Opportunities

843 56 2
                                    

ხანდახან მგონია,რომ შესაძლებლობები მზის ამოსვლასავითაა-თუ დიდხანს დაელოდები,დაკარგავ ან გამოტოვებ.

მზის ამოსვლას დღესაც ფხიზელი ვხვდები.
უცნაურია,მაგრამ ახლა წინანდელზე უფრო მშვენივრად მეჩვენება.
თითქოს,ცა ჩემს დასამუნჯებლად ათასობით ფერად ალაპარაკდა.

ა,ჰო,კიდევ რაღაც უცხო გრძნობა შემომპარვია და სხვა თემაზე ფიქრის საშუალებას არ მაძლევს.
როგორც არ უნდა ვეცადო,აზრები არ მემორჩილება,გუშინდელი "მომენტები"გონებაში გამეორების ფუნქციაზე დაყენებული ფლეილისთივით მიტრიალებს.

ნეტა მოპარუულმა პირველმა კოცნამ ასე იცის?

საინტერესოა.

სამსახურისთვის რომ ვემზადები არც მაშინ მშორდება სულელური,ოდნავშესამჩნევი ღიმილი სახიდან.
კარს რომ ვიხურავ და მივდივარ,არც მაშინ.
ამენდასაც ზედმეტად მხიარულად ვესალმები.
ამჩნევს.
რაშია საქმეო მეკითხება.
ოღონდ გამარკვია,შოკოლადს არ გავეკარები მთელი კვირა-მეთქი ვპასუხობ.

კი,შოკოლადი მიყვარს.
სხვათაშორის,ყოველთვის მიზნები უფრო მქონდა,ვიდრე ოცნებები.
აი,ოქროს ბილეთზე და შოკოლადის ქარხანაზე ვაღიარებ,ნამდვილად მიოცნებია.

დღეს თან კამერაც წამოვიღე.
მართალია სახალხოდ გამოსაჩენი არ არის,მაგრამ თავის საქმეს აკეთებს.
ამასობაში,ჩემი წასვლის დრო ისე დგება,თავი ჯერ კიდევ ახალმოსული მგონია.

ჭკუა ვისწავლე და ჟაკეტი მოვიცვი.
არაკაცები აღარსად ჩანან.
ძალიანაც კარგი,უმწეო გოგონებს ვეღარ დააფრთხობენ.
გუშინდელის მერე,ეჭვი მეპარება საერთოდ ვინმე დააფრთხონ.

აპარტამენტს ვუახლოვდები.
რაღაც შინაგან სიცარიელეს ვგრძნობ.
იქნებ იმიტომ,რომ იმედი მქონდა ის დამხვდებოდა?
ან იმიტომ,რომ დღეს საერთოდ არ მინახავს?

რამე ხომ არ შეემთხვა?

სქაილერ გრინ,ნუ იქნები ამდენად სულელი,შენ მას არ ადარდებ.

Orchids |Z.M|Where stories live. Discover now