამიანს ტელეფონშიც ასეთი მომაჯადოებელი ხმა ჰქონდეს?

ჰო,ზეინ მალიკია იყო,მოვედი,გელოდებიო მითხრა.

ჩანთას ხელს ვავლებ,ერთს ღრმად ვისუნთქავ და მივდივარ.

ის მერსედესის მარკის ოცნების მანქანაზეა მიყრდნობილი.
კუპრივით შავი თმა თითქოს დავარცხნილი,მაგრამ მაინც აჩეჩილი აქვს და თმისფერივე სმოკინგი აცვია.

ჩემი მენტალური ჯანმრთელობისთვის ზედმეტად მშვენიერია.

მამჩნევს.
მიღიმის.

მოდით,პეპლების თეორიის შესახებ ცოტახნით საერთოდ დავივიწყოთ,რადგან ვგრძნობ როგორ მიწრიალდება მუცელში მთელი ზოოპარკი.

-მეგონა გადაიფიქრე,ძვირფასო-ყურთან ახლოს ჩურჩულებს.იქვე მკოცნის-ძალიან.ლამაზად.გამოიყურები-მეუბნება კოცნებს შორის და კარის გასაღებად მშორდება.
მონუსხულიბით ვიკავებ ადგილს.

ლამპიონებით განათებულ ქუჩებს ერთმანეთის მიყოლებით ვიტოვებთ უკან.
ე.წ "მდიდრების უბნისკენ"მივდივართ.
თავს ცოტა არაკომფორტულად ვგრძნობ,მაგრამ მახსენდება,რომ მასთან ერთად ვარ და ვმშვიდდები.

სიჩუმეს მუსიკის ხმა არღვევს.
არა,უბრალო მუსიკის არა.
ნელის & ქელის "დილემა".
უცებ ვთამამდები,წამის მეასედში გაუაზრებლად ვყვები ლირიკას:

-I do need you..No matter what I do,all I think about is you. Even when I'm with my boo,boy you know I'm crazy over you.

მეორე ჯერზე ზეინიც გვყვება.

რა დედამ გშობა.

ვიდრე,ხოტბის შესხმას დავიწყებდე მანქანას უზარმაზარი იტალიური რესტორნის წინ აჩერებს.
არჩევანზე მეღიმება.
კარს მიღებს.
გადასვლისას მადლიერი ღიმილით ვუღიმი.

ხელს მიწვდის.
რათქმაუნდა ჩემს ხელს ვახვედრებ და მივყვები.

ღმერთო ჩემო.

ეს ნამდვილად ის არის,რაც მე მგონია?
შოკირებული გამომეტყველებით ვიხედები მისკენ.
-მხოლოდ შენთვის,ძვირფასო.
თვალს მიკრავს.
დარბაზი,რომელიც რომელიღაც სასახლის ფოიეს უფრო ჰგავს,მთლიანად ცარიელია.
უფრო სწორად,მხოლოდ მე,ზეინი და უამრავი მოთეთრო-მოკრემისფრო ორქიდეა.

დარწმუნებული ხარ,რომ ეს შენს თავს ხდება,სქაილერ გრინ?

ღმერთო ჩემო.

Hey,Buddiez!💙
Let'z Vommez.

Luv,M💙💙

Orchids |Z.M|Where stories live. Discover now