V თავი~~სიზმარი

73 5 6
                                    

-სად ვარ? რა ადგილია? აშკარად ჩვენს ბორდელს გავს... რა ძველმოდურად აცვიათ...

ქეთი მიუახლოვდა კალენდარს და გაოცებულმა თავიდან გადახედა იქაურობას... კალენდარზე კი 1884 წელია...

ქეთი გაოგნაბული ავარდა ზევით, არ იცოდა რატომ მაგრამ ზევით ასვლა უნდოდა...

დერეფანში დადიოდა. არაფერი არ შეცვლილა ამ სართულზე. მხოლოდ ერთი რამ შეიცვალა... კედლებზე ყველაზე ცნობილი და იდეალური ნაშრომების ასლები ეკიდა... მაგრამ ასლებია? უფრო მოპარულ ორიგინალებს გავს... ანდა მაგას რა აზრი აქვს...

ქეთიმ ამ ნახატების თვალიერებაში გართობისას გაიგო ხმები დირექტორის კაბინეტიდან...

ძალაუნებურად მიუახლოვდა კაბინეტს და ჩხუბის სცენას წააწყდა...

ლოგიკიდან გამომდინარე ერთ-ერთი დირექტორი იყო ხოლო მეორე გაურკვეველი პიროვნება...

ქეთიმ ყური მიადო კარებს და დიდი ყურადღებით უსმენდა მათ დიალოგს...

-ხო გესმის რა ცოდვა ჩაიდინე? შენ თუ გგონია რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება და სისხლში ხელებს არ ამოსვრი ძალიან ცდები...

-თავი დამანებეეეე!!!... ჩემი არჩევანია... შენ შენი საქმე გააკეთე, ააშენე ეს შენობა, მადლობალივარ რომ დააპროექტე ეს შენობა და ააშენე რის გამოც მაგარი მაყუთი აიღე... -უყვირა დირექტორმა...

ამ დიალოგიდან გამომდინარე, მეორე კაცი არქიტექტორი იყო...

-ეს ყველაფერი კარგად არ დამთავრდება...

ამ სიტყვების შემდეგ გამოვიდა კაბინეტიდან... და გაისმა სროლის ხმა... არქიტექტორი კარებშივე დაეცა... სისხლისაგან იცლებოდა და ორი სიტყვის თქმა მოასწრო: -"თამაში დაიწყო"...

ქეთის შიშისაგან გაეღვიძა... წყალში იყო მაგრამ ოფლი მაინც ასხავდა...

-ეს რა იყო? რა რეალური სიზმარია... ყველა დეტალი, ყველაფერი კარგად მახსოვს!!! 1884 წელი? არქივში ეწერა რომ ბორდელი 1884 წელს გაიხსნა... მაგრამ რატო ჩხუბობდნენ პირველი დირექტორი და არქიტექტორი? რატო მოკლა ის დირექტორმა?... ძალიან უცნაურია... აუცილებლად უნდა გავარკვიო... შესაძლოა ეს სიზმარი ნიშანია იმისა რომ ბოლომდე უნდა მივიდე და ამ საგიჟეთიდან გავაღწიო...

ქეთი წამოდგა აბაზანიდან, 10 წუთში ადამიანურად გადაივლო ტანზე და გამოვიდა... ჩაიცვა და გამოვიდა ნომრიდან...

დირექტორის კაბინეტისაკენ გაეშურა... ჯოკონდა კი არ ასვენებდა, დარწმუნებული იყო რომ იქ რაღაც შეიძლება ყოფილიყო... სეიფი ან რამე მასიური ინფორმაცია...

დირექტორის კაბინეტის კარებთან მისვლისთანავე გაჩერდა... გაახსენდა რომ გეგმა არ ქონდა...

უკან დაბრუნდა და დაიწყო ფიქრი.............

თამაშის დასასრულიWhere stories live. Discover now