No control

909 60 13
                                    

ადგილზე ვქვავდები.რაღაცის სათქმელად პირს ვაღებ,თუმცა აზრები ერთმანეთში მერევა და მალევე ვხურავ.

გუშინდელი "ჩხუბის"გამარჯვებული,ორქიდეების გამოგზავნაში ნომერი პირველი ეჭვმიტანილი ჩემს საწოლზე ჰორიზონტალურადაა წამოწოლილი,ფეხები ჟურნალის მაგიდაზე აქვს შემოწყობილი და ვითომც აქ არაფერიო,სიგარას უდარდელი სახით აბოლებს.

კიდევ ერთხელ ვაღიარებდი,რომ მშვენიერია,თუმცა ახლა მაგის დრო არ არის.

მკვლელ მზერას გრძნობს თუ სინდის-ნამუსი აწუხებს არ ვიცი,ჯერ ცალ თვალს ახელს მერე მეორეს,მიღიმის და ფეხზე დგება.
ჯერ თითქმის მთლიან სიგარას ისვრის ფანჯრიდან,მერე ჩემკენ მოდის.

მიუხედავად იმისა,რომ აპარტამენტი არც ისე დიდია და შესაბამისად ჩვენს შორის მანძილი პატარაა,დრო საშინლად იწელება,როცა უკვე ჩემს წინ ისვეტება,საუკუნეები მგონია გასული.

საოცარი სურნელი ასდის.
პარფიუმის,თამბაქოს და კიდევ რაღაც..მამაკაცური.

-გამარჯობა,ძვირფასო-მეუბნება დაბალი,ხრინწიანი ხმით.თვალი ოდნავ ჩალურჯებული აქვს,ტუჩი გახეთქილი.-იმედია ძალიან არ შეგაშინე-მიღიმის.
მისი გალანძღვა საშინლად მინდა,თუმცა ეს ღიმილი რამდენიმე წამით სრულიად მამუნჯებს.
-თუ იმას გავითვალისწინებთ,რომ საერთოდ არ გიცნობთ,არ გენდობით და შეიძლება წყეული ფსიქოფატი მკვლელი აღმოჩნდეთ,მაშინ არა,ძალიანაც არ შეგიშინებივართ.-ტვინი ვაკუუმად მაქვს ქცეული,მაგრამ მაინც ვცდილობ დავგესლო.

ცალყბად იღიმის.
-ნწ,ნწ-თვალებში უცნაური ალი უკრთება-ყვავილებისთვის მადლობაც კი არ გითქვამს,რა სირცხვილია-თავს დრამატულად აქნევს.

-დიდი მადლობა.შეგიძლიათ თქვენს ყვავილებს ხელი მოკიდოთ და აქედან დაიკარგოთ.საერთოდ აქ როგორ აღმოჩნდით,ვინ ხართ,ჩემგან რა გინდათ?!-მთელი მონდომებით ვცდილობ აღელვება არ შემეტყოს.
-გაკაპასებული რომ არ შემოსულიყავი უკვე გაგეცნობოდი კიდეც-რაორაორაო?-მე ზეინი ვარ,ზეინ მალიკი.ძმაკაცები რკინა ზეინს მეძახიან-თავის ნათქვამზე თვითონ ეცინება-გოგონები მამიკოს.

-ბოდიშს გიხდით,რომ თავხედი უცნობების ჩემს სახლში ხილვას მიჩვეული არ ვარ.ვინც არ უნდა იყოთ მინდა აქაურობა დატოვოთ.სასწრაფოდ.

ჩემკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს.ზურგით კედელს ვეკვრი და კიდევ ერთხელ ვცდილობ აფორიარიაქების დამალვას.
ის ხელებს ჩემს გარშემო აწყობს,ენას ქვედა ტუჩზე იტარებს და დაჟინებით შემომყურებს.

ცხოვრებაში არ მინახავს ასეთი ლამაზი,მეტყველი თვალები.

დარწმუნებული ვარ ალმური მედება.
სახეს კიდევ უფრო ახლოს სწევს.
მისი თბილი სუნთქვა ტუჩებზე მეცემა და ინსტიქტურად თვალები მეხუჭება.
არ ვიცი რა მემართება ან საერთოდ რაზე ვფიქრობ,საკუთარი თავის კონტროლში,ემოციების,გრძნობების დამალვაში ყოველთვის ვირტუოზი ვიყავი,ახლა კი მთელი ეს ჩემი "ნიჭი" თითქოს გამემიჯნა.

და ამის ისე მეშინია,როგორც ერეტიკოსს ინკვიზიციის.

მისი ჩაცინების ხმა მესმის.

სულელო,თვალები რომ დაუხუჭე აბა რა გეგონა?!

-უნდა მიეჩვიო,ძვირფასო-ფიქრებიდან გამორკვევას მაიძულებს.ამ სიტყვების გაგონებისთანავე,გული ჩიტივით წყებს ფრთხიალს.

რას ნიშნავს "უნდა მიეჩვიო"?
თან ეს "ძვირფასო"...

სანამ რამის თქმას მოვასწრებდე,მიდის,ბოლოჯერაც მათვალიერებს და უჩინარდება.

მაგარ ჩაის ვიკეთებ.ასეთ დროს ყოველთვის მშველის.
იმას ვგულისხმობ,რომ ანერვიულებულზე მშველის.
ესეიგი ზეინ მალიკი.
რკინა ზეინი.
ამჯერად მეც მეღიმება.

კარგი,სქაილერ გრინ,მოდი ყველაფერი ავწონ-დავწონოთ.
მისი გარეგნობის პატრონს მაქსიმუმ ფეხსაცმლის მწმენდავად თუ ენდომები და რადგანაც სამსახური უკვე გაქვს,გამოდის აზრზე არ ხარ შენგან რა ბებიამისის ცხონება უნდა.


Hey,buddiez!💙მინდა იცოდეთ,რომ ჩემთვის თითოეული მკითხველი ძალიან ბევრს ნიშნავს💙💙
და კიდევ,სქაილერზე რას ფიქრობთ?

Luv,M

Orchids |Z.M|Where stories live. Discover now