თავი 3

798 56 0
                                    

დილით ადრე ავდექი, უფრო სწორად დედამ გამაღვიძა, იმისთვის, რომ ეთქვა დღეს გვიან მოვალო,ვიფიქრე რახანც მე არ მძინავს ჯიმინს რატომ უნდა ეძინოს თქო და მისი გაღვიძება დავიწყე.
-ჯიმინნ გძინავს?...ჯიმინნ..
-.....
-ჯიმინააააააააააააა!!
-ჰა რა იყო რა ხდება?!
-ჰეჰეე არაფერი, ადე დედა წავიდა დღეს გვიან მოვა.
-უიმეე და ამის გამო ღრიალებ?
-ეეე მე თუ არ მძინავს შენ რატო უნდა გეძინოს?
-უფფ, კაი ხო გადი ჩავიცვა.
ოთახიდან გამოვედი ქვევით ჩავედი და საუზმე მოვამზადე ჯიმინიც მალე ჩამოვიდა. ვისაუზმეთ და სკოლაში წავედით, გზაში ნენსი შემხვდა თეჰიონთან ერთადდ.
-სანაა!
-ნენნნსი!
-გამარჯობა ჯიმინ!
-გამარჯობა..
არ ვიცი როგორ მაგრამ მე და ნენსი ერთმანეთს ძალიან მალე შევეწყეთ, აქამდე გოგოებთან არც თუ ისე კარგად ვმეგობრობდი.
სკოლამდე მივედით, ჯიმინს დავემშიდობეთ და გაკვეთილებმა ისე მალე ჩაიარეს ვერც კი შევამჩნიე.

დღეს ჯიმინის გარეშე მივდივარ სახლში რადგან, ჰანბინმქ სადღაც გაყოლა სთხოვა და იქ წავიდა, ნენსიც ვერ ვიპოვე ამიტომ მარტო წამოვედი. სახლამდე მივედი, გამოვიცვალე ცოტა ოთახიც მივალაგე და ჯიმინმაც მომწერა რომ 1 საათში სახლში იქნებოდა და საჭმელი რამე დამეხვედრა,ჩემი დავალება შევასრულე მაგრამ წვენი აღარ გვქონია და ჯიმინის პრეტენზიებიდან გამომდინარე საყიდლად წავედი იმიტომ რომ ვაჟბატონი წვენის გარეშე გემოს ვერ ატანს, გზაში თეჰიონი შემხვდა საწინააღმდეგო მხარეს დადიოდა და ჩემსკენ წამოვიდა.
-სახელი შემახსენე, მგონი სანა ჰო?
-კი
-საით მიდოხარ?
-მაღაზიაში
-რა დამთხვევაა მეც
-ხომ
-შენ და ნენსი ძაან კარგად შეეწყეთ.
-კი, შენი ვინ არის?
-და
-რა და?
-ჩემი დაა
-მე მითხრა რო ნათესავია.
-მერე რა გინდა ხოა რ მოუტყუებიხარ?
-უფრო კონკრეტულადაც შეეძლო.
-ხომმ ჩვეულებრივად ყველას ამას ეუბნება, რადგან როდესაც ვინმეს მოვწონვარ ნენსის საშვალებით ცდილობენ გაიგონ რა მომწონს ან რა მიყვარს.
-ოხხ..
-რაა ეხლა არ თქვა სიმპატიური და მიმზიდველი არ ვარ?!
-დამანებე თავი რააა
-რაო შენ ძმაზე ნაკლები ვარ?
-დიახაც ხარ ჩემი ძმა მე მგავს სილამაზეში!
-ოჰჰ რა თავმდაბალი ხარ!
-ვიცი
-იცოდე კონკურენტები არ მჭირდება სკოლაში და გააფრთხილე შენი ძმაა!
-რაო?
-მას შემდეგ რაც გადმოხვედით ყველა შენს ძმაზე ლაპარაკობს!
-მომისმინე, ჩემი ბრალი არაა, რომ იდეალური ბიჭია, მაგრამ შეგიძლია წყნარად იყო იმიტომ რომ ჯიმინს რომ სდომოდა ახლა
ნახევარი სკოლის გოგოები მის ფეხებთან იწვებოდნენ.
-კი როგორ არა და რატომ არ უნდა ჰა?
-არ სჭირდება ეს სხვისი ნაქონი გოგოები და იმიტო
-ჰაჰ ჩაკბეჩილ ვაშლს აღარ კბიჩავს?
-კი მითუმეტეს თუ პირველად შენ ჩაკბიჩე.
თეჰიონმა კიდევ მითხრა რაღაც მე კი თვალები ავუტრიალე და მოვცილდი, რაც შეიძლება ჩქარა მივედი მაღაზიამდე, წვენი ვიყიდე და სახლში დაბრუნებისას  უკნიდან ხმა მესმის
თეჰიონი:ეს ჩვენი ბოლო ლაპარაკიი არააა ძვირფასო!
-მკიდიაა!!
სახლში მივედი და ჯიმინი უკვე მოსულიყო
მე:ოო უკვე მოხვედი?
ჯიმინი:კი,სად იყავი?
-მაღზიაში წვენი გიყიდე.
-მადლობა
-თეჰიონი ვნახე და შენ ძმას უთხარი კონკურენტენი არ მჭირდებაო
-ჰაა?
-ნუ იმაში რო გოგოებს ხიბლავსო.
-ოხხ ჩემი ბრალი არაა, მათ მოვწონვარ.
-მეც ეგ ვუთხარი, ანგელოზი რომაა რა ჩემი ბრალია თქო თან შენი გოგოები ვის რაში უნდა თქო.
-მართლა ეგრე უთხარი?
-კი
-ომოო ეგრე ძაან გიყვარვარ?
-ეხა მორჩი!
-კაი,კაი.
გადავწყვიტეთ რომ დედას დავლოდებოდით, და დედა სადღაც თორმეტისკენ მოვიდა ვიღაც კაცმა მოიყვანა რომელსაც მანქანიდან გადმოსვლისთანავე გადაეხვია.
-დედას უთხარი რო კაი ხანია მძინავს.
-სანა!სანაა!რა დაგემართა?
-რაც გთხოვე ის გააკეთე!
-კი მარა..
-გთხოვ ჯიმინ!
კი არ მიყვარს როცა დედას ახალი თაყვანისმცემლები ყავს თან სულ რაღაც ორი კვირაა აქ ვართ! მან კი უკვე თაყვანისმცემელი გაიჩინა. ოთახს დავუბრუნდი და ფიქრებში გართულს მალევე ჩამეძინა, დილით სახლიდან ისე გამოვედი რომ ჯიმინს არც კი დაველოდე სამწუხაროდ ნენსი დღეს სკოლაში არ იყო და ჩემი ცუდად ყოფნა მხოლოდ სანიმ შეამჩნია.
სანი:რა გჭირს?
მე:არაფერი ისეთი.
-სანა მე მიმალავ?
-არ მინდა რო თავი მოგაბეზრო.
-გიჟი ხომ არ ხარ? რა თავის მობეზრრბაზეა საუბარი?!
მოვუყევი რაც მოხდა
-იქნებ მეგობარი იყო ან ნაცნობი?
-რანაირად სან სეულში არავის ვიცნობთ
-ან მამაშენის ძმაკაცი! ხო შეიძლება მამაშენს არ ეცალა და მან მოიყვანა სახლამდე?!
-ხომ მამაჩემს ვერანაირად ვერ ეცლებოდა
-აჰაა ხომ ხედავ! შენ კიდე ნერვიულობ!
-მამაჩემი გარდაცვლილია..
-ბოდიში არ ვიცოდი....
-არაუშავს, საიდან გეცოდინებოდა არასდროს მითქვამს.
კლასში ჯიმინი შემოვიდა და მას ლისა შემოყვა რომელსაც მისი ხელი ეჭირა, როდესაც ჯიმინმა ჩემი მზერა შეამჩნია ლისას ხელი გაუშვა და დამიძახა.
ჯიმინი:რა იყო დღეს სახლიდან რო გამოფრინდი? არც კი დამელოდე!
მე:ამის სათქმელად მოხვედი?
-ვერ ვხვდები რაზე ბრაზდები!
-იცი რაზეც!
-ხოდა რატომმ არ აქვს ბედნიერების უფლება? სიცოცხლის ბოლომდე მარტო უნდა იყოს?
-იყო უკვე ბედნიერი ერთ კაცთან შეირგოსს და ჩვენზეც იფიქროს!
-იქნებ ჩვენთვის აკეთებს ამას, არ უნდა რო ცუდ პირობებში გავიზარდოთ!
-მკიდიააა! ცუდი პირობები არც გვაქ! კარგად ვცხოვრობდით სანამ აქ არ ჩამოვედით!!!
ლისა:ჯიმინაა რა ხდება?
-არაფერი ლის ჩემი და არის და უბრალოდ ვსაუბრობთ.
მე:(ლისს?? ლისსსს?ჯიმინააა???)შეგიძლია გახვიდე აქედან, ნუ ერევი იმაში რაც შენი საქმე არაა!
ლისა:ტონი შეარჩიე!
მე:გადი თქო აქედან! არ მეგონა ჯიმინ ამის ნაირ ძუკნას თუ გაეკარებოდი!
თეჰიონი:რა ხდება?
-იცი თეჰიონ მართალი იყავი,ჯიმინ ეს შენთვის არ მითქვავს თეჰიონმა მითხრა რომ ზედმეტად გაღმერთებ და შენც იწევ უკვე გამოყენებულ გოგოზე და თურმე მართალი ყოფილა, მადლობა ჯიმინ, მეგონა გესმოდა ჩემი მაგრამ სულ ტყუილად!
უკვე აცრემლიანებული მოვშორდი იქაურობას და სკოლის სახურავზე ავედი როგორც ჩანს სანმა გარისკა და გამომყვა.
-წამო გინდა გავისეირნოთ?
-არ მინდა, რახანც აქ ამოვედი ესეიგი აქ მინდა!
-კარგი...ჯიმინიც მოდიოდა მაგრამ თეჰიონმა არ გამოუშვა მეც არ ვაპირებდი ამოსვლას მარა წადიო ეხა მეგობრები სჭირდებაო ვიდრე "საუკეთესო ძმაო".
ცოტა ხანს ჩუმად ვიჯექით სანის მხარზე თავი მედო ის კი ჩემი თმით თამაშობდა, ეს იდილია თეჰიომა დაარღვია.
თეჰიონი:სან დაგვტოვე.
-კარგი, მოგწერ საღამოთი.
-მადლობა სან.
თვალი ჩამიკრა და წავიდა თეჰიონი კი გვერდით ჩამომიჯდა.
-იმდღეს ჯიმინს ისე აღმერთებდი მეგონა მასზე გაბრაზება არ შეგეძლო, მაგრამ არაა მგელი ხარ ცხვრის ტყავში! და ვხვდები რაზეც გაბრაზდი, როდესაც დაინახე, რომ ლისას ეპრანჭებოდა და ესიყვარულებოდა ეჭვიანობა იგრძენი რადგან ლისა არც თუ ისე გეხატება გულზე.
-ჩემი ეჭვიანობა არაფერ შუაშია, ეს უფრო გაბრაზებაა, შტატებში შეყვარებული ყავს მშვენიერი გოგოა, ბემი ჰქვია, ჯიმინი ალბათ ყველაფერზე მეტად უყვარს და არ მინდა რომ იმ გოგოს გული ეტკინოს, რო გაიგოს რომ სხვებს ეპრანჭება აქ ფეხით ჩამოვა! მე კი ბემიც ძაან მიყვარს და ჯიმინიც და არ მინდა რო დაშორდნენ მარა ისიც არ მინდა რო ბემი ტყუილში ვაცხოვრო!
-ოუუუ...სკოლა რო დამთავრდა იცი? სახლში წასვლის დროა.
-არ მინდა...
-წამო მაშინ სადმე წავიდეთ გავისეირნოთ გული გადააყოლე.
-კარგი,მაგრამ სკოლის ფორმაში რო ვარ?
-ნენსი მოგცემს რამეს.
-ნენსი თუ არ არვიცი რა მეშველებოდა, ისე დღეს რატო არ იყო?
-გაცივდა.
ამ ლაპარაკ ლაპარაკში სკოლა დავტოვეთ და თეჰიონის სახლმადეც მივედით.

Everything is wrong ✅Место, где живут истории. Откройте их для себя