XII თავი~~ბინძური სული

44 6 0
                                    

იმის მერე, რაც პატარა მინის ნამსხვრევები საყლაპავ მილში ხვდებოდა, ეჩხაპნებოდა მთლიანი სისტემა... ჭრილობებიდან კი სისხლი სდიოდა... მისი ყელი სისხლით ივსებოდა... სასუნთქი მილი, რომელიც საყლაპავს უერთდება, გაიკაწრა და სისხი არა მარტო პირიდან ამოსდიოდა, არამედ ფილტვებშიც ჩადიოდა... ნელ-ნელა... საზიზღრად... ამაზრზენად... წამებით კვდებოდა... თვალები ამოუტრიალდა და ნათიამ სუნთქვა შეწყვიტა...

ქეთი თითქოს გონს მოვიდა... მის ხელებში, ნათიას გვამის დანახვისთანავე თვალის გუგები გაუფართოვდა... შოკისგან გვამს ხელი კრა... გვამთან ერთად ქეთიც ძირს დაეცა და ცოცვით სარდაფის კუთხეში მიცოცდა. მიცოცვისთანავე კედელს მიეყრდნო, ფეხები გულზე მიიკრა... ხელები მოხვია... მოიკუზა და კანკალი დაიწყო...

-ეს მე გავაკეთე?! ისევ მე?! ესე საშინლად წავართვი ადამიანს სიცოცხლე... არ მჯერა!... არა!!...-ფიქრებში შეპარულს ცრემლები გაუჩერებლად სდიოდა...

თვალებში ნელ-ნელა უბნელდებოდა და ახსენდებოდა მომენტები რომლებიც არ ახსოვდა... ფეხის გულები დაისერა იმით, რომ ტრანსში მყოფი, პალატიდან ფეხშიშველი გადიოდა ეზოში... დადიოდა გამხმარ ტოტებზე და ფოთლებზე, ტალახზე... ბორდელიდან გასვლა მაგ პერიოდისათვის შეუძლებელი იყო, რადგან მკვლელი სულში ყველას შიშს უსაფრებდა... ასევე ზემდგომები ბორდელის რეპუტაციას უფრთხილდებოდნენ. არავის უნდა ცოდნოდა მკვლელობების შესახებ... ზუსტად ამ მიზეზის გამო გარეთ არავის უშვებდნენ და არც შიგნით ბორდელში შესვლის უფლებას აძლევდნენ გარეთ მყოფ პირებს... ქეთი კი როგორც ჩანს გასვლის გზასპოულობდა მაშინ, როდესაც თავს ვერ მართავდა... გაახსენდა თუ როგორ კლავდა ნათიას... გაახსენდა სრულიად ყველაკვლელობა. შვიდივე მკვლელობა რომელიც მან ჩაიდინა...

რამოდენიმე საათი გავიდა... ქეთი გონს მოიყვანა კარების შემომტვრევის ხმამ... კარებისაკენ აიხედა და დაინახა რამოდენიმე თეთრი სილუეტი...

მიუახლოვდნენ თუ არა, ქეთიმ ძლიერი ტკივილი იგრძნო კისრის არეში და წამიერად თვალებში დამაბრმავებელმა სინათლემ გაუელვა...

შემდგომ კი უკუნითი და თავისებურად ლამაზი სიბნელე, რომელსაც ქეთი უკვე დიდი ხანია რაც შეეჩვია...

გავიდა რამოდენიმე დღე... ქეთი არსად ჩანს... არავინ იცოდა, რომ მკვლელი ქეთი იყო...

დირექტორი მკვდარია... ნათიაც აღარსად ჩანს, რომელმაც დირექტოტის სტატუსი დაირქვა... ახლა კი სათავეში არავინაა... ბორდელში სრული ქაოსია... კარის გაღება და ფანჯრიდან გადახტომაც შეუძლებელია...

სიკვდილი! ამ წყეული შენობიდან ერთადერთი გასასვლელია სიკვდილი... ბრბო კი ამას ვერ ხვდებოდა...

საკვები თავდებოდა... სრული ორგია მიდიოდა... დღეები ამ რითმში გადიოდა... რამოდენიმე გოგონა დაორსულდა კიდეც, მაგრამ უჭმელობისაგან ნაყოფი არ ვითარდებოდა და მუცელი ეშლებოდათ...

დეპრესია... სტრესი... უკვე ერთმანეთისათვის აუტანელი ხალხი... შიმშილი... შიში... უიმედობა... სწორედ ეს ემოციები დემაგოგობდნენ მათზე...

ბრბომ თავის კონტროლი დაკარგა... შიმშილმა გონება დაუბნელა... კანიბალიზმი მათთვის კვების ერთადერთი გამოსავალი გახდა... მსხვერპლს კი ანბანის მიხედვით ირჩევდნენ...

გასაკვირი ის იყო, რომ როდესაც მსხვერპლის შეჭმის ჯერი დგებოდა, არავინ არავის არ უწევდა წინააღმდეგობას. სიკვდილს იღებდნენ როგორც ჩვეულ მოვლენას...

მორიგი მსხვერპლის ჯერი დადგა...

თამაშის დასასრულიWhere stories live. Discover now