IV თავი~~ფიქრები

80 5 2
                                    

-რა გავაკეთო? ისინი ხომ აივანზეარიან... რო დამინახონ? ადრე რო გამოვიდნენ? ალბათ მონსტრი კი არა ეგენი მომკლავენ... წუხელ რა მოხდა? არ მახსოვს არაფერი... მაინც და მაინც არქივში რატოიყო გვამი?.... არაფერი ვიცი... ჯობია გავრისკო...

ფიქრში დროის დაკარგვას მოქმედება არჩია და ქეთი ადგა, დაიწყო დირექტორის კაბინეტის უჯრებში რაღაცის ძებნა... თვითონაც არ იცოდა რა უნდა მოეძებნა... ალბათ მაგ ადგილიდან გაქცევის იმედს ეძებდა... მასიური ინფორმაცია ვერ იპოვა, მხოლოდ ბორდელის ფინანსების და ხარჯების საბუთები... მაგ მომენტში დიდი ყურადღება მიაქცია გვერძე გადახრილ ლეონარდო და ვინჩის ჯოკონდას (მონა ლიზას) ასლსს. მაგრამ ვერ მოასწრო მიახლოვება რადგან კარების და ლაპარაკის ხმები გაიგო. მაგ წამსვე ბუხართან თავის ადგილს დაუბრუნდა.

დირექტორი შემოვიდა ასისტენტთან ერთად და ქეთის უამრავი კითხვა დაუსვეს:

-არქივში რა გინდოდა?-იკითხა ასისტენტმა

-უბრალოდ დასვენება მინდოდა ყველაფრისაგან... გამარტოვება...

-გვამი პირველი შენ იპოვე... რამე ხოარ შეგიმჩნევია ან ვინმე?

-არა არ შემიმჩნევია...

-გასაგებია...-ეჭვის თვალით შეხედა ქეთის და სიჩუმემ დაისადგურა.

დიდი პაუზის შემდეგ დირექტორმა სიჩუმე დაარღვია:

-ქეთი შეგიძლია წახვიდე...

-კარგით...-უპასუხა და წავიდა თავის ნომერში.

შევიდა თუ არა ნომერში წამოწვა საწოლზე...

-იმის მერე რაც კესო მოკლეს მარტო ვარ ოთახში... სულ მარტო დავრჩი. ჩემი შვილი როგორაა არც კი ვიცი, ნახევარი წელი გავიდა, მაკო გაიზრდებოდა. გიორგი ისევ რუსეთშია? არ ვიცი... არაფერი ვიცი არადა როგორ მაინტერესებს ყველაფერი... გიორგი ცოლის გარეშე, მაკო კი დედის და მამის გარეშე.... რა სასწაული ოჯახი ვართ 😏😄.

ქეთის ფიქრებში ჩაეძინა... კარზე კაკუნმა გააღვიძა... დიდი წვალებით ადგა და კარი გააღო თუ არა ოთახში დირექტორი შემოვარდა...

-ქეთი ეს რა არის??? -და სისხლიანი დანა აჩვენა...

-დანა, რომელსაც სისხლი უსვია... -ირონიით და გაკვირვებით უპასუხა ქეთიმ

-ვხედავ რომ დანაა პლიუს რომელიც არქივში ეგდო მსხვერპლის ადგილას...

-ხო მაგრამ იქ არაფერიიყო... -ქეთიმ გაოცებით უპასუხა. -საიდან აღმოჩნდა მანდ?

-არ ვიცი ვიღაცამ დააგდო, ალბათ მკვლელმა... მაგრამ რატომ? -გაკვირვებულმა დირექტორმა შეხედა ქეთის🙄

-თქვენ გგონიათ რომ მკვლელი მე ვარ? 😏

-რატომაც არა... მაგრამ მაგას არ ვფიქრობ. შენ ვერ შეძლებდი ვინმეს მოკვლას მითუმეტეს ეგეთი სასტიკი მეთოდებით...😔

-დიდი მადლობა ეგეთი აზრის რომ ხართ ჩემზე... -უპასუხა ქეთიმ და ცინიკურად ჩაიცინა 😄

დირექტორი გავიდა კაბინეტიდან სერიოზული სახით... ეტყობოდა რომ თავის სიტყვებში არ იყო დარწმუნებული, მაგრამ ქეთიმ არ შეიმჩნია და ღიმილით გააცილა თუ არა კარი კარგად ჩაკეტა...

ფიზიკურად და ემოციურად დაღლილი აბაზანაში შევიდა, ფიქრები მანდაც არ ასვენებდა... აბაზანაშივე ცხელ წყალში ჩაწოლილს, ვარდების სუნში ჩაეძინა...

ამ დროს კი საინტერესო სიზმარი დაესიზმრა...........

თამაშის დასასრულიWhere stories live. Discover now