XIII თავი~~წყევლა თუ იღბალი?

28 4 0
                                    

ქეთი არავის ახსოვდა... თითქმის ყველას დაავიწყდა მისი არსებობა და მკვლელობების სერია, რომლებიც მათ ასე აშინებდა, რადგან ისინი უარეს ქმედებებს სჩადიოდნენ... ცხოვრებას ართმევდნენ ხალხს, იმის გამო, რომ დანაყრებულები ყოფილიყვნენ...

მორიგი კვების ჯერის მოსვლისას, სია ამოიკითხეს... შემდეგი საკვები იყო ქეთი... ყველამ ერთმანეთს გადახედა... თვალებით ქეთის ეძებდნენ... სიის რიგითობას ვერ გადაახტებოდნენ, რადგან იერარქია დაინგრეოდა...

ქეთის ბორდელის ყველა კუთხეში ეძებდნენ, თუმცა უშედეგოდ... მაგრამ ძებნას არ ეშვებოდნენ... ერთადერთი რამ, რაც მათ ამოძრავებდა ეს იყო შიმშილის გრძნობა...

რამოდენიმე საათში ყვირილის ხმა გაისმა:

-ვიპოვე!... მე ის ვიპოვე!!!... -ბოლო ხმაზე გაჰკიოდა მთელ ბორდელში, სრულიად გიჟი ხმით... ჩაწითლებული თვალებთი კი ოთახს ათვალიერებდა...

მათთვის სრულიად უცხო ოთახთან ბრბო იმ წამსვე მივარდა... სრულიად თეთრი ოთახი, რომლის კედლებზეც ავანგარდული წითელი ლაქები ხარობდა... სრულიად უვნებელი 7 გვამი, თითქოს და არც მომკვდარან... თითქოს უბრალოდ საკაცეზე ეძინათ... იატაკზე კი 3 თეთრებში ჩაცმული ექიმები, რომლებიც კედლისმაგვარად წითელში იყვნენ შეღებილნი...

ბრბოს უვნებელი და გაუხრწნელი გვამების დანახვისთანავე პირზე ქაფი მოადგათ... საზიზღარი სანახაობა იყო, თუმცაღა რეალური...

შიმშილმა სძლიათ... მათ მიერ დაწესებული წესები დაარღვიეს... იერარქია კი დაიქცა...

ბრბომ დაასრულა თუ არა საკვების ელეგანტურად მიღება, ერთ-ერთს ქეთი გაახსენდა...

-კი მაგრამ ქეთი სად არის?

-არ ვიცი, მაგრამ რა აზრი აქვს მის მოძებნას?!

-არანაირი არაფერი... -ამ ფრაზის შემდეგ, ყველამ ერთმანეთს გადახედა და მათ ჩვეულ რითმში არსებობა განაგრძეს...

ყოფილი თეთრი ფერის ოთახი დაიცალა ბრბოსგან... გვამებისგან... ყველა და ყველაფერი არსებულისაგან...

სიჩუმემ როგორც კი დაისადგურა, ქეთიმ შვებით ამოისუნთქა...

საიდუმლო კარადაში იმალებოდა, რომელიც კედელში იყო ჩამალული...

                              ♦♦♦♦♦

მას შემდეგ, რაც ქეთი ექიმებმა სარდაფიდან გაიყვანეს, ზუსტად იმ ოთახში მიიყვანეს, სადაც ქეთის მოკლული 7 გვამი იწვა...

თვალების გახელვისთანავე ქეთიმ მთელს სხეულში აუტანელი ტკივილი იგრძნო... შეხედა ექიმებს, რომლებიც თეთრი ტანსაცმლის გამო, იმავე ფერის კედლის ფონზე თითქმის არ ჩანდნენ...

თვალები მოჭუტა და დიდი ძალისხმევით გაარჩია 3 ექიმი, რომლებიც საოპერაციო იარაღებში იქექებოდნენ...

-ამ ჯერზე კი ვერსად ვერ გავიქცევი... -ქეთიმ გაიფიქრა და მძიმე ამოისუნთქვის შემდეგ, თავის საკაცესე მიჯაჭვულ სხეულს შეხედა...

ექიმები მოტრიალდნენ... გოგონას მიაშტერდნენ... დიდი და ნელი ნაბიჯებით მას უახლოვდებოდნენ...

ქეთი, რომელიც ერთ ადგილას იყო მიჯაჭვული, ცდილობდა კოშმარიდან თავი დაეღწია... თუმცა უშედეგოდ...

ერთი თვალის დახამხამებაში, ქეთის გარშემო, თითოეული ექემი თავის პოზიციაზე იდგა... ექსპერიმენტი და გამოკვლევები მის ტვინზე უნდა ჩაეტარებინათ...

თმის გადაპარსვისას ქეთიმ ექიმის ჯიბიდან, საოპერაციო დანის ამოღება მოასწრო... საკაცის ქვემოთა ნაწილში კი რაღაც ღილაკი იყო... სავარაუდოდ ეს ის ღილაკია, რომელიც ქეთის გადაარჩენს...

დაუფიქრებლად გვერდზე მდგომს ბარძაყში დანა ჩაასო რომელიც მისი ჯიბიდანვე ამოიღო... ექიმმა ხელები მაშინვე ჭრილობას მიაფარა... ფეხი აწია თუ არა წაბარბაცდა და საკაცის კუთხეში მყოფ ღილაკს მიეჯახა...

თამაშის დასასრულიWhere stories live. Discover now