VII თავი~~ცვლილება

41 6 0
                                    

დირექტორი შემოდის და ხედავს ქეთის, რომელიც ზის დიდ შავ ტყავის დივანში...

-ქეთი. აქ რა გინდა?

ქეთი კი არ პასუხობს... დირექტორმა კი გაიმეორა...

-ქეთი?! აქ რა გინდა?! -მკაცრი ტონით იკითხა დირექტორმა...

ისევ სიჩუმე...... სიტუაცია დაიძაბა.... თითქოს და სუნთქვა გაჭირდა... ქეთი ადგა და მიუბრუნდა დირექტორს.... თვალებში უყურებდა, მაგრამ თითქოს არც უყურებდა, თითქოს სულში ჩაუძვრა და შიგნიდან ჭამდა... საძაგელი და ამაზრზენი თვალები ქონდა მაგ მომენტში... ქეთი მას უფრო მიუახლოვდა და ჩაეხუტა....

-მაპატიე... -ქეთიმ თქვა თუ არა ეგ სიტყვა, დირექტორი დაეცა...

იატაკი წითლად შეიღება... ძირს დაცემული ქვემოდან შოკირებული უყურებდა ქეთის, მაგრამ ის მას ვერ ცნობდა... მის წინ ფეხზე მდგარი პიროვნება ის ქეთი არ იყო ვისაც იცნობდა... სიცოცხლის ბოლომდე დირექტორი არ იჯერებდა იმ ფაქტს რომ ქეთიმ მას ცხოვრება წაართვა...

რატომ ან რა მიზნით მოკლა?!... მოგვიანებით გავიგებთ...

ქეთიმ დანა გაწმინდა და თავის ადგილას დადო... ჯოკონდა არ დავიწყებია... ცივი გამომეტყველებით მივიდა და ჩამოხსნა ნახატი, იმის იმედით რომ სეიფს, ან რაიმე მასიურ ინფორმაციას წააწყდებოდა...

ნახატის ჩამოხსნისთანავე დაინახა რომ, მის უკან არაფერი იყო, არც თვით ნახატზე ეწერა არაფერი...

-დრო, ადამიანი.... ყველაფერი ტყუილად დავკარგე... ყველაფერი ტყუილია... რატომ?! რატომ?! რატომ?!........

გაბრაზებულმა და გულდაწყვეტილმა არსებამ ნახატი დაგლიჯა და ბუხარში შეაგდო...

ქეთი გავარდა დირექტორის კაბინეტიდან და შევარდა თავის ნომერში... კარები ჩაკეტა თუ არა მაშინვე გონება დაკარგა...

ამ დროს კი დირექტორის კაბინეტში შევიდა ასისტენტი... შოკირებულმა ყვირილი დაიწყო... მისი კივილი გაიგეს თუ არა, ბრბო მიცვივდა... ასისტენტს დირექტორის მკერდზე თავი ედო და ტიროდა... ბრბოს არანაირი რეაქცია არ ქონდა, თითქოს ელოდნენ რომ, ვიღავა უნდა მომკვდარიყო და ეს ფაქტი მათ მშვიდად მიიღეს... ბრბოდან გაისმა ერთი გოგოს ისტერიული სიცილის ხმა...

-დირექტორი??? აჰაჰაჰა... არ არის გასაკვირი... ვინ იქნება შემდეგი?! შენ?! შენ?! ან შენ?! თუ მე?! აჰაჰაჰაჰაჰაჰა... -სახეზე გამომეტყველება ქონდა ისეთი თითქოს მკვლელი თვითონ იყო... გიჟი... საშინელი... ამაზრზენი.....

გოგო გაათრიეს კაბინეტიდან... დერეფანში ისევ ისტერიული სიცილი ისმის... გამოკეტეს თავის ოთახში და იქ დატოვეს...

ამ ისტერიულმა სიცილმა კი ქეთი გამოაღვიძა.............

თამაშის დასასრულიWhere stories live. Discover now