თავი 14

574 42 0
                                    

მე:აქ რა გინდა?
ჯიმინი:მოსაცმელი დაგრჩა და მოგიტანე
-და საიდან იცოდი რომ აქ ვიყავი?
-ბავშვობაში მამასთან ერთად სულ აქ გიყვარდა სეირნობა სხვაგან არც წახვიდოდი.....ბოდიში
-რისთვის?
-ყველაფრისთვის,ყველა იმ შეურაცყოფისთვის,დაჩაგვრისთვის და შეზღუდვისთვის. ბოდიში, რომ ბავშვობაში ბევრჯერ გაწყენინე მაგრამ ნუ იფიქრებ რომ ამას ძალით ვშვებოდი, ხშირად ამის გაკეთებას დედა მაიძულებდა ყოველ ღამე სანამ მამა ზღაპრებს გიყვებოდა დედა მიმტკიცებდა რომ შენთან არ უნდა დავვახლოვდე, რადგან მალევე მიგეჩვევი, მას რაღაც დროის მანძილზე ვუჯერებდი მაგრამ როდესაც მამა მისვავდა და როგორც კაცი კაცს ისე მელაპარაკებოდა შენთან მოსვლა,ჩახუტება და ბოდიშის მოხდა მინდოდა, სულ ყოვეთვის მეუბნებოდა რომ დედასთვის არ დამეჯრერებინა და გულისთვის მომესმინა და ასეც ვშვებოდი გულს შენი დაცვა და შენი უფროსი ძმობა უნდოდა, რასაც 5_წლიდან ვაკეთებდი, დედას აღარ ვუჯერებდი და ნუ გგონია რომ დედას არ უყვარხარ არ ვიცი გახსოვს თუ არა მაგრამ ერთხელ ძალიან ცუდად გახდი მაღალი სიცხეები,სურდო და მუდმივი გულის რევა გქონდა, დედა ერთი წამითაც არ გცილდებოდა და როდესაც ვკითხე რატომ იყო შენთან ასეთი, არაფერი არ მიპასუხა.
ეს კითხვა წლების მერე ისევ გავუმეორე და საპასუხოდ ასეთი რამ მივიღე:მეც არასასურველი ბავშვი ვიყავი..მაგრამ სანასგან განსხვავებით მამას არ ვუნდოდი დედას კი ვუყვარდი დამიჯერე მამის სიყვარული დედისას ვერასდროს შეედრება მამას საკუთარი ქალიშვილი სიცოცხლეზე მეტად უყვარს და ყველაფერს ურჩევნია, სანას ასე იმიტომ ვექცევი რომ ვიცოდი ერთ დღეს მარტო დარჩება და დამოუკიდებელ ცხოვრებასთან შეჩვევა მოუწევს არ მინდა რომ ვინმეზე იყოს მიჯაჭვული ისე როგორც მე ვიყავი დედასთან შენც მშვენივრად იცი რომ კორეა განსხვავებულია თავისი კულტურით ამიტომაც ვცდილობდი რომ მასთან არ მივჯაჭვულიყავი რომ შემდგომ არც მე მტკენოდა და არც მას შენ რა სერიოზულად გეგონა რომ საკუთარი ქალიშვილი არ მეყვარებოდა?!. ამის მოყოლა მინდოდა მაგრამ არ გავრისკე ამიტომ გთხოვ მაპატიე და მინდა რომ ისევ ისეთი და-ძმური ურთიერთობა გვქონდეს როგორც მამას გარდაცვალებამდე გვქონდა, ამ ამბავმა მეც შემცვალა და შენც ბოლო მოგიღო ვიცი როგორ განიცდი იქაურობასთან განშორებას ვიცი რომ ბემი და ყველა დანარჩენი გენატრება მაგრამ მამას უნდოდა რომ აქ გვეცხოვრა და ეს უნდა შევუსრულოთ.
ჯიმინს ავხედე და ისიც ჩემსავით ტიროდა მის მკერდს მივეკარი.
-მაპატი მოჩი....
-ეს სახელი 10 წლიდან არ გამოგიყენებია რამ გაგახსენა!!
-მოგონებებმა,მაპატიე ყველა სიუხეშის და დაუფასებლობის გამო სულ ყოველთვის ცუდს ვხედავ ხალხში!
-ყველა ეგრეა
-იცი თეჰიონთან კომფორტულად რატომ ვარ?
-მაინც?
-მამას გავს,მისნაირი ოთკუთხედი ღიმილი აქვს,მამას ნაირი თბილი ჩახუტება აქვს, მამას ნაირი განსხვავებული ქუთუთოები აქვს მან თავიდან აამუშავა ჩემი გული და მაგრძნობინა რომ ჯერ ისევ ცოცხალი ვარ.
-შენი ნებაა თუ მასთან ბედნიერად გრძნობ თავს იყავი...
-არა მარტო ბედნიერად, მის გვერდით ცოცხალი ვარ, არ ვარ ის სანა რომელიც მამის სიკვდილს გადაყვა და ყოველ ღამე ათასნაირ ვერსიას ხედავს იმ საბედისწერო ღამისას, თეჰიონის გვერდით არ მახსოვს რომ ვდარდობ ან რამე მაწუხებს.
-სანა
-ჰო?
-მიყვარხარ
-მეც ჩიმ მეც.
კიდევ რამოდენიმე ხანს ვიჯექით ასე და ბოლოს სახლში წასვლა გადავწყვიტეთ სახლში ანერვიულებული დედა დაგვხვდა
-ღმერთო სად იყავით??
მე და ჯიმინმა ერთმანეთს გავხედეთ და გავუღიმეთ დედას ჩავეხუტე.
-ჯისო მაპატიე უნდა გამეგო და მივმხვდარიყავი, ჯიმინმა ყველაფერი მითხრა.
-სანა შენ კი არა მე მაპატიე შვილო საშინელი დედა ვარ!
-არა პირიქით საუკეთესო ხარ ყველანაირად ზრუნავდი იმაზე რომ მომავალში ცხოვრება არ გამჭირვებოდა!
-არ ვიმსახურებ ამ სიტყვებს!
ჯიმინი:არ შემიძლია რა ესეთი რაღაცეების ყურება!!!
გატრიალდა ჯიმინი და სლუკუნი დაიწყო, ქურთუკზე მოვქაჩე და ჩვენსკენ მოვწიე და ისიც ძალიამ მაგრად ჩავიხუტე.
-წამო ეხა ავღნიშნოთ ეს ყოველივე!
საღამომდე ვიჯექით ბავშვობის მომენტებს ვიხსენებდით ერთანეთს ვებოდიშებოდით და ღამის ორზე დავიშალეთ დილით ჯიმინის ყვირილმა გამაღვიძა.
-სანააა გვაგვიანდება!!
-საად?
-სკოლა ყოფილა დღეეს!!!
-ფუ ამისს!!
-ჩანთა ჩაგილაგე ჩაიცვი დროზე
ლიგინიდან წამოვფრინდი გამოვიცვალე თავი მოვიწესრიგე და სკოლას ბეწვზე მივუსწარით ჩემს ადგილს დავუბრუნდი და სუნთქვა წესრიგში მომყავდა.
ნენსი:მე მეგონა არ მოდიოდი!
მე:დამავიწყდა რო სკოლა იყო და გვიან დავიძინე.
-ჰეჰე პომიდორს გავხარ!
-ეე ნუ დამცინიხარ ისეთები უნდა მოგიყვე გადაირევი!!!
-ვააა დაიწყე აბა!
-მოკლედ...
-პაკ სანა და კიმ ნენსი ხმა!მგონი კლასში შემოვედი!
-კარგით ქალბატონო ჩვე!
მასწავლებელი გატრიალდა და მე და ნენსი დავეჭყანეთ, ჩემსდა საბედნიეროდ ლისა დღეს სკოლაში არ იყო რაც იმას ნიშნავს რომ ნერვებსაც არავინ მიშლიდ, არც შემდგომი ერთი კვირი არ იყო, რამაც ძაან შემაშფოთა სკოლის მორიგი დღე თეჰიონთან მივდივარ რომ ლისას ამბავი გავიგო რაღაც მოვიწყინე მის გარეშე.
-თეჰიოონ!
-რა გაყვირებს ვაიმე რამხელა ხმა გაქ მიწაზე არ ჩანხარ არადა!
-შენ ჩემს სიმაღლეს თავი დაანებე და ჯობია ის მითხრა ლისა რატო არაა?
-რაში გადარდებს?
-როგორც კლასის პრეზიდენტი ვალდებული ვარ ვიცოდე რა ხდება!
-არ ვიცი არ მეკონტაქტება.
-ოქეი
თეჰიონს გამოვეცალე და გაკვეთილების შემდეგ დამრიგებელთან შევედი რომ
გამერკვია რა ხდება და რა მიწამ ჩაყლაპა ეს გოგო.

Everything is wrong ✅Место, где живут истории. Откройте их для себя