Loser

659 43 4
                                    

ყველაფერი ჩემი ბრალია.
ჰო,ჩემი ბრალია,რომ ახლა მაგარი ჩაით სავსე ჭიქა მაქვს ხელში ჩაბღუჯული,საწოლზე ფეხმორთხმით ვზივარ,ფანჯრის დაორთქლილ მინას მივშტერებივარ და ცრემლების შეკავებას ვცდილობ.
ვცდილობ საკუთარი თავი არ დავიტირო ამხელა უსუსურობის გამო.

არადა,იყო ისეთი დრო,როცა შემეძლო გამეშვა ეს სიყვარული,დამეიგნორებინა ზეინი,თავისით წასულიყო,გამექრო.
არა,ნამდვილად შემეძლო,არ ვტრაბახობ.

ვერ შევეწინააღმდეგე,ვერ გავუშვი,დავიტოვე..
სხვა ასეთი ძლიერი არაფერი განმეცადა,სხვა ასეთი ძლიერი არაფერი გამაჩნდა და ვერ შეველიე...
სხვანაირად როგორ შეიძლებოდა?
რომ არ მომეშვა,ახლოს მოსვლის ნება რომ არ მიმეცა,მერე რითი ამომევსო მე სიცარიელე?
უნდა ამერჩია:ან სიცარიელე,ან-ტკივილი.
ტკივილი ვარჩიე...

ზეინს არაფერში ვადანაშაულებ.
რაში სჭირდება "ლუზერი",როგორც ჯელენა იტყოდა..

ჯელენა.მაკდონალდსი.

მართალი მითხრა,საცოდავი ვარ.
კომპლექსიანი,დაბალი თვითშეფასების მქონე,მეოცნებე ნერდი.
საერთოდ,როგორ ვიფიქრე,რომ რამე გამოგვივიდოდა?
მაგრამ ის ისეთი კარგი იყო..

მშვენიერი...

მისი სავსე,ალუბლისფერი ტუჩები,მუდამ ირონიული ღიმილი რომ დასთამაშებთ.
კარამელისფერი თვალები,მათში ჩაძირვას რომ მივეჩვიე..
კუპრივით შავი თმა და ჩემს ჩხოვრებაზე უარესად აბურდული წამწამები..
მისი ჩალურჯებებიც კი...

ღმერთო.

ასე მოკლე დროში როგორ შეიძლება ასე შეეჩვიო ადამიანს?!
ის ყველაზე ძლიერი ნარკოტიკივითაა.
ადრენალინივითაა..

ვპატიობ,ყველაფერს.
ვპატიობ მოპარულ პირველ კოცნას,სულში გაზაფხულივით შემოპარულ პირველ სიყვარულს,მერე იმედგაცრუებას და ახლა ჩემს დეპრესიულ,პატარა გოგოს ფიქრებსაც კი..

ერთადერთი,ვისთვისაც ვერ მიპატიებია და ვერსადროს ვაპატიებ ეს მე ვარ,სქაილერ როუზ გრინი.

მაზოხისტი არსება.

ზარია.
არავის ველი,რათქმაუნდა.
გაჭირვებით ვშორდები საწოლს,თბილ პლედს და..
ისევ ზარია.

მოვდივარ-მეთქი ვეძახი,ვითომ დიდი გზა მქონდეს გასავლელი ორი თითის დადება ბინაში.

კარს ვაღებ.

-მის გრინი ბრძანდებით?-მეკითხება თექვსმეტ წლამდე ბიჭი,ქერა თმითა და მობეზრებული გამომეტყველებით.

-დიახ?

-ეს თქვენთან გამომატანეს,გთხოვთ ხელი მოაწეროთ.

ახლა ვიხედები ქვემოთ.
მოთეთრო-მოკრემისფრო ორქიდეების უზარმაზარი თაიგული უჭირავს ხელში.

ამდენი ხანი ვერ შევამჩნიე,ნორმაში ჯდება ახლა ეს?

ხელს ვაწერ.
ის დაუმშვიდობებლად მიდის.
არცაა გასაკვირი,ღამით,ორ საათზე ვიღაც გოგოსთან რომ გაგგზავნიან ლამის შენხელა თაიგულის ასატანად,ცოტა არ იყოს,გუნება წაგიხდება.

ორქიდეებში მოცუცქნული ბარათია ჩამალული.
გაჭირვებით ვხსნი,თითები ისე მითრთის.

"ჩამო რა,ძვირფასო.ყველაფერი უნდა აგიხსნა."

ჰოო?

პარადოქსი პირდაპირ.

თავის ქნევით გავდივარ აბაზანაში.
საკმაოდ ხანგრძილ შხაპს ვიღებ.
თითქოს მშველის,თითქოს წყალს ნაღველს ვატან.

მერე,ტრადიციულ რიტუალებს ვასრულებ და დასაძინებლად ვწვები.
სიზრები მესიზმრება,ბებია უცხონდა.


Mokle tavia da bodishi.
Good thingz are coming.

Luv,M

Orchids |Z.M|Where stories live. Discover now