X თავი~~ბოლო დოკუმენტი

34 4 0
                                    

მესამე დოკუმენტში ეწერა ფსიქოლოგიური დასკვნები და გამოძიებები... იმ 12 ადამიანის პირადი საქმეები, რომლებიც მოკლეს...

ყოველი 5 მკვლელობის შემდეგ, მეექვსე ანუ ბოლო ყოველთვის თვითმკვლელობა იყო...

მკვლელი კი რაიმე განსაკუთრებული უხილავი ძალა არ იყო... ერთი გაგიჟებული და შეშლილი ადამიანი კლავდა ყველას, რომლის შედეგადაც არ ახსოვდა მკვლელობების ინციდენტები... შემდგომ კი მკვლელი თავს იკლავდა... ამ მომენტზე სრულდებოდა ერთი მკვლელობების სერია... 12 წელში კი იგივე მეორდებოდა........

თვითმკვლელების გვამებს კი იკვლევდნენ... ხსნიდნენ ტვინს და ატარებდნენ გამოკვლევებს... ცდილობდნენ გაერკვიათ თუ რა იყო მათი სისხლის წყურვილის გამოვლენის მიზეზები... შედეგი ორივეჯერ ერთი და იგივე იყო... შიზოფრენია... მაგრამ ეს იმ ფაქტს არ ამტკიცებდა თუ რატო კლავდნენ მაინც და მაინც 5 ადამიანს და ბოლოს კი თავს იკლავდნენ...

ყველა გვამის ენაზე კი პოულობდნენ ვარდის ეკალს....

იმ ვარდის ეკლებს... რომელიც ამოდიოდა სასაფლაოზე რომელზეც ბორდელი დააშენეს...

ამ მისტიკურ ფაქტზე დასრულდა მესამე დოკუმენტი...

ქეთის შემთხვევა განსხვავებული იყო... რადგან მკვლელობა თანმიმდევრობით, ყოველ დღე არ ხდებოდა, მკვლელობის დღეები აირია... მეექვსე მსხვერპლი კი დირექტორი იყო... და არა თვითმკვლელობის მსხვერპლი ქეთუსია ანუ მკვლელი....

-შიზოფრენია?! ანუ მე გაფრენილი მაქ?! სასაცილოა.... -ქეთის სიცილი აუტყდა....

დოკუმენტები კი დაწვა და უნიტაზში ჩარეცხა... ბოლის სუნზე ხალხი შემოცვივდა... მოგროვილმა ბრბოს ხმამ და დიდმა ემოციებმა ქეთი გამოაღვიძეს........

თვალები გაახილა თუ არა ქეთიმ დაინახა უცნაური სიტუაცია... ექთნები ქეთის თავს ეხვეოდნენ და ამზადებდნენ საოპერაციო იარაღებს....

ქეთი მიხვდა რასაც უპირებდნენ... რადგან მკვლელი ნაპოვნია... და ეს მკვლელი კი თავადაა...

ქეთი გაქცევის გეგმის გაანალიზებით იყო დაკავებული... ემოციურად კი იმ დონემდე იყო გამოფიტული, რომ პანიკის თავი არ ქონდა...

გაქცევის გეგმა კი მარტივი იყო... როგორც კი ექიმებმა ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანეს... ქეთი ადგა და გაიქცა 😹😹...

ფეხის გულები საშინლად ტკიოდა... ვერ ხვდებოდა თუ სად დაიზიანა ეგრე საშინლად ფეხები, რადგან დირექტორის კაბინეტში მომხდარის შემდეგ სულ პალატაში იყო...

ქეთი გაიქცა სარდაფისაკენ, რომელიც სიზმარში ნახა... სარდაფის კარი ოდნავ ღია მდგომარეობაში დახვდა... გარისკა და ჩავიდა... შესვლისთანავე კარი მოიხურა და შიგნიდან ჩაკეტა....

96 წლის განმავლობაში ძალიან შეიცვალა ეს ადგილი... ნესტიანი კედლები... გამოუსადეგარი ავეჯი... უამრავი ყუთი, რომლებშიც ასევე გამოუსადეგარი ნივთები ეყარა...სასმელების რაოდენობა რომლებიც იქ ინახებოდა როგორც რელიკვიად და სიძველის ნიმუშად, ნულს უდრიდა...

ბოლო ბოთლს კი დირექრორის ასისტენტი ცლიდა, რომელიც მტვრიან დივანზე წამოწოლილიყო... მისი სასოწარკვეთილი ტირილის ხმები ისმოდა მთელ სარდაფში...

ქეთის ძალზედ შესტკიოდა მასზე გული... მან ხომ დირექტორი მოკლა... წოდებას თავი რომ დავანებოთ ქეთიმ მოკლა ადამიანი, რომელიც ვიღაცისათვის სიცოცხლეზე ძვირფასი იყო...

ქეთი მას მიუახლოვდა და გვერდით მიუჯდა...........

თამაშის დასასრულიWhere stories live. Discover now