VI თავი~~გეგმა

53 5 0
                                    

ნომერში მისვლისთანავე ქეთიმ კედლიდან ბორდელის დიდი სარეკლამო პლაკატი ჩამოხსნა. ამოატრიალა და მაგიდაზე დადო. ცარიელ გვერდზე კი დაიწყო ბორდელის გეგმის ხატვა...

არქივში ყოფნისას ქეთი წააწყდა სავინტილაციო გეგმას, ზუსტად იქიდან გეგმავდა დირექტორის კაბინეტში მოხვედრას...

ქეთი გავიდა ოთახიდან და დაიწყო იმ სავინტილაციო ანუ გამწოვების ძებნა...

-ჯანდაბა! ძალიან ბევრია... და ძალიან პატარები, როგორ უნდა გავძვრე მანდ?! რომც დავიკლო წონაში აზრი არ აქვს... ფილმებში ადვილი ჩანდა...

დაბრუნდა ოთახში და სავინტილაციო გეგმა ამოშალა 😹😹😹.....

ამოშლისთანავე სერიოზულად შეუდგა საქმეს...

დაიწყო თვალთვალი... ჩამოწერა ცხრილი თუ რომელზე გადის დირექტორი კაბინეტიდან და რამდენი ხნით... კაბინეტიდან გასვლის დრო იშვიათად თუ ემთხვეოდა... მაგრამ ერთი და იგივე დროს ანდომებდა კაბინეტში დაბრუნებას...

-7 წუთი, ყველაფრის გადამწყვეტი 7 წუთი... ზედმეტად ცოტაა... მაგრამ მოქმედების დროა... დღეს ყველაფერს წერტილი დაესმევა...

ქითი სუნთქვის შეკვრამდე ელოდებოდა დირექტორის კაბინეტიდან გამოსვლას. მკვდარ სიჩუმეში თავისი გულის ცემის ხმა ესმოდა... ამ მომენტს დიდი ხანი ელოდა...

-ჯერ დილის 12 საათია... მაგრამ უნდა ვიდგე და ველოდებოდე მის გამოსვლას... ძალიან დავიღალე...

ქეთი იატაკზე დაჯდა და ღამის ნათევს უძილობამ სძლია... ჩაეძინა.....

დირექტორი გამოვიდა და ქეთი თითქოს რაღაცამ გამოაღვიძა... მან დაინახა დირექტორის ზურგი და თვალს როგორც კი მოეფარა ქეთი შევარდა კაბინეტში... დაუფიქრებლად იმ წამსვე მივარდა ჯოკონდას ასლსს...

როგორც კი ხელი შეახო ნახატს, გაიგო ჩქარი და ხმამაღალი ნაბიჯების ხმა....

-ჯანდაბა, ალბათ რაღაც დარჩა... მაინც და მაინც ეხლა?! მაინც და მაინც დღეს?! ყველაფერს იღბალი როგორ სჭირდება?! პანიკის დრო არაა, უკვე გვიანია აქედან გასვლა...

ქეთის სწრაფი რეაგირების შემდეგ დირექტორი შემოვიდა..............

თამაშის დასასრულიWhere stories live. Discover now