lX თავი~~გამოძიება

34 4 0
                                    

მკვდარი სიჩუმე........

ქეთიმ ეს სიჩუმე დაარღვია...

-კი მე ვარ მკვლელი... ეს მაშინ გავიგე როცა დირექტორის გვამი დავინახე....

-კი მაგრამ ეგ როგორ?... -მისი სიტკვებისაგან გაოცებულმა ასისტენტმა კითხა ქეთის...

-არ ვიცი... თითქოს ტრაურში ვიყავი მაგ დღეს... თითქმის არაფერი მახსოვს... -წყნარი და დაღლილი ხმით უპასუხა ქეთიმ...

-გასაგებია... მაგრამ ეს იმ ფაქტს არ ცვლის რომ შენ მკვლელი ხარ... შენ... შენ... ადამიანს სიცოცხლე წაართვი... რატომ?!... მიპასუხე... რატომ?!... -მოადგილემ აცრემლილი თვალებით და აკანკალებული ხმით კითხა....

-არ ვიცი... არაფერი ვიცი... გთხოვ შემეშვი... -ქეთიმ თავი დადო და ჭერს ახედა...

დირექტორის მოადგილე ადგა... კარებს მიუახლოვდა თუ არა ქეთის კითხვამ შეაჩერა...

-როგორ მიხვდი რომ მკვლელი მე ვარ?!...

-უბრალოდ თეორია, რომელიც დამტკიცდა...

ამ სიტყვების შემდეგ კარები მწარედ შემოიჯახუნა...

ისევ მკვდარი სიჩუმე... ქეთის გული ისე აუჩქარდა, თითქოს გულის ცემის ხმა მთელ პალატაში ისმოდა...

-რა მიზეზით ხდება ეგრე?!... ჩემს მაგივრად ვინმე სხვა რომ ყოფილიყო, ალბათ აქამდე გაგიჟდებოდა... -ქეთის სახეზე საზარელმა ღიმილმა დაიკავა ადგილი...

საწოლიდან ადგა... ფეხები დადგა თუ არა საშინელი ტკივილი იგრძნო... ფეხებზე დაიხედა თუ არა შოკირებულმა თვალები ფართოდ გაახილა... მთლიანად დასერილი ფეხები... სისხლიანი... ტალახიანი...

პანიკას და კითხვებს მის თავში არ აყვა. მაგ წამსვე ტირილით და დიდი ძალისხმევით მიცოცდა აბაზანაში...

აბაზანიდან გამოსვლისთანავე ხელი ბინტებს და სპირტს მოკიდა... სიმწრისაგან გაწითლებულმა და ტკივილისაგან დაღლილმა ფეხები შეიხვია და წამოწვა...

-ისევ ახალი პრობლემა... ისევ უამრავი კითხვა... -მძიმედ ამოისუნთქა და თვალები დახუჭა...

სიზმარი კი გაგრძელდა... ამ ჯერად დირექტორის კაბინეტიდან...

ქეთი არ შეყოვნდა და იგივე მოქმედებები გაიმეორა...

ნახატის მეორე ფენა გახია... ამოიღო დოკუმენტები... ჯოკონდა კი უკან დაკიდა...

მაგრამ ამ ჯერად სიზმრის სიუჟეტი და მოვლენის თარიღი შეიცვალა... კალენდარზე 1897 წელია... ქეთის ყურადღება ნაბიჯების ხმამ მიიქცია, რომლებიც კარებს უახლოვდებოდა...

ქეთის სუნთქვა შეეკრა და გული აუჩქარდა...

ნაბიჯების ხმა შეწყდა... განმეორდა და ნელ-ნელა სმენის ზონიდან ქრებოდა...

ქეთიმ შვებით ამოისუნთქა და დამშვიდდა...

ფრთხილად გავიდა კაბინეტიდან და ისევ საერთო საპირფარეშოში შევიდა... საპირფარეშოს კაბინის კარები ჩაკეტა... უნიტაზს თავი დააფარა... დაჯდა და დოკუმენტების ხროვა მუხლებზე დაიდო...

პირველ დოკუმენტში ეწერა ბორდელის აშენების პროცესი... თუ როგორ ააშენეს სასაფლაოზე... რა მიზეზით და როგორ...

ამ ფაქტმა ქეთი გააოგნა... კითხვა კი გააგრძელა...

მეორე დოკუმენტს 1896 წელი ეწერა... რამაც ქეთი დააინტერესა...

შიგ კი ეწერა მკვლელობების მეორე სერია...

პირველი შემთხვევა კი 1884 წელს დაფიქსირდა...

დოკუმენტში ეწერა კვლევების ჩატარების პროცესი... შედეგი...

ასევე ეწერა სხვადასხვა წლებიც: 1908; 1920; 1932; 1944; 1956; 1968; 1980......

ქეთი მიხვდა მკვლელობების სერიის პრინციპს... მაგრამ ვერ ხვდებოდა თუ როგორ შეიძლებოდა ამ პრინციპის დარღვევა...

მესამე და ბოლო დოკუმენტის წაკითხვას შეუდგა.........

თამაშის დასასრულიWhere stories live. Discover now