XIV თავი~~გაქცევა

32 4 0
                                    

ღილაკზე მიჭერის შემდეგ, ქეთის ბორკილები მოეხსნა... გადმოვიდა საკაციდან და ფეხში დაჭრილი ექიმი მოიშორა... მას ყელი გამოჭრა... ვერ გაარჩევდი ნამდვილი ქეთი იყო თუ არა... თითქოს და ორივე გაერთიანდნენ... ერთმანეთი მიიღეს და მეტად გაძლიერდნენ ერთ სუსტ და ლამაზ სხეულში...

2 დარჩენილი ექიმი ქეთისაკენ დაიძრა... ის კი საოპერაციო იარაღებისაკენ გაიქცა... 15 წუთში ორივე მოკლა... არ ჩქარობდა, თითქოს და გალიაში გამომწყვდეულ თაგვებს ეთამაშებოდა... ნელა და საზარელად...

ბევრი ენერგიის დაკარგვის გამო მუხლებზე დაეცა, ამ დროს ერთ-ერთი ექიმის გვამის გვერდზე მიგდებული ყვითელი დაკეცილი ფურცელი დაინახა...

ფურცლამდე მიცოცდა... ხელში აიღო და გაშალა... ზედ ბორდელის გეგმა იყო დახაზული, ასევე მითითებული ყველანაირი საიდუმლო გასასვლელი, კარი, სეიფის დასამალი კარადა... სრულიად ყველაფერი იყო რუკაზე დატანილი. საიდუმლო კარიც კი, რომელსაც რაღაც მარშრუტის გავლისთანავე გარეთ გაყავდი...

მაგ დროს ნაბიჯების ხმა შემოესმა და ოთახშივე კედელში ჩამალულ კარადაში დაიმალა...

♦♦♦

იმის შემდეგ, რაც კანიბალებმა ოთახი დატოვეს, ქეთი კედლიდან გამოვიდა და რუკას თავიდან შეხედა...

გარეთ გასასვლელი კარები დირექტორის კაბინეტში მდებარეობდა...

სანამ გვამების ოთახიდან გავიდოდა, მან მთელი შემოსასვლელი დაზვერა, ყველა კუთხეს თვალი გადაავლო იმ იმედით, რომ არავინ შეხვდებოდა...

ყველაფერმა ისე იდეალურად არ ჩაიარა, როგორც ქეთი ფიქრობდა...

კიბეებზე ჩასვლისას, თავს გადაეყარა 3 გოგონა... მათ თვალები ისეთივე ჩაწითელი ჰქონდათ, როგორც მთელ ბორდელში მყოფ ბრბოს...

-ღმერთო!!! რა უიღბლო ადამიანი ვარ... ცხოვრებაშივე მეტყობა, რომ ჯოჯოძეთში მოვხვდები... -ქეთიმ მძიმედ ამოისუნთქა... როგორც კი მათ მიუახლოვდა, ერთ-ერთს ხელი კრა და კიბეებზე დააგორა...

თამაშის დასასრულიWhere stories live. Discover now